BookPDF Available

Abstract

Scientific-Practical Journal
20
20
ekonomikuri profili, tomi 16, N1(21), 2021
ECONOMIC PROFILE, Volume 16, Issue 1(21) 2021
20
KUTAISI UNIVERSITY 2021
ქუთაისის უნივერსიტეტის რეფერირებადი
და რეცენზირებადი საერთაშორისო
სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის სიზუსტეზე
პასუხისმგებელია ავტორი
ამასთან, მისი პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჟურნალის
სარედაქციო კოლეგიის მოსაზრებებს
აკრძალულია ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამრავლება
და გამოქვეყნება კომერციული მიზნებისათვის
REFEREED AND PEER-REVIEWED INTERNATIONAL
SCIENTIFIC-PRACTICAL JOURNAL
OF KUTAISI UNIVERSITY
Each author is responsible for the accuracy of the article in
this journal. His/her position may not coincide with the
opinions of the editorial board
Reproduction on distribution of the materials published in
this journal for commercial purposes is strictly prohibited
http://economicprole.org/
ISSN 1512-3901
eISSN 2587-5310
DOI: https://10.52244/ep
2021
2
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
სარედაქციო საბჭო
ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული
საბჭო: გოჩა თუთბერიძე (თავმჯდომარე,
ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი); თეონა
გრიგოლაშვილი (ქუთაისის უნივერსიტეტი);
ნიკოლოზ ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი);
გივი ბედიანაშვილი (ევროპის უნივერსიტეტი);
სარედაქციო კოლეგია: პროფესორი
ნიკოლოზ ჩიხლაძე (მთავარი რედაქტორი,
ქუთაისის უნივერსიტეტი); იოსებ არჩვაძე
(ქუთაისის უნივერსიტეტი); პროფესორი გივი
ბედიანაშვილი (ევროპის უნივერსიტეტი);
ასოც. პროფესორი ბადრი გეჩბაია (ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტი); პროფესორი როსტომ ბერიძე
(ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტი); პროფესორი ლია
ელიავა (ქუთისის უნივერსიტეტი); პროფესორი
მირზა ხიდაშელი (ქუთისის უნივერსიტეტი);
პროფესორი პანტელეიმონ კლდიაშვილი
(ქუთისის უნივერსიტეტი); ასოც. პროფესორი
ნაირა ვირსალაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი); ასოც. პროფესორი ხათუნა
შალამბერიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი); ასოც. პროფესორი გურამ
უფლისაშვილი (ქუთაისის უნივერსიტეტი);
ლაშა ბერიძე (წმ. ტბელ აბუსერისძის
უნივერსიტეტი); პროფესორი აზა იფშირაძე
(ქუთისის უნივერსიტეტი); ასოც. პროფესორი
გოდერძი შანიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი); პროფესორი ნანა შონია (აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ასოც.
პროფესორი აკაკი ბაკურაძე (აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტი); ასოც. პროფესორი
მურმან ცეცხლაძე (ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
პროფესორი ციური დურული (გორის
სახელმწიფო უნივერსიტეტი); პროფესორი იური
პაპასქუა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
პროფესორი გიორგი ღავთაძე (საქართველოს
ეროვნული უნივერსიტეტი); პროფესორი
რევაზ შენგელია (საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი); პროფესორი პაატა კოღუაშვილი
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
პროფესორი ევგენი ბარათაშვილი (საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი); პროფესორი,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
(ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი); ასოც. პროფესორი
ლოიდ ქარჩავა (კავკასიის საერთაშორისო
უნივერსიტეტი); ნანა რინკიაშვილი (იაკობ
გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტი); ასოც. პროფესორი ინეზა გაგნიძე
(ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი); ასოც. პროფესორი
ნინო ფარესაშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი (წმ. ანდრია
პირველწოდებულის სახელობის საქართველოს
საპატრიარქოსთან არსებული ქართული
უნივერსიტეტი); პროფესორი მიხეილ ჯიბუტი
(ანდრია პირველწოდებულის სახელობის
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული
ქართული უნივერსიტეტი);
სარედაქციო კოლეგიის უცხოელი
წევრები: პროფესორი სერგეი ლუკინი
(ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ასოცირებული პროფესორი იულიან იგნატოვი
(ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი,
რუმინეთი); ასოცირებული პროფესორი,
წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ვერა
კომაროვა (დაუგავპილსის უნივერსიტეტი,
ლატვია); ასოცირებული პროფესორი
ევგენი გაიდანკა (ტრნავას უნივერსიტეტი,
სლოვაკეთი); პროფესორი ლევან ჩიხლაძე
(რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი);
პროფესორი სერგეი ზახარინი (ეკონომიკური
განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, უკრაინა);
ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ აბესაძე
(სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტი, ნორვეგია);
პროფესორი ელენა ბაკულიჩ (ტრანსპორტის
ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინა)
3
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
EDITORIAL BOARD:
ORGANIZATIONAL-ADMINISTRATIVE
BOARD:
Gocha Tutberidze (Chairman, Rector of Kutaisi
University); Teona Grigolashvili (Kutaisi University),
Nikoloz Chikhladze (Kutaisi University); Givi
Bedianashvili (European University);
MEMBERS OF EDITORIAL BOARD:
Professor Nikoloz Chikhladze (Chief Editor, Kutaisi
University); Professor George Gavtadze (Georgian
National University); Professor Joseph Archvadze
(Kutaisi University); Professor Givi Bedianashvili
(European University); Associated Professor Badri
Gechbaia (Batumi Shota Rustaveli State University);
Professor Rostom Beridze (Batumi Shota Rustaveli
State University); Professor Lia Eliava (Kutaisi
University); Professor Mirza Khidasheli (Kutaisi
University); Professor Panteleimon Kldiashvili
(Kutaisi University); Associated Professor Guram
Uphlisashvili (Kutaisi University); Professor Aza
Iphshiradze (Kutaisi University); Associated Professor
Akaki Bakuradze (Akaki Tsereteli State University);
Associated Professor Khatuna Shalamberidze (Akaki
Tsereteli State University); Associated Professor Lasha
Beridze (St. Tbel Abuserisdze University); Associated
Professor Naira Virsaladze (Akaki Tsereteli State
University); Associated Professor Goderdzi Shanidze
(Akaki Tsereteli State University); Professor Nana
Shonia (Akaki Tsereteli State University); Professor
Tsiuri Duruli (Gori State Teaching University);
Professor Iury Papasqua (Sokhumi State University);
Associated Professor Murman Tsetskhladze (Batumi
Shota Rustaveli State University); Professor Revaz
Shengelia (Georgian Technical University); Professor
Paata Koguashvili (Georgian Technical University);
Professor Evgeniy Baratashvili (Georgian Technical
University); Professor, Academician of the National
Academy of Science of Georgia Avtandil Silagadze
(Ivane Javakhishvili Tbilisi State University);
Associated Professor Loyd Karchava (Caucasus
International University); Associated Professor
Ineza Gagnidze (Ivane Javakhishvili Tbilisi State
University); Associated Professor Nino Paresashvili
(Ivane Javakhishvili Tbilisi State University); Professor
Mikheil Tokmazishvili (St. Andrew the Firs Called
Georgian University of Patriarchate of Georgia);
Professor Nana Rinkiashvili (Iakob Gogebashvili
Telavi State University); Professor Mikheil Jibuti
(St. Andrew the Firs Called Georgian University of
Patriarchate of Georgia);
FOREIGN PART OF EDITORIAL BOARD
MEMBERS:
Professor Levan Chikhladze (Peoples' Friendship
University of Russia, Russia); Associate Professor
Iulian Ihnatov (Alexandru Ioan Cuza University,
Romania); Professor Siarhei Lukin (Belarus State
University, Belarus); Lead Researcher, Ph.D., Vera
Komarova (Daugavpils University, Latvia); Professor
Sergii Zakharin (Research Institute for Economic
Development, Ukraine); Associated Professor
Teimuraz Abesadze (University of Southeast Norway,
Norway); Professor Olena Bakulich (National
Transport University, Ukraine); Associate Professor
Yevheniy Haydanka (Trnava university, Slovakia).
4
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
სარჩევი
CONTENT
COVID-19 და ეკონომიკური პრობლემები
COVID-19 AND THE ECONOMIC CHALLENGES
ნაირა ვირსალაძე, მალვინა ყიფიანი
პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა................8
Naira Virsaladze, Malvina Kipiani
PANDEMIC, GLOBAL ECONOMIC CRISIS AND FOOD SECURITY OF THE COUNTRY.............................15
Goderdzi Shanidze
THE IMPACT OF THE PANDEMIC ON THE TOURISM BUSINESS...........................................................17
გოდერძი შანიძე
პანდემიის გავლენა ტურისტულ ბიზნესზე.....................................................................................................21
დავით ბიძინაშვილი
COVID-19 პანდემიის ფინანსური პრობლემები და აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის
ასპექტები საქართველოში....................................................................................................................22
Davit Bidzinashvili
THE COVID-19 FINANCIAL PROBLEMS AND ASPECTS OF AUDIT
QUALITY ASSURANCE IN GEORGIA..................................................................................................................29
ეკონომიკური პოლიტიკა
ECONOMIC POLICY
გურამ უფლისაშვილი
საქართველოს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის
ზოგიერთი პრობლემატური საკითხი ...................................................................................................33
Guram Uphlisashvili
ON SOME PROBLEM ISSUES RELATED TO LIBERALIZATION OF THE TAX SYSTEM
IN GEORGIA............................................................................................................................................................43
ლაშა ბერიძე, გიორგი აბუსელიძე
საპენსიო რეფორმა - მიზნები და სავარაუდო შედეგები.....................................................................45
Lasha Beridze, George Abuselidze
PENSION REFORM - GOALS AND ESTIMATED RESULTS..............................................................................59
აგრარული ეკონომიკა და ეკოლოგია
THE AGRICULTURE-BASED ECONOMY AND ECOLOGY
პაატა კოღუაშვილი, ნიკოლოზ ჩიხლაძე
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის სრულყოფის საკითხისათვის....63
Paata Koguashvili, Nikoloz Chikhladze
FOR THE ISSUE OF IMPROVING THE AGRICULTURE AND RURAL
DEVELOPMENT STRATEGY..................................................................................................................................70
5
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
დარეჯან ჩხიროძე
ტრანსპორტის ეკოლოგიური მდგრადობა, როგორც ეკონომიკური მდგრადობის
მდგენელი (ქ. ქუთაისის მაგალითზე)....................................................................................................72
Darejan Chkhuirodze
ENVIRONMENTAL SUSTAINABILITY OF TRANSPORT AS A COMPONENT
OF ECONOMIC STABILITY (ON THE EXAMPLE OF KUTAISI)......................................................................79
ალექსანდრე ვაჭარაძე
ინოვაციური ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკური გამოწვევები
(აეროპონიკის მაგალითი)....................................................................................................................82
Aleksandre Vatcharadze
INNOVATIVE TECHNOLOGIES IN AGRICULTURE AND ECONOMIC
CHALLENGES (ON THE EXAMPLE OF AEROPONICS)...................................................................................90
ეკონომიკური განათლება და მენეჯმენტი
ECONOMUC EDUCATION AND MANAGEMENT
მაკა ლომთაძე
ფუნქციის წარმოებულის გამოყენება ეკონომიკურ ამოცანებში........................................................93
Maka Lomtadze
USING A FUNCTION DERIVATIVE IN ECONOMIC TASKS..............................................................................98
Evgeni Baratashvili, Irma Baratashvili, Leila Mamulashvili
ENTROPY IN MANAGEMENT OF BUSINESS PROCESSES...........................................................................100
ევგენი ბარათაშვილი, ირმა ბარათაშვილი, ლეილა მამულაშვილი
ენტროპია ბიზნეს-პროცესების მენეჯმენტში......................................................................................106
მაკროეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა
MACTOECONOMICS, REGIONAL ECONOMICS
Tsitsino Dzotsenidze
ECONOMIC COMPLEXITY INDEX (ECI) AS BEST INDICATOR FOR GROWTH PREDICTION...............108
ციცინო ძოწენიძე
ეკონომიკური სირთულის ინდექსი (ECI), როგორც ზრდის
პროგნოზირების საუკეთესო მაჩვენებელი................................................................................................115
Yevheniy Haydanka
DECENTRALIZATION IN SLOVAKIA: PERSPECTIVES FROM THE TRNAVA REGION.........................116
ევგენი ჰაიდანკა
დეცენტრალიზაცია სლოვაკეთში: პერსპექტივები ტრნავას რეგიონიდან...........................................123
პანტელეიმონ (პაატა) კლდიაშვილი, რობერტ კამლაძე
მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების
სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების პრობლემები საქართველოში....................124
Panteleimon (Paata) Kldiashvili, Kamladze Robert
PROBLEMS OF ASSESSING THE SOCIO-ECONOMIC EFFECTIVENESS OF MUNICIPAL
INVESTMENT PROJECTS IN GEORGIA......................................................................................................130
6
7
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
COVID-19 და ეკონომიკური
პრობლემები
COVID-19 AND THE ECONOMIC
CHALLENGES
8
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნის
სასურსათო უზრუნველყოფა
ნაირა ვირსალაძე
ეკონომიკის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, საქართველო
naira.virsaladze@atsu.edu.ge
მალვინა ყიფიანი
ქუთაისის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, საქართველო
mavlina.kiphiani@unik.edu.ge
საკვანძო სიტყვები:
აგრარული პოლიტიკა; სასურსათო დამოუკიდებლობა; სასურსათო
უზრუნველყოფა; სოციალური ეკონომიკა.
J.E.L. classification: E32; Q17; Q18. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.01
ანოტაცი.
სამამულო წარმოების პროდუქტით
ბაზრის გაჯერების და სახელმწიფოს
სასურსათო უზრუნველყოფის მიზნით,
აგრარულ სექტორს სახელმწიფოებრივი
რეგულირება და მხარდაჭერა ესაჭიროება.
პანდემიის პროცესმა კიდევ ერთხელ
დაადასტურა საბაზრო მექანიზმზე
გაფეტიშებული ყოვლისშემძლეობის
წარმოდგენები. მითი უხილავი ხელის“ როლისა
და კრიზისის თავისთავად მოგვარების შესახებ
წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე მსოფლიო
საზოგადოება მხარს უჭერს ეკონომიკის
სოციალურ ორიენტაციას, შესაბამისად
„აცნობიერებს სოციალური პოლარიზაციის
საშიშ ხასიათსაც“, რომელიც შეუძლებელია
გადაიჭრას სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.
ციტირებისთვის: ვირსალაძე ნ.,
ყიფიანი მ. (2021) პანდემია, გლობალური
ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნის სასურსათო
უზრუნველყოფა. ეკონომიკური პროფილი
№1(21), გვ. 8–16 DOI: https://doi.org/10.52244/
ep.2021.21.01
შესავალი
თანამედროვე მსოფლიო მსჯელობს
და ემზადება სერიოზული გამოწვევების
„შესახვედრად“ - გლობალური დათბობა თუ
სასურსათო კრიზისი. ძნელი სათქმელია,
რომელი მათგანი უფრო სერიოზული და
საშიშია. საერთაშორისო ორგანიზაციები,
ექსპერტები და შესაბამისი დარგების
ექსპერტები ხშირად საუბრობენ და
მიანიშნებენ ორივე მათგანის გარდაუვალობას
და მოსალოდნელ საფრთხეებს. აღნიშნულის
ფონზე კი COVID-19 პანდემიამ წინა პლანზე
ადამიანის სიცოცხლესთან ერთად საპირწონედ
დადო სურსათით უზრუნველყოფის
საკითხი. პანდემიით გამოწვეულმა ქვეყნების
„ლოკდაუნების“ პროცესმა აშკარად დაგვანახა
რამდენად მნიშვნელოვანი და შეუფასებელია
ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონე
და შესაბამისად, საკუთარი მოსახლეობის
სასურსათო უსაფრთხოება, ქვეყნის სასურსათო
უზრუნველყოფა. მრავალ პრობლემათა შორის,
რომელიც მკაფიოდ გამოჩნდა პანდემიის
პროცესში, ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი
სწორედ სასურსათო უზრუნველყოფის თემა
9
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
იყო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება
სასოფლო სამეურნეო წარმოების განვითარებას.
იგი არა მარტო სიღარიბის დაძლევისთვის
უმნიშვნელოვანესი, არამედ სიცოცხლის
გადარჩენის და ადამიანთა გამოკვების
უალტერნატივო პირობაა.
ძირითადი ტექსტი
სოფლის მეურნეობა ნებისმიერი ქვეყნის
ეროვნული მეურნეობის მნიშვნელოვანი
შემადგენელი, ორგანული ნაწილია. ამჟამადაც
მსოფლიოს ნაკლებად განვითარებულ
ქვეყნებში მოსახლეობის უმეტესობა
სასოფლო-სამეურნეო წარმოებაშია
დასაქმებული. სასოფლო-სამეურნეო
წარმოების განვითარების დონესა და ტემპებზე
არსებითადაა დამოკიდებული ეროვნული
მეურნეობის სხვა დარგების განვითარების
ტემპები და პროპორციები. ეს კავშირი აისახება
როგორც ტექნიკურ-ტექნოლოგიურ, ისე
საწარმოო-ეკონომიკურ კავშირებში, სოფლის
მეურნეობაში შექმნილი პროდუქციისა და
ნედლეულის ნახევარზე მეტი კვებისა და
გადამამუშავებელი მრეწველობის, აგრეთვე
მსუბუქი მრეწველობის საწარმოებს მიეწოდება
გადასამუშავებლად და მზა პროდუქციის
საწარმოებლად. ამასთან, ეს კავშირი
ორმხრივია, სოფლის მეურნეობაში
მოხმარებული რესურსის 60-65% სამრეწველო
წარმოებისაა. ეკონომიკურ-სტატისტიკური
გაანგარიშებების თანახმად სასოფლო-
სამეურნეო პროდუქციის წარმოების ერთი
პროცენტით გაზრდა ქვეყნის ეროვნულ
შემოსავალს 2-3%-ით ზრდის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს
მოსახლეობის თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ
სოფლად ცხოვრობს. ფაქტობრივად, სწორედ
მოსახლეობის ეს ნაწილი უნდა წყვეტდეს
სასურსათო უზრუნველყოფის საკითხს
და შესაბამისად მოსახლეობის ცხოვრების
დონის მაჩვენებელსაც. სოფლის მეურნეობაში
შექმნილი პროდუქტის და სოფლად
მცხოვრებთა ცხოვრების დაბალი დონე
მეტყველებს იმაზე, რამდენად სერიოზული
და დიდი მასშტაბის პრობლემები დაგროვდა
ქვეყნის აგრარულ სექტორში და შესაბამისად
სურსათით უზრუნველყოფის საქმეში.
ეროვნულ მეურნეობაში სოფლის
მეურნეობის მნიშვნელოვანი ადგილის გამო მას
დიდი ყურადღება მიექცა დამოუკიდებლობის
აღდგენის პირველსავე წლებში, რასაც
ადასტურებს იმ პერიოდში შემუშავებული და
გატარებული აგრარული პოლიტიკა, რომლის
უპირველესი ამოცანა ქვეყნის სასურსათო
უშიშროების უზრუნველყოფა და სასურსათო
დამოუკიდებლობის განმტკიცება იყო. თუმცა,
ვერ მოხერხდა შემუშავებული აგრარული
პოლიტიკის მთელი სისრულით ამოქმედება,
რაც, ბუნებრივია, აგრარული ეკონომიკის
განვითარების სერიოზულ შემაფერხებელ
ფაქტორად იქცა.
დღეს არსებულ პრობლემებს შორის
უმთავრესია აგრარულ სექტორში შექმნილი
მდგომარეობა და დარგის წინაშე არსებული
გამოწვევები, ზოგადად, ქვეყნის სასურსათო
უშიშროება. ქვეყანაში გატარებული აგრარული
რეფორმების მიუხედავად, სოფლის
მეურნეობა კვლავ დაბალპროდუქტიულობით
და, შესაბამისად, მცირე ხვედრითი წილით
ხასიათდება ეროვნული მეურნეობის
დარგობრივ სტრუქტურაში. ასე მაგალითად,
2020 წლის წინასწარი მონაცემებით მან
მხოლოდ 8,4% შეადგინა (იხ. გრაფიკი 1), მაშინ
როდესაც ახლო წარსულში ეს მაჩვენებელი
მნიშვნელოვნად მაღალი იყო და 52-55%-ს
აღწევდა. დარგში თავმოყრილი იყო ძირითადი
საწარმოო ფონდების 48% და მატერიალური
წარმოების სფეროში დასქმებულ მუშაკთა -
52%.
10
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
ცხრილი 1
„სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის’’ მთლიანი დამატებული
ღირებულების წილი მშპ-ში, მიმდინარე ფასებში (2015-2020 წ.წ.)
მაჩვენებელი 2015 2016 2017 2018 2019 2020
მშპ 30 197,1 31 555.8 35 347.6 38 778.5 43 137.8 43 266.5
სოფლის, სატყეო და თევზის
მეურნეობა (მდღ) 2651.6 2 614.8 2 543.6 3 015.9 3 203.7 3 641.2
სოფლის, სატყეო და თევზის
მეურნეობის წილი მშპ-ში (%) 8.8 8.3 7.2 7.8 7.4 8.4
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკი 1
სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, %
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბოლო ათწლეულში ყოველწლიურად
მცირდება სოფლის მოსახლეობის, როგორც
წარმოების ძირითადი ფაქტორის, ხვედრითი
წილი ქვეყნის მოსახლეობაში (იხ. ცხრ. 2).
2015-2020 წლებში საქართველოს მოსახლეობა
მხოლოდ 0,2%-ით გაიზარდა, ქალაქის
მოსახლეობა - 3.7 პროცენტული პუნქტით,
ხოლო სოფლის მოსახლეობა პირიქით - 4.7
პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2021
წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქალაქო
დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის
59,4%, ხოლო სასოფლო დასახლებებში -
40,6%. გაეროს მსოფლიო ურბანიზაციის
პერსპექტიული პროგნოზით საქართველოში
ურბანული მიგრაციული პროცესი უახლოეს
მომავალში გაგრძელდება და სოფლად
მცხოვრები მოსახლეობის წილი 27%-
მდე შემცირდება. ურბანული პროცესი
ქვეყანაში ძირითადად მაღალმთიანი
რეგიონების ხარჯზე მიმდინარეობს, სადაც
საჭირო ინფრასტრუქტურის არქონისა და
დაბალშემოსავლიანობის გამო მოსახლეობა
იძულებულია დასაქმდეს ქალაქში ან
საერთოდ დატოვოს ქვეყანა და წავიდეს
შრომით ემიგრაციაში.
11
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
2015 2016 2017 2018 2019 2020 2021
საქართველო სულ
მათ შორის:
საქალაქო
სასოფლო
3721.9
2135.6
1586.3
3728.6
2151.5
1577.1
3326.4
2161.9
1564.5
3729.6
2174.8
1554.8
3723.5
2184.3
1539.1
3716.9
2194.5
1522.4
3728.6
2215.6
1512.9
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
ბოლო პერიოდში სოფლის ტიპის
დასახლებებში დასაქმების დონე თითქოს
გაზრდილია, თუმცა დასაქმებულთა
უმრავლესობა ანუ 72% თვითდასაქმებულია
და მხოლოდ 27,8%-ია დაქირავებით
მომუშავე. შესაბამისად, მაღალია სიღარიბის
მაჩვენებელი. ფარდობითი სიღარიბე
მედიანური მოხმარებიდან 60%-ის ქვევით
მყოფი მოსახლეობის წილით სოფლად 29,6%-
ია, რაც ქვეყნის საშუალო მაჩენებელს (22,3%)
7,3%-ით სჭარბობს. სოფლებში ძირითადად
წვრილი ფერმერული მეურნეობებია
(მცირე ზომის მიწის ნაკვეთებით), რაც
დაბალნაყოფიერია და ხშირ შემთხვევაში
ისიც საერთოდ დაუმუშავებელია. რეგიონების
მიხედვით სოფლის მეურნეობაში შექმნილი
მშპ-ს სტრუქტურაში ყველაზე მაღალი
მაჩვენებლები ფიქსირდება კახეთის, ქვემო
ქართლის და იმერეთის რეგიონებში, ხოლო
ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო
სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში
ძირითადი კაპიტალის ფორმირება სოფლის
მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო
მეურნეობის, მეთევზეობის და თევზჭერის
სფეროში იზრდება, ასევე იზრდება
დასაქმებულთა რიცხოვნობა და შექმნილი
დამატებული ღირებულებაც. დარგში მაინც
ყველაზე დაბალია შრომის პროდუქტიულობა
ანუ ერთ დასაქმებულზე წარმოებული
მთლიანი დამატებითი ღირებულება. დაბალია
აგრარულ სექტორში ბიზნეს სექტორის მოქმედ
საწარმოთა რაოდენობა (1%), აღსანიშნავია
ისიც, რომ დარგის ბიზნეს სექტორში მოქმედი
საწარმოების უმრავლესობა მცირე ზომისაა.
დარგში არსებული მდგომარეობის
ფონზე მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ
როგორია ძირითადი სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტების ადგილობივი წარმოების
მაჩვენებლები და ამ პროდუქტებით ქვეყნის
მოთხოვნების დაკმაყოფილების ანუ
თვითუზრუნველყოფის დონე. ამ საკითხის
დეტალური შესწავლის მიზნით შევარჩიეთ
ისეთი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტები, როგორიცაა: ხორბალი,
სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული, ხორცი და
ფრინველის ხორცი (იხ. ცხრ. 3) ოფიციალური
სტატისტიკური ინფორმაციიდან ნათლად
ჩანს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში არც ისე
სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. 2019
წლის შედეგებით, წინა წელთან შედარებით,
განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა
ისეთ მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო
კულტურაზე, როგორიცაა ხორბალი. ამ
პროდუქტით თვითუზრუნველყოფის
მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ს შეადგენს, მისი
ადგილობრივი წარმოება წინა წლებთან
შედარებით კიდევ უფრო შემცირებულია
ცხრილი 2.
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა საქალაქო-სასოფლო
დასახლების მიხედვით (1 იანვრის მდგომარეობით)
12
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
და 101 ათას ტონამდეა დასული. ყოველივე
ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა
თითქმის მთლიანად ხორბლის იმპორტზეა
დამოკიდებული და ამ კუთხით ქვეყანაში
არსებული პოტენციალი არასრულფასოვნად
არის გამოყენებული. ასევე დაბალია
ფრინველის ხორცითა და მსხვილი რქოსანი
პირუტყვის ხორცით თვითუზრუნველყოფის
მაჩვენებლები.
ცხრილი 3
ძირითადი პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები 2015 2016 2017 2018 2019
ხორბალი (ათ. ტონა)
მარაგი წლის დასაწყისში
ადგილობრივი წარმოება
იმპორტი
თვით უზრ. კოეფიციენტი %
827
54
126
647
17
793
114
127
552
19
796
95
98
603
15
796
46
107
643
15
764
76
101
587
15
სიმინდი (ათ. ტონა)
მარაგი წლის დასაწყისში
ადგილობრივი წარმოება
იმპორტი
თვით უზრ. კოეფიციენტი %
445
189
185
71
77
465
151
244
70
79
396
173
143
80
64
402
128
194
80
71
434
137
207
90
70
კარტოფილი (ათ.ტონა)
მარაგი წლის დასაწყისში
ადგილობრივი წარმოება
იმპორტი
თვით უზრ. კოეფიციენტი %
293
84
187
22
92.4
342
56
249
37
89.2
290
89
180
21
92.7
286
24
238
24
91.6
247
33
195
19
93
ბოსტნეული (ათ.ტონა)
მარაგი წლის დასაწყისში
ადგილობრივი წარმოება
იმპორტი
თვით უზრ. კოეფიციენტი %
280
41
152
87
68.9
296
64
142
90
69.5
262
52
126
84
67.9
277
27
142
108
61.0
319
48
161
110
65.5
ხორცი (ათ.ტონა)
მარაგი წლის დასაწყისში
ადგილობრივი წარმოება
იმპორტი
თვით უზრ. კოეფიციენტი %
140.9
2.3
66.7
71.9
48.9
152.7
2.3
66.1
84.3
44.7
153.1
2.2
66.2
84.7
44.7
157.7
0.0
72.6
85,1
46.0
161.4
2.3
69,5
89.6
44.5
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/297/sasursato-usafrtkhoeba
13
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
მსოფლიო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა
გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა
დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის სასურსათო
უშიშროების პრობლემის გადაჭრის საკითხი.
(არჩვაძე, 2020:21). ამ მიზნით პრიორიტეტული
უნდა იყოს სასოფლო რაიონების აღორძინება,
სოციალური სტაბილურობა და სოფლიდან
ქალაქში მიგრაციის დონის დაბალანსება.
სასურსათო უშიშროების დამყარება
კომპლექსური ამოცანაა და პირველ რიგში
მთავრობის ვალდებულებაა. დღეს დედამიწაზე
არ არსებობს სასურსათო უზრუნველყოფის
გლობალური პრობლემის გადაწყვეტის
უნივერსალური მექანიზმი. ეს პრობლემა
ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს, ვინაიდან
სასურსათო უშიშროებაში მოიაზრება
სურსათის ეროვნული წარმოების ისეთი
დონე, რომელიც საშუალებას იძლევა
განხორციელდეს კვების პროდუქტებით
მოსახლეობისა და სახელმწიფო რეზერვების
თვითუზრუნველყოფის პრინციპი,
მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების
შესაბამისად.
მიმდინარე პერიოდში ქართველ მეცნიერ
ეკონომისტთა და ექსპერტთა ყურადღების
საგანი გახდა საქართველოში ექსპორტით
იმპორტის მოცულობის გადაფარვის
შეფასება. საინტერესოა ამ მოვლენის
ირგვლივ აკადემიკოს ა.სილაგაძისა და
პროფესორ ი.არჩვაძის მოსაზრებანი. კერძოდ:
ექსპორტში ისევ დიდი წილია ნედლეულსა
(სპილენძი, ფეროშენადნობები) და მანქანების
რეექსპორტზე, სოფლის მეურნეობის
პროდუქტებიდან ღვინოსა და ალკოჰოლურ
სასმელებზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ახალი
არაა. საქართველოში საგრძნობლად მოიკლო
მოსახლეობის გადახდისუნარიანობამ
და შესაბამისად აისახა კიდეც იმპორტის
მოცულობის კლებაში (იმპორტიორებმა თავი
შეიკავეს საქონლის შემოტანაზე). გარკვეულ
წილად საგადამხდელო ბალანსისათვის და
ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისათვის მაინც
არის დადებითი ფაქტი, რადგან გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მეტი
ობიექტი მუშაობს, გაიხსნა და დაიტვირთა
მომსახურების სფერო, მცირედით ტურიზმიც.
თუმცა ქვეყნის ეკონომიკაში ისევ კრიზისია -
არ იქმნება სამუშაო ადგილები, არ იზრდება
წარმოების მოცულობა. („რეზონანსი“,
13.05.2021) მართალია ეროვნული სასურსათო
უშიშროება დაფუძნებულია საკუთარი
წარმოების კვების ძირითადი პროდუქტებით
მოსახლეობის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ
ეს არ ნიშნავს კვების პროდუქტების
იმპორტზე საერთოდ უარის თქმას (რომლის
გადიდება ბუნებრივია იწვევს სურსათით
თვითუზრუნველყოფის დონის შემცირებას),
რაც სხვა თანაბარ პირობებში ბუნებრივია,
იწვევს ეროვნული მონოპოლიის გაძლიერებას.
თანამედროვე მსოფლიოში მოწინავე
საბაზრო ეკონომიკის ქვეყნები ითვალისწინებენ
რა აბსოლუტური უპირატესობის კანონის
მოთხოვნებს, დასაშვებად მიიჩნევენ
სამამულო ბაზარზე სურსათის იმპორტს
10-12%-ის ფარგლებში. მათი აზრით, ამ
შემთხვევაში, არც კონკურენცია სუსტდება
სამამულო საქონელმწარმოებელთა შორის
და არც ეკონომიკური სარგებლის მიღების
შანსი იკარგება. ამასთან, არც სასურსათო
დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე
და, მით უმეტეს, არც მის ეკონომიკურ
დამოუკიდებლობას (კოღუაშვილი, 2004:64) .
14
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
დასკვნა
ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა
კრიზისმა კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალური
ფონი და მოითხოვა სახელმწიფოს
მასტიმულირებელი და მაორგანიზებელი
ფუნქციის გაძლიერება. მსოფლიო პრაქტიკა
და გამოცდილება გვასწავლის, რომ არც
ერთ ქვეყანას არ შეუძლია მეტნაკლებად
ნორმალური განვითარება ეკონომიკურად
ძლიერი სოფლის მეურნეობის გარეშე, არც
ერთ ქვეყანას არ მიუღწევია წარმატებისათვის
აგრარული სექტორის სახელმწიფოებრივი
რეგულირების და მხარდაჭერის გარეშე.
აგრარული სექტორის სახელმწიფო
რეგულირების საკითხის განხილვა უნდა
მოხდეს კომპლექსურად მეწარმეობის
განვითარებისა და მიკროდონეზე წარმოების
თვითრეგულირებასთან მჭიდრო კავშირში,
უპირატესობა კი მიენიჭოს იმ ღონისძიებებს,
რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს
საქონელმწარმოებელთა საბაზრო ეკონომიკურ
პირობებთან ადაპტირებას, წარმოების
ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობის
ამაღლებას. ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს
ბაზრის სამამულო წარმოების პროდუქტით
გაჯერებას და სახელმწიფო სასურსათო
უსაფრთხოებას. აქვე უნდა ითქვას იმის
შესახებაც, რომ ბოლო წლებმა და მით
უფრო, პანდემიის პროცესმა, კიდევ
ერთხელ დაადასტურა საბაზრო მექანიზმზე
გაფეტიშებული ყოვლისშემძლეობის
წარმოდგენები. ბაზარს არ აქვს ჯადოსნური
ჯოხი, რომელიც თავისთავად გადაჭრის
ყველა პრობლემას და დაარეგულირებს
არსებულ პრობლემებს. მითი „უხილავი
ხელის“ როლისა და კრიზისის თავისთავად
მოგვარების შესახებ, წარსულს ჩაბარდა.
თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება მხარს
უჭერს ეკონომიკის სოციალურ ორიენტაციას,
შესაბამისად „აცნობიერებს სოციალური
პოლარიზაციის საშიშ ხასიათსაც“ (ჭითანავა,
2019:13), რომელიც შეუძლებელია გადაიჭრას
სახელმწიფო რეგულირებისა და მექანიზმების
გვერდის ავლით.
ლიტერატურა:
1. არჩვაძე ი., (2020). კორონავირუსის
პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური
ცვლილებები. თბ., „მწიგნობარი“.
2. კოღუაშვილი პ., (2004) საქართველოს
სასურსათო უშიშროება: რეალობა და
პროგნოზები. თბ., „კოლორი“.
3. ჭითანავა ნ., (2017) ეროვნული
ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ზიგზაგები
(ნაწ. 2). „ბიზნესი და კანონმდებლობა“, N1.
URL:https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/
download/68/62/ (ხელმისაწვდომია 1.06.2021);
4. სოფლის მეურნეობის სექტორის
ზოგადი სტატისტიკა. სტატისტკის ეროვნული
სამსახური, 2021. URL:https://www.geostat.
ge/ka/modules/categories/196/sois-meurneoba
(ხელმისაწვდომია 1.06.2021);
5. ექსპორტი ნახტომისებურად იზრდება.
გაზ. „რეზონანსი“, 13.05.2021. URL: http://
www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_
rub=3&id_artc=126810 (ხელმისაწვდომია
1.06.2021);
15
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
J.E.L. classication: E32; Q17; Q18.
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.01
PANDEMIC, GLOBAL ECONOMIC CRISIS AND
FOOD SECURITY OF THE COUNTRY
Naira Virsaladze
Ph.D., Associate professor of Akaki Tsereteli
State University
naira.virsaladze@atsu.edu.ge
Malvina Kipiani
Associate professor of Kutaisi University
mavlina.kiphiani@unik.edu.ge
Summary
Agriculture is an important and organic
part of the national economy of any country.
Its role is great in ensuring the country's food
security, improving the balance of payments and
strengthening state independence. The state and
proportions of development of other sectors of
the national economy depend on the level and
speed of development of agricultural production.
This connection is reected in both technical-
technological and industrial-economic connections.
At the same time, this connection is bilateral,
with the increase of agricultural production, the
structure and quality of food of the population
improves, the volume of imported food decreases,
which has a positive impact on reducing the balance
of payments decit and increasing the degree of
independence of the country.
Due to the important role of agriculture, the eld
received a lot of attention in the rst years of the
restoration of independence, which is conrmed
by the agrarian policy developed and implemented
during that period, whose primary task was to ensure
the country's food security and strengthen food
independence. In connection with the important
role of agriculture in the rst years of the restoration
of independence of the region, much attention was
paid, which is conrmed by the agricultural policy
developed and implemented during this period,
the main task of which was to ensure the country's
food security and strengthen food independence.
At the same time, it was a great challenge for a
country with a devastated economy, followed by
signicant reforms in agriculture, restructuring of
the sector and the creation of an appropriate legal
framework, the integration of state regulation
of the market economy and self-regulatory
mechanisms. However, under the inuence of a
number of external and internal factors, it was not
possible to fully implement the developed agrarian
policy. Agriculture is still characterized by low
productivity and, consequently, by a small share
in the sectoral structure of the national economy.
The country has serious problems in supplying and
providing vital agricultural products such as wheat,
corn, potatoes, vegetables, meat and poultry.
The global pandemic and the resulting global
economic crisis have put the issue of solving the
country’s food security problem on the agenda.
To this end, the revitalization of rural areas, social
stability and balancing the level of migration
from rural to urban areas should be a priority.
Establishing food security is a complex task and
is primarily the responsibility of the government.
There is no universal mechanism for solving the
global food security problem in the world today.
This problem must be solved at the national level, as
food security is considered to be a level of national
food production that allows the principle of self-
sufciency of the population and state reserves
with food to be implemented in accordance with
scientically substantiated norms. The current
severe economic crisis in the country has further
intensied the social background and demanded
the strengthening of the stimulating and organizing
function of the state.
16
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
The issue of state regulation of the agricultural
sector should be considered in close connection
with the development of entrepreneurship and
self-regulation of production at the micro level, and
priority should be given to measures that maximize
the adaptation of producers to market economic
conditions, increase production efciency and
competitiveness, which will ultimately contribute
to the saturation of the market with domestic
products and state food security.
It should also be noted that recent years and
even more so the pandemic process, have once
again conrmed the notions of omnipotence on the
market mechanism. The market does not have a
magic wand that will solve all the problems by itself
and regulate the existing problems. The myth of the
role of the "invisible hand" and the crisis itself is
a thing of the past. The modern world community
supports the social orientation of the economy,
therefore "realizing the dangerous nature of social
polarization", which can not be solved by bypassing
state regulation and mechanisms.
KEYWORDS: Agrarian policy; Food
independence; Food security; Social Economy.
For citation: Virsaladze N., Kipiani M., (2021)
Pandemic, global economic crisis and food security
of the country (in Georgian). Economic Prole,
№1(21), pp. 8–16. DOI: https://doi.org/10.52244/
ep.2021.21.01
References:
1. Archvadze J., (2020) Global changes related
to the coronavirus pandemic. Tbilisi, “Mcignobari”;
2. Koguashvili P., (2004) Georgia Food
Security: Reality and Forecasts. Tbilisi, “Kolori”;
3. Chitanava N., (2017) National Economy
Transformation and Zigzag. "Business and
Legislation", N1, URL:https://ojs.b-k.ge/index.php/
bk/article/download/68/62/ (Available 1.06.2021)
4. General statistics of the agricultural sector.
National Statistics Ofce, 2021. URL:https://
www.geostat.ge/ka/modules/categories/196/sois-
meurneoba (Available 1.06.2021);
5. Exports are growing by leaps and bounds.
newsp. "Resonance", 13.05.2021. URL: http://
www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_
rub=3&id_artc=126810 (Available 1.06.2021);
17
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
Annotation
If Pandemic has had an impact on any business it’s
primarily a tourism business. Other businesses have
a very close relation with this business and therefore
they have been affected as well. As you know, the
world travel and tourism market is expected to have
lost more than 75.2 million jobs by 2020. According
to the UNWTO, small and medium-sized enterprises
were most affected. Their share in the tourism sector
is 80%. Coronavirus will have a special impact on the
countries whose economy accounts for a large share
of tourism and whose economic growth is largely due
to the tourism sector, and Georgia is also among them.
According to the Georgian government, Georgia
will develop the tourism sector in the near future, of
course, in compliance with the safety standard and
taking into account the recommendations. Tourism is
the sector that has received the hardest and rst blow
due to the crisis and which, in addition to being one
of the most important driving forces of the country's
economy in recent years, the sector has a competitive
advantage that can contribute to the economic
development of Georgia in the post-crisis pandemic
economy.
Tourism is one of the largest spheres in the world,
and its development is conditioned by the safe
environment of the country, economic and political
stability. It creates jobs and helps increase incomes
THE IMPACT OF THE PANDEMIC ON THE
TOURISM BUSINESS
KEYWORDS:
tourism business; Pandemic; Market; Crisis; World Tourism Organization
J.E.L. classication: F20; E 32 DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.02
Goderdzi Shanidze
Ph.D., Associate Professor of Akaki Tsereteli State University,
Associate Professor of Kutaisi University, Georgia
goderdzi.shanidze@unik.edu.ge
for the population. International tourism contributes
to the inow of foreign currency into the country
and affects the social and cultural environment of
the country. That is why it is important to bring the
tourism business out of the crisis.
For citation: Shanidze G., (2021) The impact of the
pandemic on the tourism business. Economic Prole,
№1(21), pp. 17–21. DOI: https://doi.org/10.52244/
ep.2021.21.02
Introduction
The tourism business is one of the businesses
that received the biggest blow during the pandemic
in terms of the demand and supply. It should be
noted that the pandemic will affect all sectors of the
economy, although it will have more negative impact
on some sectors and less on others. The tourism and
transportation sectors were most affected, as well as
the manufacturing sector. The impact of the pandemic
is noticeable in sectors such as the nancial sector,
entertainment and leisure and more. In this work we
will pay more attention to the tourism business.
Main Part
The World Tourism Organization (UNWTO)
estimates that by 2020, international tourist trafc
will have shrunk by 3% instead of a 3-4% increase.
18
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
That means a $30-50 billion reduction in revenue
from international tourist spending. (EPRC, 2020:5)
According to Mobility Market Outlook on
COVID-19, the global revenue of the travel and
tourism industry in 2020 was about $ 570 billion,
which is 17% less than the previous year. (GPRC,
2020:6)
It should be noted that due to countries, China has
seen the largest decline in revenues from the tourism
industry. (see diagram 1)
Diagram 1
Expected Change in Travel and Tourism Industry Revenue Amid
Coronavirus Pandemic (Million USD)
Source:hps://www.stasta.com/forecasts/1103426/covid-19-revenue-travel-tourism-industry-forecast
According to the UNWTO, the most affected
by the pandemic at this stage is Asia and the Pacic
region, where international tourist visits fell by about
10%, instead of the projected 6% increase. Asia and
the Pacic region have also been affected in terms of
employment in the tourism sector. The global travel
and tourism market is expected to have lost more
than 75.2 million jobs by 2020. (BDP (a), 2021). The
biggest losses came in Asia and the Pacic, with 48.7
million jobs lost. In second place was Europe, which
lost 10.1 million jobs in the tourism industry. (BDP
(b), 2021). (see diagram 2)
Diagram 2
Job losses in the travel and tourism industry in 2020 due to Coronavirus
Pandemic shown by regions (million)
Source: hps://www.stasta.com/stascs/1104835/coronavirus-travel-tourism-
employment-loss/
19
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
Along with the tourism business, the entertainment
and leisure sector suffered a major setback when
gatherings were banned and café-restaurants, movie
theaters, sports events were closed, and so on.
It should also be noted that the Olympic Games
are quite closely related to tourism, which were to
be held in Tokyo in 2020 and postponed to 2021.
The potential loss for Tokyo is 597 billion yen, with
a corresponding investment in hosting the event,
although much higher than the total losses of the
Olympic Games (see diagram 3).
Diagram 3
Loss of the 2020 Tokyo Olympics due to the coronavirus pandemic (billion Japanese yen)
During the pandemic in Georgia, it was quite
important to keep jobs in companies, when they were
almost non-functioning. A number of companies
shared the circumstance and retained staff at the
expense of pre-existing savings and also paid salaries
for a period of time; however, not all companies made
such decisions due to lack of nancial resources,
which put most of the employees in a very big nancial
crisis. It should also be noted that the state provided
nancial assistance to certain categories of people and
nanced some community bills, which provided good
benets to the population during the crisis.
The restaurant industry, the clothing, footwear and
accessories business, the tourism and entertainment
industries were badly affected during the pandemic.
Although the online ordering service was launched,
but not all areas were covered by these sales methods.
Here, it should also be noted that people avoided
expenses if they were not critically necessary and
limited themselves to consuming only food and
hygiene items, which signicantly reduced the
demand for other goods and services.
During a pandemic, we can distinguish: successful,
less successful and unsuccessful business groups.
Successful companies - rst of all we should
mention the companies working in the eld of delivery
services, companies that sell pharmaceuticals, food
and hygiene products.
Less successful companies - educational
institutions, medical services, publishing houses,
confectioneries, etc.
Unsuccessful companies - bars, restaurants, gyms
and health complexes, beauty salons, swimming
pools, etc. We should separately mention the tourism
business, which has faced a very big challenge,
this also applies to hotels, airlines, transport, travel
companies, etc.
Source: https://www.statista.com/statistics/1102668/japan-budget-plan-tmg-tokyo-2020-olympics-and-
paralympics-by-type/
60
3
59
7
34
8
15
0
Organizing
Committee
of Japan
Tokyo City
Japanese business
Central
Government
20
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
According to the Government of Georgia, Georgia
should be one of the rst countries in the region to
develop the tourism sector in the near future, of course,
in compliance with all the safety standards that we
will have in the coming days from the International
Tourism Organization (GNTA, 2021)
By the decision of the government, the tourism
sector was fully exempted from property taxes by
2020, this was a very important step for the industry,
in addition, the income taxes of companies operating
in the tourism sector were postponed until the end of
the year.
Loan interest was subsidized for up to 50 hotels
under crisis management. Also, all hotels with
an annual turnover of up to GEL 20 million were
subsidized 80% of the bank loan interest on the rst
GEL 5 million of the loan. (Geostat, 2021)
In general, the tourism industry responds rapidly
to an ascending and descending economy. World
tourism experts have established that the development
of tourism and the economic situation in the country
are interrelated. Tourism is also characterized by
the ability to recover quickly and is relatively less
affected by the economic crisis than other sectors.
(Korghanashvili, 2012: 34)
In general, the eld of tourism is quite interesting
for doing business, it is extremely attractive because it
is possible to start a business with a small investment,
the return on investment is fast, etc. Tourism is
considered to be one of the most protable businesses
and can make a great contribution to the development
of the country’s economy.
In order for the tourism business to develop and
reach the rst stage, at least in the previous years, the
state must take the following steps:
Conclusion
1. The state should make people more aware of
the need for vaccination, which is a precondition for
opening up the economy.
2. Existing business restrictions should be
minimized (of course, taking into account the
requirements of the World Health Organization).
3. Adding / opening ights of air ights and other
means of transport.
4. A foreign tourist should not be prevented from
entering the country if he / she has been vaccinated
and in case of testing, a negative response to the virus
will be observed.
5. The state should encourage business and, once
again, reconsider the deferral of liabilities based on
the specic reality.
Reference
1. The possible impact of the coronavirus on
the world economy by countries and sectors of the
economy (2020). Parliamentary Research Center of
Georgia GPRC.
2. Georgian National Tourism Administration
(GNTA) - https://gnta.ge/ (Available 1.06.2021)
3. Tourism Statistics. National Statistics Ofce
of Georgia (Geostat) https://www.geostat.ge/en/
modules/categories/100/tourism-statistics (Available
1.06.2021)
4. Korghanashvili L., (2012) Tourism
Economics, International Tourism Business in the
Global Economy, Tbilisi.
5. Business Data Platform (BDP, a). https://
www.statista.com/forecasts/1103426/covid-19-
revenue-travel-tourism-industry-forecast (Available
1.06.2021)
6. Business Data Platform (BDP, b). https://
www.statista.com/statistics/1104835/coronavirus-
travel-tourism-employment-loss/ (Available
1.06.2021)
7. Economic Policy Research Center (EPRC).
COVID-19 Economic Consequences for the World
and Georgia 2020. https://eprc.ge/uploads/brosh/
COVID__n-geo.pdf?fbclid=IwAR2vODb9HC8-
04aVOjce866df4hYG9GgL5HDr9GYWl2DCW_
QsPDUd5DYdOs (Available 1.06.2021)
21
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
J.E.L. classication: F20; E 32
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.02
პანდემიის გავლენა ტურისტულ ბიზნესზე
გოდერძი შანიძე
ბიზნესისა და მართვის დოქტორი, აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და
ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი, საქართველო
goderdzi.shanidze@unik.edu.ge
რეზიუმე
პანდემიამ, თუკი რომელიმე ბიზნესი
დააზარალა ეს უპირველესად ტურისტული
ბიზნესია. ამ ბიზნესთან ძალიან მჭიდრო
კავშირშია სხვა ბიზნესებიც და შესაბამისად
გავლენა მათზეც მოახდინა. მსოფლიო
მოგზაურობისა და ტურიზმის ბაზარმა
2020 წელს სავარაუდოდ 75,2 მილიონზე
მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა. UNWTO-ს
თანახმად, ყველაზე მეტად დაზარალდა
მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. მათი
წილი ტურიზმის სექტორში 80%-ს შეადგენს.
კორონავირუსს განსაკუთრებული გავლენა კი
იმ ქვეყნებზე ექნება, რომელთა ეკონომიკაში
ტურიზმს დიდი წილი უკავია და რომლის
ეკონომიკური ზრდაც დიდწილად ტურიზმის
სექტორიდან გამომდინარეობს. საქართველოც
ამ ტიპის ქვეყნების რიგებშია.
საქართველოს მთავრობის განცხადებით,
საქართველო ტურიზმის დარგს აამუშავებს
უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა,
უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით და
რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ტურიზმი, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების
განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი
ძალაა, დარგს აქვს კონკურენტული
უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდემიის
შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში,
ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ
განვითარებას.
მსოფლიოში ტურიზმი ერთ-ერთი
უდიდესი სფეროა, რომლის განვითარებასაც
განაპირობებს ქვეყნის უსაფრთხო გარემო,
ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა.
ის ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს
უწყობს მოსახლეობისთვის შემოსავლების
ზრდას. საერთაშორისო ტურიზმი ქვეყანაში
უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს
ხელს და პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის
სოციალურ და კულტურულ გარემოზე. სწორედ
ამიტომ არის მნიშვნელოვანი ტურისტული
ბიზნესის, კრიზისიდან გამოყვანა.
საკვანძო სიტყვები: ტურისტული ბიზნესი;
პანდემია; ბაზარი; კრიზისი; მსოფლიო
ტურიზმის ორგანიზაცია
ციტირებისთვის: Shanidze G., (2021) The
impact of the pandemic on the tourism business.
Economic Prole, №1(21), pp. 17–21. DOI: https://
doi.org/10.52244/ep.2021.21.02
22
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
დავით ბიძინაშვილი
ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო
davitbidz@gmail.com
საკვანძო სიტყვები: კორონავირუსის პანდემია; აუდიტის ხარისხი; აუდიტის დაგეგმვა;
რისკები; აუდიტორული ფირმა.
J.E.L. classication: G01; G28. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.03
COVID-19 პანდემიის ფინანსური პრობლემები და აუდიტის
ხარისხის უზრუნველყოფის ასპექტები საქართველოში
ციტირებისთვის: ბიძინაშვილი დ., (2021)
COVID-19 პანდემიის ფინანსური პრობლემები
და აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის
ასპექტები საქართველოში. ეკონომიკური
პროფილი №1(21), გვ. 22–31. DOI: https://doi.
org/10.52244/ep.2021.21.03
ანოტაცია.
პანდემიით გამოწვეულმა
გლობალურმა პროცესებმა აუდიტორულ
საქმიანობაზეც იქონია გავლენა.
განუსაზღვრელობამ და არაპროგნოზირებადმა
გარემომ უზუსტობების წარმოქმნის ახალი
რისკები წარმოშვა. ასევე უკვე არსებული,
ყველასათვის ცნობილი რისკები გააქტიურდა
ახლანდელ გარემოში. სიტუაციას ართულებს
ის ფაქტი, რომ შესაძლებელია აუდიტორებმა
არ გაითვალისწინონ ზემო აღნიშნული
რისკები აუდიტის დაგეგმვის პროცესში, ასევე
შესაძლებელია რისკების არასწორი კუთხით
გათვალისწინება.
ფირმები და სხვა ეკონომიკური
დაწესებულებები, რომლებშიც აუდიტი
ტარდება, ვალდებულები არიან მოერგონ
არსებულ ცვალებად გარემოს, რომელშიც
ფუნქციონირებს მათი ბიზნესი. სუბიექტები
ცვლიან ოპერაციების გატარების წესს,
ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა
და წარდგენის პროცესებს, ფინანსურ
ანგარიშგებაში გამჟღავნებულ ინფორმაციას.
ისინი აფასებენ საქმიანობის შენარჩუნების
შესაძლებლობებს უახლოესი მომავლისათვის.
შესავალი
კორონავირუსმა მსოფლიოს თითქმის
ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც,
უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა.
პანდემიამ საერთაშორისო და ეროვნულ
დონეზე, მრავალი პრობლემა შექმნა. COVID
19-თან გამკლავება თითოეული სახელმწიფოს
მთავარი პრიორიტეტი გახდა. (მირზიკაშვილი,
2020:4)
საქართველო აგრძელებს რეფორმის
გატარებას მრავალი მიმართულებით.
მათ შორის ფინანსური ანგარიშგებისა და
აუდიტის სფეროში. ამ რეფორმათაგან ბევრი
გავლენას ახდენს აუდიტორთა ყოველდღიურ
საქმიანობაზე, მათ შორის აუდიტორული
შემოწმების პროგრამების ჩამოყალიბებაზე.
ბუღალტრები და აუდიტორები პროფესიულ
ორგანოებზე დამოკიდებულნი არიან, როგორც
მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაციის
მნიშვნელოვან წყაროზე, რომელიც ამ
23
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
რეფორმით გამოწვეული გამოწვევების
დაძლევაში ეხმარება მათ. (მსოფლიო ბანკი,
2020:11)
ძირითადი ტექსტი
აუდიტის ხარისხი არსებითად მოიცავს იმ
ძირითად ელემენტს, რომლებიც ხელს უწყობს
ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მუდმივად
იქნება ხარისხიანი აუდიტისა ჩატარების
შესაძლებლობა.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის
მთავარი მიზანია, აუდიტორმა მოიპოვოს და
შეაფასოს აუდიტორული მტკიცებულებები,
რის საფუძველზეც ჩამოაყალიბებს საკუთარ
მოსაზრებას და დადებს საბოლოო დასკვნას
ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით.
2011 წლიდან სახელმწიფო აუდიტის
სამსახურში ფუნქციონირება დაიწყო
ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა,
შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთგვარ გარანტს
წარმოადგენს იმისა, რომ აუდიტორული
საქმიანობა:
შეესაბამება საერთაშორისო
სტანდარტებს;
ხორციელდება საუკეთესოდ
აღიარებული აუდიტორილი მიდგომებით.
ხარისხის კონტროლის დანერგვა
ითვალისწინებს სისტემის ჩამოყალიბებას,
რომელიც ორ ეტაპს მოიცავს. თითოეული
მათგანი მიმართულია აუდიტის საქმიანობის
და პროცედურების საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად წარმართვის
უზრუნველყოფაზე.
პირველი ეტაპი - გულისხმობს, ხარისხის
კონტროლს აუდიტის მიმდინარეობისას.
იგი საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ
აუდიტის ხარისხი საბოლოო ანგარიშის
გამოცემამდე.
მეორე ეტაპი - ითვალისწინებს ხარისხის
უზრუნველყოფას დასრულებული აუდიტის
შეფასებით. იგი აუდიტის მიმდინარეობისას
წამოჭრილი პრობლემების განზოგადებისა და
მეთოდოლოგიის სრულყოფის შესაძლებლობას
იძლევა.
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის
სხვადასხვა ტიპები არსებობს. ყველა მათგანში
ძირითადი ცვლადი არის სისტემაზე გაწეული
ხარჯები. ყოველი ქვეყანა ირჩევს იმ სისტემას,
რომელიც უზრუნველყოფს სარგებლის
მიღებას ხარჯების გათვალისწინებით.
აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის
სისტემის დანერგვის პროცესში ოთხი
ძირითადი ეტაპი გამოიყოფა:
• პირველი ეტაპი: დიაგნოსტიკური
მიმოხილვის ჩატარება;
• მეორე ეტაპი: ხედვის ჩამოყალიბება;
• მესამე ეტაპი : სისტემის შემუშავება;
• მეოთხე ეტაპი: სისტემის დანერგვა.
(ADB, 2020:13)
ბოლო ხანებში შემუშავდა სანიმუშო
პრაქტიკა აუდიტის ხარისხის უზრუნველ–
ყოფის დამოუკიდებელი რეგულირების
სათანადო დონის მისაღწევად. აუდიტის
ხარისხის უზრუნველყოფის დამოუკიდებელი
რეგულირების რამდენიმე გზა არსებობს.
ესენია:
ზედამხედველობა - შესაძლოა
განხორციელდეს პროფესიისგან
დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ.
მაგალითად: სახელმწიფო უწყება, არსებული
მარეგულირებელი ან სპეციალიზებული
მარეგულირებელი ორგანო.
მარეგულირებელი ორგანოების
ჩართულობა გულისხმობს, რომ ხარისხის
უზრუნველყოფის სისტემის მართვაში
ჩართულნი უნდა იყვნენ სახელმწიფო
უწყებების, საბანკო, ფასიანი ქაღალდებისა
24
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
და სადაზღვევო სფეროს მარეგულირებელი
ორგანოებისა ან/და სხვა შესაბამისი
დამოუკიდებელი ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის
ორგანოს ან/და კომიტეტის შემადგენლობაში
უპირატესად ისეთი პირები უნდა იყვნენ
წარმოდგენილი, რომლებიც არ არიან
ბუღალტრები.
აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა
საზოგადოებრივი დაინტერესების პირების
მიერ შესაძლებელია განხორციელდეს
ისეთი დანაყოფის საშუალებით, რომელიც
დამოუკიდებელია აუდიტორის პროფესიისგან.
(ADB, 2020:27)
აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის
სფეროში მდგომარეობა რადიკალურად
შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2014 წელს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის
გაფორმდა ასოცირების შესახებ შეთანხმება.
განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები
და მიღებულ იქნა კანონი „ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ (2016), რომელმაც უზრუნველყო
გარკვეული მიღწევები აღნიშნულ სფეროში:
დააწესა აუდიტის საჯარო ზედამხედველობა;
გააძლიერა აუდიტორების დამოუკიდებლობა
და აუდიტის ხარისხის კონტროლი; ასევე
ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა,
დაინერგა ბუღალტრული განათლების
გაუმჯობესებისა და განვითარების
ხელშეწყობის პოლიტიკა.
აუდიტზე შესაძლებელია გავლენა
მოახდინოს იმ ცვლილებებმა, რომლებიც
განხორციელდა გარემოში, ფინანსური
ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის
წესში. არსებულმა ვითარებამ აუდიტორებს
საქმე უფრო გაურთულა. მათ მეტი ყურადღება
მართებთ თაღლითობის და შეცდომების
გააზრებისას, რადგან გაზრდილია
თაღლითურად შედგენილი ფინანსური
ანგარიშგების შესაძლებლობა.
დღის წესრიგში დადგა ასს-ის გარკვეული
სტანდარტების გადასინჯვა და არსებულ
გარემოზე მორგება. ცვლილებები შეეხო
ასს 315- არსებითი უზუსტობის რისკების
გამოვლენას და შეფასებას. სტანდარტის
გადასინჯული ვარიანტი არეგულირებს
ისეთ საკითხებს, როგორიცაა: COVID-
19-ის გავლენით გამოწვეული ახალი
ან კორექტირებული რისკების გავლენა
აუდიტის ჩატარების დაგეგმილ მიდგომაზე,
ასევე უკვე განსაზღვრული რისკების
შეფასებების გადახედვა და ცვლილებების
გავლენა სუბიექტის შიდა კონტროლის
შესახებ აუდიტორის მიერ ადრე შექმნილ
წარმოდგენაზე, კონტროლის გარემოს
შესახებ და გამოვლენილ არსებითი
უზუსტობების რისკებზე რეაგირებისთვის
განსახორციელებელი ღონისძიებების
განსაზღვრის მიზნით სუბიექტის კონტროლის
მექანიზმებზე დაყრდნობის დონის შეცვლა.
(დაშნიანი, 2020:5)
ასს 330 - შეფასებულ რისკებზე რეაგირება,
სტანდარტის გადასინჯული ვარიანტი
გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა
აუცილებელი გახდეს შეფასებულ რისკებზე
რაეაგირებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების
შეცვლა შექმნილი გარემოებების გამო,
საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული
მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ
იზრდება მარაგებთან წვდომა ან მარაგების
ინვენტარიზაციის პროცესზე დასწრებას, ის
ალბათობა, რის გამოც შეიძლება აუცილებელი
გახდეს ალტერნატიული პროცედურების
ჩატარება.
25
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
სააღრიცხვო შეფასებების აუდიტი - ასს
540 გადასინჯული ვერსია ითვალისწინებს
განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას
შემდეგ საკითხებზე:
1. მარეგულირებელი ფაქტორების
ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა
იქონიოს სააღრიცხვო შეფასებებზე. მაგალითად
ცვლილებები, რომლებიც გამიზნულია
დროებით პრობლემური დებიტორების
დასახმარებლად კორონავირუსის პანდემიით
გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით;
2. შესაფერისია თუ არა გამოყენებული
დაშვებები არსებულ გარემოებებში და
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის
სათანადო საფუძვლების მოთხოვნების
კონტექსტში;
3. შესაფერისი და საიმედო არის თუ არა
სუბიექტის მიერ გამოყენებული მონაცემები;
4. თანდაყოლილი რისკფაქტორების,
განსაკუთრებით კი განუსაზღვრელობის
ცვლილების გავლენა.
აუდიტორს პასუხისმგებლობა ეკისრება,
რომ ანგარიშგების ვადების შეცვლის
შედეგად გაიზრდება პერიოდი და შესაბამისი
რისკებიც იმ მოვლენებისთვის, რომლებიც
მოხდება ფინანსური ანგარიშგების თარიღსა
და აუდიტორის დასკვნის თარიღს შორის
ინტერვალში. იგი ასევე პასუხისმგებელია
ნებისმიერ არსებით შემდგომ გამოვლენილ
მოვლენაზე, რომელიც დაკავშირებულია
COVID-19-თან და იმის შეფასებაზე, სათანადო
ინფორმაცია გამჟღავნდა თუ არა ამ მოვლენის
შესახებ ფინანსურ ანგარიშგებაში ასს–ის
სტანდარტების შესაბამისად.
აუდიტორის პასუხისმგებლობა
ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსთან
დაკავშირებით (ასს 570, გადასინჯული)
გულისხმობს COVID-19-მა არსებითი გავლენა
მოახდინა თუ მოსალოდნელია, რომ არსებით
გავლენას მოახდენს აუდიტორის მიერ
გამოტანილ დასკვნაზე იმასთან დაკავშირებით,
მართებულია თუ არა ხელმძღვანელობის
მიერ განხორციელებული სუბიექტის
ფუნქციონირებადობის სტატუსის შეფასება.
ასევე ფინანსური ანგარიშგების მომზადების
საფუძვლად საწარმოს ფუნქციონირებადობის
პრინციპის გამოყენების მიზანშეწონილობის
ან აუდიტორის დასკვნის მოდიფიცირების
საკითხის, საჭიროებისამებრ, ხელახლა
განხილვა. (დაშნიანი, 2020:5)
მოსაზრების ჩამოყალიბებისა და ფინანსური
ანგარიშგების შესახებ დასკვნის წარდგენის
პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს
ისეთ საკითხებზე, რომ შესაძლებელი გახდეს
დასკვნის გამოტანა, მათ შორის იმის შესახებ,
სათანადოდ იყო თუ არა მოცული აუდიტის
ყველა ძირითადი ასპექტი. ყურადღება
ასევე უნდა გამახვილდეს COVID-19-
ის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ
ახალ განუსაზღვრელობებზე, მაგალითად,
სათანადო ცვლილებები შეტანილია თუ არა
სააღრიცხვო შეფასებების გამოთვლებში, მათ
შორის გაუფასურების გაანგარიშებებში.
გადასინჯული ასს 720 - სხვა ინფორმაცია
აკონტროლებს ნებისმიერ შეუსაბამობას
სუბიექტის მიერ წლიურ ანგარიშსა და
ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ
ინფორმაციას შორის, რომელიც ეხება COVID-
19-ით გამოწვეული გარემოებების გავლენას.
ცვალებად გარემოში ფუნქციონირებადმა
საწარმომ COVID-19-ის გავლენასთან
დაკავშირებით აუდიტში უნდა
გაითვალისწინოს ისეთი პრიორიტეტული
საკითხები, როგორიცაა: კოვიდ-19-ის
პანდემიის თანმდევი გაურკვევლობები,
კოვენანტებთან შესაბამისობა და სხვა
ფაქტორები - სექტორი, რეგიონი,
26
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
მომხმარებლებისა და მომწოდებლების
ფინანსური მდგომარეობა, ლიკვიდურობა და
გადახდისუნარიანობა.
რისკების შეფასების პროცესში უნდა
გავითვალისწინოთ, რომ კოვიდ-19-ის
პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია
გლობალურ ეკონომიკასა და ცალკეული
დარგების ბაზრებზე. მან დიდი ზიანი მიაყენა
სასტუმროების ბიზნესს, საცალო ვაჭრობას,
ტურიზმის და ა.შ.
დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული
აუდიტორის დასკვნის შედგენა COVID-19-
ის გავლენის შედეგად შექმნილ ცვალებად
გარემოში. პრობლემურ საკითხს წარმოადგენს:
აუდიტორის მოსაზრების მოდიფიცირება,
რომელიც განპირობებულია ფინანსურ
ანგარიშგებაში არსებითი უზუსტობის
არსებობით, ან საკმარისი და შესაფერისი
აუდიტორული მტკიცებულებების
მოპოვების შეუძლებლობით; სამეურნეო
სუბიექტის ფუნქციონირებადობის უნართან
დაკავშირებული არსებითი განუსაზღვრელობა;
აუდიტორის დასკვნაში „აუდიტის ძირითადი
საკითხები“ ნაწილის ან/და „მნიშვნელოვან
გარემოებათა ამსახველი აბზაცის“ დამატება
და ასევე გავლენა შუალედური ფინანსური
ინფორმაციის შესახებ გაცემულ მიმოხილვის
დასკვნაზე, როდესაც ფინანსური ანგარიშგების
აუდიტორი იმავდროულად ატარებს
შუალედური ფინანსური ინფორმაციის
მიმოხილვასაც.
აუდიტორის მოსაზრების განსამტკიცებლად
საჭიროა საკმარისი და შესაფერისი
აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება,
რისთვისაც ხელისშემშლელ ფაქტორებს
წარმოადგენს: დისტანციური მუშაობა,
ინვენტარიზაციაზე დასწრების შეზღუდვა,
შიდა კონტროლის სისტემის შესწავლა და
ალტერნატიული პროცედურების ჩატარება.
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების
თანახმად, საკმარისი და შესაფერისი
აუდიტორული მტკიცებულებების
მოპოვება შეეხება განმარტებით შენიშვნებში
გამჟღავნებულ ინფორმაციასაც. იმ
შემთხვევაში, თუ განმარტებით შენიშვნებში
ადეკვატურად არ არის ახსნილი და
აღწერილი COVID-19-ის პანდემიის გავლენა,
აუცილებელია აუდიტორის დასკვნაზე
ამგვარი გარემოებების გავლენის განხილვა და
გათვალისწინება. ამ ფაქტთან დაკავშირებით
შესაძლოა მოსაზრების მოდიფიცირების
საჭიროების საკითხიც იყოს განსახილველი.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე
გადაისინჯა ყველა ის სტანდარტი, რომელიც
შეეხება აუდიტორის დასკვნის მომზადებას.
COVID-19-ის პანდემიის გავლენის
შედეგად შეიძლება გაიზარდოს აუდიტორის
მოსაზრების მოდიფიცირების გამომწვევი
პირობების რიცხვი, რაც განპირობებული
იქნება სხვადასხვა გარემოებებით. კერძოდ,
აუდიტორი დაადგენს, რომ არსებობს
შეუსწორებელი უზუსტობები, რომლებიც
ცალ-ცალკე ან ერთობლივად არსებითია
მთლიანი ფინანსური ანგარიშგებისთვის; ან/და
აუდიტორი დაასკვნის, რომ მათ არ შეუძლიათ
საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული
მტკიცებულებების მოპოვება.
ყველა ის ინფორმაცია, რომელიც
მოითხოვება კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენის
შედეგად შექმნილი ახალი გარემოებების
სამეურნეო სუბიექტზე გავლენის სათანადოდ
წარმოსაჩენად არ არის გამჟღავნებული
ფინანსური ანგარიშგების განმარტებით
შენიშვნებში. ამასთანავე, აქტივები და
ვალდებულებები მართებულად არ არის
აღიარებული და შეფასებული სამეურნეო
სუბიექტის სააღრიცხვო პოლიტიკის
შესაბამისად.
27
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენის შედეგად
შექმნილმა მდგომარეობამ აუდიტის ძირითად
საკითხებზე მნიშვნელოვანი გავლენა
მოახდინა ჩასატარებელ აუდიტორულ
პროცედურებთან დაკავშირებით, რაც
გამოვლინდა საკმარისი და შესაფერისი
აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვების
გართულებასა და სპეციფიკური მოვლენების
ან ოპერაციების განხორციელებაში.
დასკვნა:
საქართველოში აუდიტის ხარისხის
უზრუნველყოფის არსებული მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილად
მიგვაჩნია შემდეგი ღონისძიებების
განხორციელება:
-აუდიტორული მომსახურების სფეროში
მოღვაწე პროფესიული ორგანიზაციების
მხრიდან აუცილებელია სასწავლო გარემოს
გაუმჯობესება, რომ მეტი შეხვედრა და
ღონისძიება დაეთმოს მიმდინარე ცვლილებებს
ამ სფეროში. დარგში მოღვაწე ადამიანები
უფრო ხშირად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს
და მოსაზრებებს უზიარებდნენ;
-სასურველი იქნება ჩატარდეს დარგობრივი
ხასიათის ტრენინგები და შესაბამისი
სახელმწიფო უწყებების მხრიდან მოხდეს ამ
ტრენინგების ფინანსური უზრუნველყოფა;
-სიახლეების მიმართ, აუდიტორთა მეტი
ინფორმირებულობის მიზნით, საჭიროა
შესაბამისი სამსახურების მხრიდან ამოქმედდეს
ცხელი ხაზი;
-კორონავირუსის არსებობის პირობებში,
აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების
მხრიდან საჭიროა უფრო მეტი ონლაინ
ტრენინგებისა და სემინარების მოწყობა-
ჩატარება;
-საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა
ზედამხედველობის მონიტორინგთან
და უფრო მეტი სიცხადე პროფესიული
კონტროლის მექანიზმების ობიექტურობასთან
დაკავშირებით;
-სასურველია უწყვეტი განათლების
პროგრამა ორიენტირებული იყოს პრაქტიკულ
შემთხვევებზე, უფრო მეტ შემთხვევათა
შესწავლაზე, რომლებიც დეტალურად უნდა
იყოს განიხილული ინტერაქტიულ და არა
პასიურ რეჟიმში;
-საჭიროა მცირე აუდიტორულ ფირმებს
გაეწიოთ უფრო მეტი დახმარება, რათა
მათ შეძლონ ხარისხიანი აუდიტორული
მომსახურების გაწევა;
-მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე
ფირმებმა უნდა შეიმუშავონ სტრატეგია,
თუ როგორ გაზარდონ შემოსავლები,
არა მხოლოდ აუდიტორული, არამედ
სხვა მომსახურებებიდანაც. კერძოდ,
«ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე» დაფუძნებული
საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზების
უნარი უნდა გამოიმუშაონ;
-პროფესიულმა ორგანიზაციებმა, დონორთა
დახმარებით, ხაზი უნდა გაუსვან მცირე
და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმათა
მნიშვნელობას მცირე და საშუალო საწარმოთა
წარმატებით განვითარების საქმეში, რასაც
ასეთი ფირმები ხელმისაწვდომი და ეფექტიანი
ბიზნეს კონსულტაციის მიწოდების გზით
ახერხებენ;
-პროფესიულმა ორგანიზაციებმა,
დონორთა დახმარებით, მცირე და საშუალო
პრაქტიკის მქონე ფირმებს უნდა მიუთითონ
იმ სარგებელზე, რასაც ისინი მიიღებენ სხვა
ფირმებთან თანამშრომლობითა და მჭიდრო
ურთიერთობის დამყარებით, მათ შორის
შერწყმისა და შეძენის (M&A) გზით.
28
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
ლიტერატურა:
1. მირზიკაშვილი ნ., (2020) ჯანდაცვის
სისტემის გამოწვევები საქართველოში
მუნიციპალურ დონეზე COVID-19 -ის
პანდემიის დროს. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი
მრავალპარტიული დემოკრატისთვის (EECMD),
USAID, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის
ცენტრი (EPRC); URL: https://hu-hu.facebook.
com/EECMD/photos/pb.273220522757364.-
2207520000../3525097447569639;
(ხელმისაწვდომია 1.06.2021);
2. საქართველოში ბუღალტერთა და
აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების
წევრთა გამოკითხვის შედეგები (2020). WORLD
BANK GROUP; Funded by European Union;
URL: https://www.saras.gov.ge/Content/les/
Georgia%20Auditors%20Survey%20Report%20
2020%20GEO%20Final.pdf (ხელმისაწვდომია
1.06.2021);
3. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა
(2020). აზიის განვითარების ბანკი (ADB);
აზიისა და წყნარი ოკეანის ბუღალტერთა
კონფედერაცია (CAPA); URL: https://saras.gov.
ge/Content/les/new-xarisxis-uzrunvelyofa.pdf
(ხელმისაწვდომია 1.06.2021);
4. დაშნიანი ლ., (2020) COVID-19 -ის გავლენა
აუდიტის პროცედურებზე, EY Bulidlng a
better worklng world. URL: http://gfpaa.ge/site/
les/GangrdzobiTi%20scavleba%20sia/%E1%83%
92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%8
3%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%91%E
1%83%98%E1%83%97%E1%83%982020/1.3%20
COVID%2019-%E1%83%98%E1%83%A1%20
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95
%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C
%E1%83%90%20%E1%83%90%E1%83%A3%
E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83
%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%
A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%
E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%8
3%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94.
pdf?fbclid=IwAR1YmXmBn3OzInIC-t8Py5qnt_
PT9coymcWW-wV_nra6cvI2btys7KeJyyM
ხელმისაწვდომია 1.06.2021);
5. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა
და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.
URL: https://saras.gov.ge/ (ხელმისაწვდომია
1.06.2021);
6. საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
(ბაფი). URL: http://gfpaa.ge/site/index.php
(ხელმისაწვდომია 1.06.2021);
29
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
J.E.L. classication: G01; G28.
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.03
THE COVID-19 FINANCIAL PROBLEMS
AND ASPECTS OF AUDIT QUALITY
ASSURANCE IN GEORGIA
Davit Bidzinashvili
Doctor of Economics, Professor of Gori State
Teaching University, Georgia
davitbidz@gmail.com
Summary
The new Corona-virus and the contagious disease
which it causes, the so called COVID 19, put forward
the serious challenges for many countries all over
the world and for Georgia among them. Almost
the whole world is facing very serious obstacles
on the international and national levels. Too many
problems emerged in the world countries. To
resist against the new disease has become the main
priority for each country.
The global processes caused by the pandemics
have inuenced the audit service as well. The
uncertainty and unpredictability caused the new
risks of deciencies and activated already existed
ones in the new environment. The situation became
more complicated due to the fact that it can happen
that the auditors do not consider the mentioned
risks in the process of planning for audits or the
risks may be considered mistakenly.
The rms and other economical institutions
in which the audit is carried out are obliged to
adopt the new rules and changing environments
in which their businesses function; they should
change the rules of fullling the operation,
preparing the nancial accounts, the processes of
their representing the information processes, safety
of information shown in the nancial accounts,
the rules of their preparing; they also evaluate the
possibilities of keeping on their activities in the
nearest future.
The qualied performing of the audit implies
the basical elemenst which helps to create such
environment where the possibility of the high level
audit will be at the maximum.
Implementing the quality control implies that
such system will include two stages; each of them
is directed towards providing the audit processes
according the international standards
There are several types of the quality
improvement system. In all of them the main
variable value represents the amount of costs for
the proper system. All countries choose the system
which provides benets taking the costs into
consideration.
There are four main stages in the process of
implementation the system which will ensure the
high quality audit. Here are four main stages shown
in the process of implementation:
The rst stage: to carry out diagnostic
observation;
The second stage: stating the view;
The third sage: working out the system;
The fourth stage: implementation of the
system.
The rms and other economical institutions
where the audit is carried out are obliged to be
reliable with their activities in the changing
situation in which their businesses function. The
subjects change the rules of carrying out the usual
operations, change the open information given in
the nancial accounts, and estimate the possibilities
of maintaining the existing possibilities for the
nearest future.
It is important to revise some standards out of
Audit International Standards and to make them
t for revealing and assessing the risks of essential
30
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
mistakes and discrepencies. The controlled variation
of the standard regulates such issues as the newly
corrected risks caused by inuences of COVID-19
pandemic on the planned approaches to the audit
and also, evaluation of the risks already dened and
making changes in them taking into consideration
the inuence of the errors in the risk evaluations
and inuence made upon the planned evaluations
and audits the changes of which will inuence the
evaluations of the risks in the inner control of the
subject on the previously made imagination of the
control environment, in order to dene the measures
to be taken in order to change the reactions to the
mistakes using different measures in order to reach
the trustful mechanisms to rely on.
International standards of audit– answering
to the assessed risks, the checked variation of the
standard implies that it maybecome necessary to
change the measures of reaction to the changes in
the circumstances in order to obtain enough reliable
measures and activities to control the situation by
means of enough auditory evidences. The auditor
has responsibilities to take into consideration that
largening the deadlines will cause growth of the
period and the risks of the dates of events which will
happen in the time interval between accountability
date and the date of the conclusion made by audit,
the audit is also responsible for any event taking
place later in relation to the Covid-19 situation. He
is responsible also for evaluation of the fact about
nancial information.
The enterprise functioning within nowadays
complex environment taking into consideration
the situation of COVID 19, should consider such
priority issues as the uncertainty accompanying
the Covid situation, related covenants, and others
which accompany the pandemic period, among
them the region, the nancial state of customers
and dealers, liquidating and paying capacity.
During the process of the risk assessments it
should considered that Covid 19 pandemic greatly
inuenced the global economics and the separate
branches such as hotels business, retail sail, tourism
and others.
As a result of pandemic, it is possible that
the number of audit considerations and thee
circumstances can modify them which can be
conditioned by different circumstances and the
audit will state if there are incorrectable improper
conditioned due to the circumstances. The audit
will make it certain there are unimprovable
mistakes which apart and together are essential
for the nancial accountability and the auditor
will conclude that they cannot acquire the proper
conditioned which apart or together could be
essential nancial accounts or the audit will
conclude that they are not able to the essential
accountability. Important researches were led to
assess the appeared situation and it was concluded
that the COVID 19 pandemic had inuenced the
nancial situation which showed that the specic
actions and procedures became complicated.
KEYWORDS: Coronavirus pandemic; Audit
quality; Audit planning; Risks; Audit rm.
For citation: Bidzinashvili D., (2021) The
COVID-19 nancial problems and aspects of
audit quality assurance in Georgia (in Georgian).
Economic Prole, №1(21), pp. 22–31, DOI: https://
doi.org/10.52244/ep.2021.21.03
31
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
References:
1. Mirzikashvili N., (2020) Challenges of the
healthcare system in Georgia at the municipal
level during the COVID-19 pandemic; EECMD,
USAID, EPRC. URL:https://eecmd.org/wp-content/
uploads/2020/11/Policy-Paper_Healthcare-system-
Covid-19.pdf (Available 1.06.2021);
2. Results of the survey of members of professional
organizations of accountants and auditors in
Georgia (2020). WORLD BANK GROUP; Funded
by European Union. URL:https://www.saras.gov.ge/
Content/les/Georgia%20Auditors%20Survey%20
Report%202020%20GEO%20Final.pdf (Available
1.06.2021);
3. Audit quality assurance – Manual (2020). ADB,
CAPA; URL:https://saras.gov.ge/Content/les/new-
xarisxis-uzrunvelyofa.pdf (Available 1.06.2021);
4. Dashniani L., (2020) Impact of COVID-19
on Audit Procedures. EY Bulidlng a better
worklng world. URL: http://gfpaa.ge/site/les/
GangrdzobiTi%20scavleba%20sia/%E1%83%92%
E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%
A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%91%E1
%83%98%E1%83%97%E1%83%982020/1.3%20
COVID%2019-%E1%83%98%E1%83%A1%20
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95
%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C
%E1%83%90%20%E1%83%90%E1%83%A3%
E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83
%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%
A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%
E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%8
3%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94.
pdf?fbclid=IwAR1YmXmBn3OzInIC-t8Py5qnt_
PT9coymcWW-wV_nra6cvI2btys7KeJyyM
(Available 1.06.2021);
5. Service for Accounting, Reporting and
Auditing Supervision. URL:https://saras.gov.ge/
(Available 1.06.2021);
6. Georgian Federation of Professional
Accountants and Auditors. URL:http://gfpaa.ge/
site/index.php (Available 1.06.2021)
32
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
ეკონომიკური პოლიტიკა
ECONOMIC POLICY
33
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
გურამ უფლისაშვილი
ეკონომიკის დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი, საქართველო
guram.uphlisashvili@unik.edu.ge
საკვანძო სიტყვები:
გადასახადები; საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია; საგადასახადო
დავალიანების ჩამოწერა; გადასახადების ადმინისტრირება.
J.E.L. classication: G3; G28; G38 DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.04
საქართველოს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის
ზოგიერთი პრობლემატური საკითხი
ანოტაცია.
სტატიაში განხილულია
საქართველოს საგადასახადო სისტემის
რეფორმირების ეტაპები მისი ლიბერალიზაციის
მიმართულებით. ყურადღება გამახვილებულია
ვადაგადაცილებული საგადასახადო
დავალიანებების ჩამოწერების ღონისძიებებზე,
რაც არსებითად მასშტაბური საგადასახადო
ამნისტიების ხასიათს ატარებს. განხილულია
აღნიშნული პროცესის როგორც დადებითი
მხარეები, ასევე მისგან გამომდინარე რისკები
და შესაძლო საფრთხეები. აღნიშნულია, რომ
ასეთი მექანიზმების პერმანენტული გამოყენება
იწვევს გრძელვადიან ნეგატიურ ფისკალურ
შედეგს, რადგან არყევს გადასახადის
გადამხდელთა საგადასახადო მორალს და
აფერხებს გადასახადის გადახდის კულტურის
დანერგვას.
ციტირებისთვის: უფლისაშვილი გ., (2021)
საქართველოს საგადასახადო სისტემის
ლიბერალიზაციის ზოგიერთი პრობლემატური
საკითხთი. ეკონომიკური პროფილი1(21), გვ.
33–44. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.04
შესავალი
ნებისმიერი ქვეყნის საგადასახადო სისტემა
მოიცავს ამ ქვეყანაში არსებული გადასახადების
სახეებს, დაბეგვრის ობიექტებს, საგადასახადო
განაკვეთებს, საგადასახადო შეღავათებს,
გადასახადების დაწესების, შეცვლის და
გაუქმების პრინციპებს, საგადასახადო
ადმინისტრირების და კონტროლის მეთოდებს,
საგადასახადო ორგანოების და გადასახადის
გადამხდელების ურთიერთობების ფორმებს,
საგადასახადო სამართალდარღვევების და
შესაბამისი პასუხისმგებლობის სახეებს და ა.შ.
ქვეყნის საგადასახადო სისტემის აგების
აუცილებელი პირობა არის მისი გარკვეულ
პრინციპებზე დაფუძნება. ამ პრინციპებს
შორისაა კანონით რეგლამენტირებულობის,
უნიფიცირებულობის, ყველასათვის
სავალდებულობის, სამართლიანობის,
სტაბილურობის, ეკონომიურობის და
სხვა პრინციპები. ცხადია, რომ ქვეყნის
საგადასახადო სისტემა ვერ იქმნება მუდმივი
დროის მიხედვით, თუმცა ძირითადი
პრინციპების დაცვა აუცილებელია.
34
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
ძირითადი ტექსტი
საქართველოს საგადასახადო სისტემის
ფორმირება სახელმწიფოებრივობის
აღდგენის და მისი განვითარების კვალობაზე
მიმდინარეობდა. ამგვარად გამოიარა მან
1990-იანი წლებისათვის დამახასიათებელი
ქარტეხილები და 2003 წლისათვის
მიიღო უკიდურესად არაჯანსაღი სახე.
მისი ხარვეზები უშუალო კავშირში იყო
იმდროინდელი სახელმწიფო სისტემის
ისეთ უმწვავეს პრობლემებთან, როგორიცაა
ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი დონე,
ყოვლისმომცველი კორუფცია და ნეპოტიზმი.
სახეზე იყო გადასახადებისაგან მასიური თავის
არიდება, მეტად რთული და ბუნდოვანი
საგადასახადო კანონმდებლობა, მრავალი მ.შ.
არაეფექტური გადასახადების, ასევე საკმაოდ
მაღალი განაკვეთების და დაუსაბუთებელი
შეღავათების არსებობა, მოუწესრიგებელი
საგადასახადო ადმინისტრირება და მუდმივი
პრობლემები საბიუჯეტო შემოსავლების
მობილიზების კუთხით. (ჩიხლაძე, 1999:154)
სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა 2003
წლიდან, როდესაც მასშტაბური სისტემური
ცვლილებები შეეხო ქვეყნის საგადასახადო
სისტემასაც. 2005 წლიდან ამოქმედდა
ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც
უმნიშვნელოვანესი გარდატეხის საფუძველი
გახდა. გადასახადების რაოდენობა 22-
დან ჯერ 7-მდე, შემდეგ 6-მდე შემცირდა,
შემცირდა საგადასახადო განაკვეთებიც,
დაიწყო საგადასახადო სერვისების
გადაყვანა ელექტრონულ მომსახურებაზე.
მნიშვნელოვნად გამარტივდა, თუმცა
ამავე დროს განმტკიცდა საგადასახადო
ადმინისტრირება. საგადასახადო წნეხის
თითქოს შემცირების მიუხედავად, მრავალჯერ
გაიზარდა ბიუჯეტის საგადასახადო
შემოსავლები (მაგალითად, 2003 წლის 602,3
მლნ ლარიდან 2008 წლის 4541,6 მლნ ლარამდე
- ე.ი. 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 7,5-
ჯერ) (საქსტატი, 2021).
ჩვენი აზრით, აღნიშნულ პერიოდში
საგადასახადო შემოსავლების მრავალჯერადი
ზრდა განაპირობა არა მხოლოდ
ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპებმა.
ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა
ჩრდილოვანი ეკონომიკის “სინათლეზე
გადმონაცვლებამ”, ანტიკორუფციულმა
ღონისძიებებმა და სახელმწიფო აპარატის მ.შ.
ფისკალური დისციპლინის დონის ამაღლებამ.
შედეგად, მიუხედავად გადასახადების
რაოდენობის და საგადასახადო განაკვეთების
შემცირებისა, დასაბეგრი ბაზის მკვეთრმა
გაფართოებამ უზრუნველყო მობილიზებული
გადასახადების მრავალჯერადი ზრდა.
აშკარაა, რომ რეფორმის აღნიშნულ ეტაპზე
დაბეგვრის ლიბერალიზაციის წარმატება
მნიშვნელოვანწილად განაპირობა ასევე
საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის
რეფორმირებამ. კერძოდ, საგადასახადო
დისციპლინის დამრღვევთათვის
შემოღებულ იქნა ადრინდელზე უფრო
მაღალი საჯარიმო სანქციები, რომელიც
კორუფციული გარემოს მოშლის შედეგად
საგადასახადო ადმინისტრირების მკვეთრ
გამკაცრებაში აისახა. ვფიქრობთ, რომ სახეზე
იყო და დადასტურდა პოზიტიური კავშირი
დაბეგვრის ლიბერალიზაციის ღონისძიებებსა
და საგადასახადო ადმინისტრირების
სისტემის მოწესრიგებას შორის საგადასახადო
რეფორმირების წარმატებით წარმართვის
კუთხით.
საგადასახადო სისტემის რეფორმირება
გაგრძელდა მომდევნო წლებშიც. 2011 წელს
ძალაში შევიდა ახალი (რიგით მესამე)
საგადასახადო კოდექსი, რაც უკვე შეიცავდა
მნიშვნელოვან მომენტებს მეწარმეობის
35
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
სტიმულირებისათვის. კერძოდ, შემოღებულ
იქნა სპეციალური დაბეგვრის სტატუსები
მცირე და მიკრო მეწარმეებისათვის დაბეგვრის
შესაბამისად შეღავათიანი რეჟიმებით.
დაინერგა მთელი რიგი ნოვაციები, მ.შ.
საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი,
პირადი საგადასახადო აგენტის ინსტიტუტი,
წინასწარი გადაწყვეტილების მექანიზმი,
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების
შესაძლებლობა, გაფრთხილების მექანიზმი
ფულადი სანქცირების ალტერნატივად
და ა.შ. ამავდროულად გრძელდებოდა
საგადასახადო სერვისების მასშტაბური
გადაყვანა ელექტრონულ მომსახურებაზე.
გადამხდელები მომსახურებების უმეტესობას
უკვე იღებდნენ საკუთარი RS ელექტრონული
გვერდების მეშვეობით. ელექტრონულად
ხდება გადასახადების დეკლარირება,
საგადასახადო დოკუმენტების (ზედნადებების
და ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერა და
მიღება, ინფორმაციის და დოკუმენტაციის
გაცვლა საგადასახადო ორგანოებთან
და ა.შ. მთლიანობაში საგადასახადო
ადმინისტრირება, როგორც მეწარმეებისთვის,
ისე საგადასახადო ორგანოებისათვის გახდა
უფრო მოწესრიგებული და მარტივი.
აღსანიშნავია, რომ ამავე 2011 წელს
პარლამენტმა მიიღო საქართველოს ორგანული
კანონი “ეკონომიკური თავისუფლების
შესახებ”, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის
დეკემბრიდან. აღნიშნულ ორგანულ კანონში,
გარდა სხვა მნიშვნელოვანი გარანტიებისა რიგი
მაკროეკონომიკური პარამეტრების დაცვის
კუთხით, დაიდო ასევე პირობა, რომ ახალი
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის
შემოღება ან უკვე არსებული განაკვეთების
ზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელი იქნებო
და მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ამასთან,
დაუშვებლად იქნა მიჩნეული რეფერენდუმის
საგნად გადასახადის პროგრესულობის
პრინციპის ან მეთოდოლოგიის/რეჟიმის აღება
(კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ,
2021).
საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის
მორიგი ეტაპი დაიწყო 2016 წლიდან. ყველაზე
მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდა მოგების
გადასახადის ახალი რეჟიმის, ე.წ. „ესტონური
მოდელის“ შემოღება. სიახლე მდგომარეობს
იმაში, რომ იბეგრება არა საწარმოთა მოგება,
არამედ მხოლოდ მოგების განაწილება. ეს
გულისხმობს, რომ ამიერიდან დაბეგვრას
აღარ ექვემდებარება საწარმოთა მოგების
გაუნაწილებელი ნაწილი, ე.ი. ის სახსრები,
რომელიც საწარმოს კაპიტალის და მისი
საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას
მოხმარდება. ამ ღონისძიების მიზანი იყო
ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი
პირობების შექმნა და ეკონომიკური ზრდის
დაჩქარება.
დაახლოებით ამავე პერიოდიდან
ეტაპობრივად დაიწყო საგადასახადო
კანონმდებლობით მანამდე დაწესებული 6
წლიანი ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე
შემცირება. კერძოდ, 2015 წლისათვის
ხანდაზმულობის ვადა შემცირდა - 5 წლამდე,
2016 წლისათვის - 4 წლამდე, ხოლო 2017
წლიდან ხანდაზმულობის ვადა გახდა 3 წელი.
ცვლილებების ბოლო ეტაპი შეეხო
დამატებული ღირებულების გადასახადს.
2021 წლიდან საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ძირფესვიანად შეიცვალა შესაბამისი
ნაწილი. დღგ-ის მარეგულირებელი
დებულებები ჩამოყალიბდა სრულიად
ახალი რედაქციით, რის შედეგადაც უკეთ
განიმარტა ზოგიერთი სადავო დებულება,
ხოლო რიგ შემთხვევებში საგადასახადო
ვალდებულებების შესრულება გახდა
უფრო მარტივი. ამასთან, აღნიშნული
36
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
ცვლილებების მთავარი მიზეზად დასახელდა
ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობის
ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან
ჰარმონიზირების აუცილებლობა.
უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში
საგადასახადო სისტემაში მიმდინარე
მასშტაბური რეფორმების თანმდევ
და დამახასიათებელ ატრიბუტად
იქცა ღონისძიებები წინა პერიოდებში
დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების
ჩამოწერის, პატიების თუ ნაწილობრივი
შემსუბუქების მიმართულებით. ამ მხრივ,
ადრევე არსებობდა კანონი „საგადასახადო
დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების
რესტრუქტურიზაციის შესახებ“, რომლითაც
ხდებოდა ვადაგადაცილებული საგადასახადო
დავალიანების (მ.შ. ჯარიმების და საურავების)
რესტრუქტურიზაცია (გაყინვა, გადავადება)
საკომისიო წესით, შედარებით შეზღუდული
მასშტაბით.
რამდენადმე გაფართოვდა საგადასახადო
დავალიანებების ჩამოწერა საგადასახადო
კოდექსის 2011 წლის ბოლოს მიღებული
ცვლილებებით (მუხლი 309, ნაწილი 37),
რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდა
ვადაგადაცილებული ჯარიმა-საურავების
ჩამოწერა გარკვეული პირობების დაცვის
შემთხვევაში. კერძოდ, ჩამოწერას
დაექვემდებარა 2005 წლის 1 იანვრამდე
წარმოქმნილ აღიარებულ საგადასახადო
დავალიანებაზე დარიცხული საურავი და
ასევე ამ ვადამდე დარიცხული აღიარებული
ჯარიმა, თუ გადახდილი იქნებოდა 2005 წლის
1 იანვრამდე დარიცხული ყველა გადასახადის
ძირითადი დავალიანება და თუ გადამხდელს
შემდგომ პერიოდში აქტივობები არ
უფიქსირდებოდა (არ ჰქონდა დეკლარაციები ან
ჰქონდა დეკლარაციების მიხედვით ნულოვანი
შემოსავალი/ბრუნვა) (სსკ, 2021: მ.309, ნაწ.37).
საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერამ
უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო 2015
წლიდან. ამიერიდან დასაშვები გახდა
ძირითადი დავალიანებების ჩამოწერაც. 2014
წლის დეკემბერში საგადასახადო კოდექსის
შესაბამისი ცვლილებების მიხედვით,
ჩამოწერას ექვემდებარებოდა:
− 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილი
და ჯერ კიდევ გადაუხდელი საგადასახადო
დავალიანების თანხა (ძირითადი და საურავი),
თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში
აქტივობები არ უფიქსირდებოდა;
− 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ
აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე
დარიცხული საურავი და 2009 წლის 1
იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა,
აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის
პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში
აქტივობები არ უფიქსირდებოდა;
− საკონტროლო სალარო აპარატის
გამოყენების წესების დარღვევისათვის
ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე
დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის
ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა (სსკ,
2021: მ.309, ნაწ.37).
მოგვიანებით კიდევ უფრო გაფართოვდა
ვადაგადაცილებელი საგადასახადო
დავალიანებების ჩამოწერის მასშტაბები.
2016 წლის ივნისის ცვლილებით ჩამოწერას
დაექვემდებარა (შემდგომ პერიოდებზე
აქტივობების არ დაფიქსირების შემთხვევაში):
− 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილი
და ჯერ კიდევ გადაუხდელი საგადასახადო
დავალიანება და შესაბამისი საურავი;
− 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ
აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე
დარიცხული საურავი და ამავე მომენტამდე
დარიცხული აღიარებული ჯარიმა,
37
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის
პირობით (სსკ, 2021: მ.309, ნაწ.37);
საგადასახადო კოდექსის 2018 წლის
აგვისტოდან ძალაში შესული ცვლილებით
საგადასახადო ამნისტიის ფარგლები კიდევ
უფრო განივრცო. ჩამოწერას დაექვემდებარა
უკვე 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილი
და ჯერ კიდევ გადაუხდელი გადაუხდელი
საგადასახადო დავალიანება და შესაბამისი
საურავი (ასევე აქტივობების არ დაფიქსირების
შემთხვევაში შემდგომ პერიოდებში) (სსკ, 2021:
მ.309, ნაწ.37).
2021 წლის მაისში გამოცხადდა კიდევ
ერთი ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის
რეალიზაცია უკვე დაიწყო. კერძოდ,
გადამხდელებს, რომელთაც გააჩნიათ
არაღიარებული დავალიანებები (მ. შ.
საგადასახადო დავის პროცესში არსებული
დავალიანებები), მიეცათ შესაძლებლობა
საგადასახადო შეთანხმების ფორმით,
ავტომატურ რეჟიმში, სრულად ჩამოიწერონ
ჯარიმა/საურავები წლის ბოლომდე ძირითადი
თანხის გადახდის პირობით. ასევე პირებს,
რომელთა მიმდინარე საგადასახადო
დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ
სანქციისაგან, საგადასახადო შეთანხმება
გაუფორმდებათ ანალოგიური პირობებით,
საგადასახადო დავალიანების 30%-ის
გადახდის შემთხვევაში.
ზემოთ აღწერილი მრავალეტაპიანი
ღონისძიებების შედეგად ვადაგადაცილებული
საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერების
პროცესმა მართლაც მასშტაბური ხასიათი
მიიღო. მხოლოდ 2015-2019 წლებში ჩამოწერას
დაექვემდებარა 68 ათასზე მეტი გადამხდელის
3,5 მლრდ ლარზე მეტი დავალიანება -
ჯარიმა-საურავების ჩათვლით (იხ. ცხრ.1).
შედარებისათვის, მაგალითად, 2015 წლის
მთლიანად მოზიდული საგადასახადო
შემოსავლები შეადგენდა დაახლოებით 8
მლრდ ლარს, ხოლო 2019 წელს - 11,4 მლრდ
ლარს. (იხ.ცხრ 2).
ცხრილი 1
ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების
ჩამოწერა 2015-2019წწ (ლარი)
2015 2016 2017 2018 2019
გადამხდელთა
რაოდენობა 18,620 34,205 2,168 11,855 1,183
ჩამოწერილი
დავალიანება, ლრ 1,059,701,009 1,448,283,855 283,297,709 549,846,658 190,977,139
წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წლიური
ანგარიშების მიხედვით (ფინანსთა სამინისტრო, 2021)
მიზეზები, რამაც განაპირობა ზემოთ
აღწერილი, შინაარსის მიხედვით
საგადასახადო ამნისტიების განხორციელება,
ერთი მხრივ, ობიექტური გარემოებებით
იყო განპირობებული. წლების განმავლობაში
გროვდებოდა უზარმაზარი, შესაძლო
მობილიზების თვალსაზრისით უპერსპექტივო
საგადასახადო დავალიანება: მაგალითად, 2013
38
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
წლის ბოლოსათვის დაგროვილმა მთლიანი
საგადასახადო დავალიანებების ჯამმა (5,1
მლრდ. ლარი) შეადგინა 77,2% ამ წელს
მობილიზებული შემოსავლების (6,7 მლრდ
ლარი) მიმართ. ამასთან, მასში ხანდაზმული
(1 წელს გადაცილებული) დავალიანების წილი
შეადგენდა 92,4%-ს. იგივე მაჩვენებლები 2014
წლის ბოლოს შეადგენდა 85,1%-ს და 87,9%-ს
შესაბამისად (იხ.ცხრ 2).
ცხრილი 2
საგადასახადო დავალიანებების მოცულობა და დინამიკა 2013-2019 წწ.
#პარამეტრი 2013 2014 2015 2017 2018 2019
(A) მთლიანად მოზიდული საგადასახადო
შემოსავალი, მლნ ლარი 6,659 7,242 8,011 9,779 10,506 11,418
(B) მთლიანი საგადასახადო დავალიანებები
ფისკალური წლის ბოლოს, მლნ ლარი 5,140 6,166 5,846 3,810 3,847 4,393
(C) რომელთაგანაც: ამოღებადია, , მლნ
ლარი X X 553 643 731 949
(D) რომელთაგანაც: 12 თვეზე უფრო
ხანდაზმულია, მლნ ლარი 4,749 5,418 5,155 3,562 3,637 3,778
(B)-ს კოეფიციენტი (A)-სთან, % 77.2 85.1 73 39 36.6 38.5
(C)-ს კოეფიციენტი (A)-სთან, % X X 6.9 6.6 7 8.3
(D)-ს კოეფიციენტი (B)-სთან, % 92.4 87.9 88.2 93.5 94.5 86
წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ, „საგადასახადო ადმინისტრაციის “დიაგნოსტიკური შეფასების
ინსტრუმენტით“ (TA DAT ) საქართველოს საგადასახადო სისტემის შეფასების 2016 და 2021 წწ ანგარიშების მიხედვით
(სსფ, 2016: 79-80), (სსფ, 2021: 93).
ისტორიული ვალის ძალიან მაღალი
სიდიდე და ამოღების პერსპექტივის
მიხედვით არასახარბიელო სტრუქტურა
ხაზგასმით იყო აღნიშნული საერთაშორისო
სავალუტო ფონდის (IMF) მიერ 2016 წელს
ჩატარებული საგადასახადო ადმინისტრაციის
დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტით
(TADAT) შეფასების ანგარიშში. ეს პრობლემა
გახდა საგადასახადო ადმინისტრირების
სისტემის ამ კუთხით დაბალი რეიტინგული
შეფასების (D+) საფუძველი. ამ ანგარიშში ასევე
აღნიშნული იყო, რომ ასეთი პარამეტრები
შესაძლოა მიუთითებდეს გადასახადების
მობილიზების გაუმართავ პრაქტიკაზე (სსფ,
2016: 43-45).
ბოლო წლების განმავლობაში
განხორციელებული დავალიანებების
მასშტაბური ჩამოწერების შედეგად ზემოთ
აღნიშნული პარამეტრები რამდენადმე
გაუმჯობესდა, რაც აისახა კიდეც უკეთეს
სარეიტინგო შეფასებაში (C) - 2020 წელს
ჩატარებული საგადასახადო ადმინისტრაციის
დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტით
(TADAT) შეფასების ანგარიშის მიხედვით.
აქვე ისიც აღინიშნა, რომ მიუხედავად ამ
ღონისძიებებისა, საგადასახადო დავალიანება
ისევ ძალიან ძალიან მაღალ დონეზეა (38,5%
39
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
2019 წლის ბოლოს ამ წელს მობილიზებული
საგადასახადო შემოსავლების მიმართ) და
ძირითადად ისევ ძველი საგადასახადო
დავალიანებისგან შედგება. მთლიან
დავალიანებებში ასევე მაღალია დარიცხული
საურავების და ჯარიმების წილი (58,7%), რაც
ძველი დავალიანების ჩამოწერის კიდევ უფრო
მეტ შესაძლებლობებს იძლევა (სსფ, 2021: 49-
51).
მიგვაჩნია, რომ საგადასახადო
ვალდებულებების ჩამოწერის ამ მასშტაბური
ღონისძიებების ერთმნიშვნელოვნად
დადებითი შეფასება არ იქნებოდა სწორი. რა
თქმა უნდა, ასეთი ზომები ათავისუფლებს
საგადასახადო ადმინისტრირების სისტემას
უპერსპექტივო დავალიანებების ამოღების
ტვირთისაგან და ერთგვარად აკეთილშობი–
ლებს სახელმწიფოს საგადასახადო
მოთხოვნების ბალანსს. ამასვე მოითხოვენ
და მიესალმებიან საერთაშორისო სავალუტო
ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები.
არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ
გადასახადები ასრულებენ სახელმწიფო
ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფის
ძირითად ფუნქციას. ამიტომ, ყოველი ასეთი
ნოვაციის შესაძლო ფისკალური შედეგი
დაანგარიშებული უნდა იყოს დეტალურად და
პერსპექტივაში. ცხადია, რომ მდგომარეობის
სტატიკურად შეფასების შემთხვევაში,
ვადაგადასული დავალიანებების ტვირთისგან
გათავისუფლება გამართლებულია, რადგან
კონკრეტულად ამ თანხების ამოღება
მართლაც შეუძლებელია. გრძელვადიანი
თვალსაზრისით, მოსალოდნელია საკმაოდ
მძიმე ფისკალური დანაკარგები.
მიგვაჩნია, რომ საგადასახადო
ვალდებულებების ჩამოწერის
ღონისძიებებისათვის განმეორებადი
და განგრძობადი ხასიათის მიცემა
უმნიშვნელოვანესი რისკების მატარებელია.
მსოფლიო გამოცდილებაც ადასტურებს,
რომ მსგავსი მექანიზმების პერმანენტული
გამოყენება იწვევს ნეგატიურ ფისკალურ
შედეგებს, რადგან შეუძლია საზოგადოების
საგადასახადო მორალის სერიოზულად შერყევა
და ხელს უშლის გადასახადის გადახდის
კულტურის დანერგვას. ამიტომ, ჩვეულებრივ,
ასეთი პროგრამები წარმოადგენს ხოლმე დროის
ფარგლებით შეზღუდულ ღონისძიებებს,
სადაც ხასგასმით არის დეკლარირებული ამ
ღონისძიების ერთჯერადი ხასიათი.
საგადასახადო ამნისტიები, განსაკუთრებით
თუკი ისინი ხშირად მეორდება, ახალისებს
არაკონკურენტულ გარემოს და იწვევს
უსამართლობის შეგრძნებას გადასახადის
კეთილსინდისიერ გადამხდელებში.
ბუნებრივია, რომ მათ უჩნდებათ კითხვა, თუ
რა საჭიროა გადასახადების მოწესრიგებულად
დეკლარირება/გადახდა, თუკი მოსალოდნელია
საგადასახადო ამნისტიის იოლად
პროგნოზირებადი მორიგი ეტაპი. იქმნება
დესტრუქციული მოლოდინები, რაც იწვევს
გადასახადის გადამხდელთა ქცევის მოდელის
ტრანსფორმირებას არასწორი მიმართულებით.
ამიტომ, დროთა განმავლობაში, საგადასახადო
ამნისტიის ყოველი ახალი ტალღის შემდეგ,
კეთილსინდისიერ გადამხდელთა რაოდენობა
სულ უფრო იკლებს, ხოლო საპატიებელ
საგადასახადო დარღვევათა მასშტაბები სულ
უფრო იზრდება.
ვფიქრობთ, რომ ეს საშიშროება არის
საყურადღებო და გასათვალისწინებელი.
თუნდაც ამ საფრთხის გაააზრებას ხელს
უშლიდეს საგადასახადო დავალიანებათა
ბალანსის სწრაფი მოწესრიგების სურვილი,
40
trjyjvbrehb ghjabkb7 njvb !^7 ! ~@!`7 @_@!2Economic Prole, Volume 16, Issue 1(21), 2021
საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციის
შელამაზების მისწრაფება ან საგადასახადო
ამნისტიების წინასაარჩევნოდ ან სხვა
სუბიექტური მოსაზრებებით განხორციელების
მოტივი.
ცხრილი (1) და ცხრილი (2) მონაცემების
ურთიერთშეჯერება ნათლად ადასტურებს
ასეთი პრობლემის არსებობას ჩვენთანაც.
მიუხედავად იმისა, რომ 2015-2019 წლებში
3,5 მლრდ. ლარზე მეტი საგადასახადო
დავალიანება ჩამოიწერა, ამ შუალედში
მთლიანი საგადასახადო დავალიანებები
მხოლოდ 1,8 მლრდ. ლარით შემცირდა,
ე.ი. ამავე პერიოდში დამატებით კიდევ 1,7
მლრდ. ლარის ახალი დავალიანება გაჩნდა.
ამასთან, უკვე 2017 წლიდან ჩამოუწერელი (მ.შ.
ხანდაზმული) საგადასახადო დავალიანებების
სალდო ხასიათდება ისევ ზრდის ტენდენციით
და ის თანდათან უახლოვდება 2013 წლის
პარამეტრებს.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ
წლების განმავლობაში მიმდინარე
მასშტაბური რეფორმების შედეგად, მივიღეთ
მოწესრიგებული სამართლებრივი ბაზა,
გამართულად მომუშავე საგადასახადო
სისტემა, გამარტივებული და მეტწილად
ელექტრონულ-ავტომატიზირებული
მომსახურების პროცედურები, ასევე
გარკვეული პოზიტიური ძვრები
გადამხდელთა დამოკიდებულებაში
დაბეგვრის მიმართ, საზოგადოებაში
ტრადიციულად მაინც დომინირებს
უნდობლობა საგადასახადო სისტემის მიმართ.
გადამხდელთა მნიშვნელოვან ნაწილს ისევ
ახასიათებს მორალური პასუხისმგებლობის
დეფიციტი საგადასახადო დისციპლინის
დაცვასთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში არ
უნდა იყოს გამართლებული უპასუხისმგებლო
გადამხდელთა ქცევითი მოდელის წახალისება
საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის
განგრძობადი პროგრამებით.
გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერ
საზოგადოებაში, მ.შ. ჩვენთანაც მოიძებნებიან
ცალკეული პირები, რომლებიც გადასახადების
თავიდან არიდების მიზნით შეეცდებიან
საგადასახადო ადმინისტრირების
სუსტი ადგილების გამოყენებას. ამიტომ,
აუცილებელია, რომ საგადასახადო სისტემის
ლიბერალიზაციის ღომისძიებებს თან
სდევდეს საგადასახადო ადმინისტრირების
სისტემის არა მხოლოდ გამარტივება,
არამედ ასევე გაძლიერებაც. საგადასახადო
ადმინისტრირების სისტემას უნდა შეეძლოს
საგადასახადო რეფორმების სიკეთეების
მოსარგებლეთა შორის კეთილსინდისიერი
გადამხდელების და საგადასახადო
დისციპლინის დამრღვევი პირების
დიფერენცირება.
ვფიქრობთ, რომ საგადასახადო რეფორმების
საბოლოო შედეგი მნიშვნელოვნად
იქნება დამოკიდებული საგადასახადო
ადმინისტრირების სისტემის და ზოგადად
სახელმწიფოს უნარზე აღკვეთოს