Technical ReportPDF Available

თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის შესახებ ტუბერკულოზთან დაკავშირებული სერვისის პროვაიდერთა სამედიცინო პერსონალის ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესწავლა

Authors:
  • Georgian Health Promotion and Education Foundation

Abstract

თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის შესახებ ტუბერკულოზთან დაკავშირებული სერვისის პროვაიდერთა სამედიცინო პერსონალის ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესწავლა
პერსონალური ინტერვიუები კვლევის ანალიზი
გიორგი ბახტურიძე, რუსუდან ქსოვრელი, გიორგი მაღრაძ
თბილისი, 2020 წელი
თამბაქო კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციის
და მონიტორინგის ცენტრი საქართველოშ
FCTC Implementation and Monitoring Center in Georgia
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტი ABC მიდგომის შესახებ
ტუბერკულოზთან დაკავშირებული ერვისის პროვაიდერთა
სამედიცინო პერსონალი ცოდნის, დამოკიდებულებისა და
პრაქტიკის შესწავლ
. ბაქრაძის ქ ა
თბილისი
fctc.georgia@gmail.com
2
................................................................................................................................................. 3
კვლევი ანალიზის შედეგები ................................................................................................................... 4
................................................................................................................................................. 4
................................................................................................................... 6
......................................................................................................................................... 9
კვლევი ანალიზის შედეგად თამბაქოს მოხმარების შეწყვეტი ABC იდგომისას გამოვლენილ
პრობლემები ................................................................................................................................................ 14
............................................................................................................................................... 14
................................................................................................................. 14
....................................................................................................................................... 16
კვლევისას გამოვლენილი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის დანერგვის დროს
წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზები და რეკომენდაციებ .................................................... 18
დანართი 1: ინტერვიუერის სახელმძღვანელო .................................................................................... 20
დანართი 2: ინფორმირებული თანხმობის ფორმ .............................................................................. 22
ანგარიში მომზადებულია „ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დაკვეთით აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და
მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული „ტუბერკულოზის ყველა
ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის
უზრუნველყოფის“ (GEO-T-NCDC) პროგრამის ფარგლებში.
ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციას და
შესაძლოა არ ემთხვეოდეს დონორის ოფიციალურ პოზიციასა და მოსაზრებებს.
3
შ ე ს ა ვ ა ლ ი
2020 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-
კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით
განახორციელა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC (A_ask-ჰკითხე, B_brief advise-
ხანმოკლე რჩევა, C_cessation-მოწევის შეწყვეტაში დახმარება) მიდგომის შესახებ
ტუბერკულოზთან დაკავშირებული სერვისის პროვაიდერთა სამედიცინო
პერსონალის ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესწავლა. საკითხის
შესწავლის მიზნით განახორციელდა ჩაღრმავებული ანკეტირებული კვლევა 30
რესპოდენტთან, თბილისის და რეგიონების (სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო
ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი) დისპანსერების (მათ შორის
სტაციონარის) სპეციალისტებთან. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის
შესახებ ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შესწავლა მიზნად ისახავდა
აღნიშნული მიდგომის განხორციელებისას არსებული ნაკლოვანებების გამოვლენას,
ხარვეზების იდენტიფიცირებას, და შემდგომში ისეთი სისტემის შემუშავებას,
რომელიც უზრუნველყოფს პროცესის გაუმჯობესებას და უკეთესი შედეგის მიღწევას.
ამ მიზნით კვლევა ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუების სახით წინასწარ
მომზადებული კითხვარის საშუალებით. გამოკითხვისას რესპოდენტის თანხმობით
მიმდინარეობდა აუდიო ჩაწერა, შემდგომ ხდებოდა ჩანაწერის ტრანსკრიპტის
მომზადება (კონფიდენციალურობის დაცვით) და მიღებული მასალის დამუშავება
კონტენტ ანალიზის მეთოდით. რეგიონების წარმომადგენლებთან კვლევა ჩატარდა
ონლაინ გამოკითხვის მეთოდით. ინტერვიუები ჩატარდა 2020 წლის 15-18 სექტემბერს.
კვლევისთვის აღებული ინტერვიუების კონტენტ ანალიზის მეთოდით დამუშავების
შემდგომ, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის შესახებ
ტუბერკულოზთან დაკავშირებული სერვისის პროვაიდერთა სამედიცინო
პერსონალის ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესწავლით მიღებულ
შედეგებთან და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებთან მიმართებაში
გამოიკვეთა, სხვადასხვა პოზიციის მქონე რესპოდენტების მხრიდან მსგავსი ან
განსხვავებული მოსაზრებები.
4
კვლევის ანალიზის შედეგები
კვლევის თემატიკა
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომასთა დაკავშირებით უბერკულოზის
მკურნალობის ერვისის მიმწოდებელი როვაიდერების ერსონალის (ექიმების) ცოდნა,
დამოკიდებულება და პრაქტიკა
1. თამბაქოს მოხმარების ეწყვეტი ABC მიდგომა და მათი შემადგენელი კომპონენტებ
გამოკითხული 30 რესპოდენტიდან, თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმემ გაიხსენა,
რომ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომა შედგება 3 კომპონენტისგან,
მაგრამ კონკრეტულად ვერ დაასახელეს ეს კომპონენტები. რესპოდენტების დიდი
უმრავლესობა ამბობდა, რომ უკვე რამდენიმე თვეა არ ავსებენ შესაბამის ფორმებს,
ტრეინინგიც დიდი ხნის წინ ჩაუტარდათ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათთან
პრაქტიკი შესახებ ვიწყებდი თუ არა საუბარს, მომენტალურად ყველა რესპოდენტმა
გაიხსენა პაციენტთან პირველი ვიზიტის დაწყებიდან რა შეკითხვებს აძლევდნენ
თამბაქოს მოწევის შესახებ, შემდგომ რომ ინფორმაციას აძლევდნენ თამბაქოს მოწევის
მავნებლობის შესახებ, ესაუბრებოდნენ კერძოდ მათ დაავადებასთან მიმართებში,
როგორია თამბაქოს მოწევის მავნე ზეგავლენა.
2. ტერმინი „ჰკითხეთ“:
პრაქტიკი შესახე რესპოდენტებთან ჩატარებული გამოკითხვი დროს მიუხედავა
იმისა, რომ არ ხსოვდათ ტერმინი „ჰკითხეთ“, გამოამჟღავნე იმ საკითხის ცოდნა, რასაც
ეს ტერმინ მოიცავ. რესპოდენტებმა იციან, რო პირველ რიგში მათთან მოსულ
პაციენტთან უნდა დაადგინონ მისი მწეველობის სტატუსი, ეწევიან თუ არა თამბაქოს,
რამდენი ხანია რაც ეწევიან, რა ასაკში დაიწყეს მოწევა, რამ შეუწყო ხელი მოწევის
დაწყებას, ეწევიან თუ არა დილით გაღვიძებისთანავე, ეწევიან თუ არა უზმოზე, რა
რაოდენობით სიგარეტს ეწევიან დღეში და ..
3. „ხანმოკლე რჩევისშემადგენელი ნაწილები:
რესპოდენტების გამოკითხვისას ამოიკვეთა, რომ „ხანმოკლე რჩევამოიცავს:
1. ესაუბრონ პაციენტს ზოგადად თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ:
“ავუხსნი, რომ დღეს სიგარეტი არა მხოლოდ თუთუნისგან შედგება არამედ
დამატებულია სინთეტიკა, კუპრი, ათასი ქიმია და ეს არ არის მხოლოდ
5
თუთუნი და უამრავი დანამატია. რომ ტუბერკულიოზის შემთხვევაში კიდევ
უფრო მავნებელია“.
2. გამოკვეთონ, როგორია თამბაქოს მოწევის მავნე ზეგავლენა ტუბეკულოზით
დაავადებული პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ასევე მკურნალობის
შედეგებზე და შემდგომ გართულებებზე: „უნდა მიხვდეს ავადმყოფი, რომ
არამხოლოდ ტუბერკულოზი, არამედ შემდგომ სხვა დაავადებებიც
განვითარდება, როგორიცაა კიბო, ინსულტი და სხვა დაავადებების
პროვოცირება ხდება თამბაქოს მოწევის დროს“.
3. აუხსნან პაციენტს თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების ან თუნდაც
მოწეული სიგარეტების შემცირების შემთხვევაში როგორ გაუმჯობესდება მათი
მდგომარეობა და შემდგომში რა გართულებებისა და დაავადებების თავიდან
აცილება შეიძლება ასეთ შემთხვევში.
4. გამოკითხოს პაციენტი (რესპოდენტთა დიდი უმრავლესობა) ოჯახში მასზე
თამბაქოს მეორადი კვამლი ზემოქმედების შესახებ, ესაუბროს პასიურ
მწეველზე თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ და მისცეს რჩევა
როგორც მან, ისე მისმა მწეველმა ოჯახის წევრებმა მოწიონ გარეთ და ხშირად
გაანიავონ დახურული სივრცე: “აუცილებელა ყველა მიზეზგარეშე ვკითხო
პაციენტს, როგორი მდგომარეობაა მის ოჯახში თამბაქოს მოწევასთან
დაკავშირებით და ვუთხრა, რომ დაუშვებელია ოჯახში დახურულ სივრცეში
სიგარეტის მოწევა თუ არიან ოჯახში მწეველები და ოჯახში უმეტესობას ჰყავს
მწეველები, სიგარეტი მოწიონ გარეთ“.
რესპოდენტებმა იციან, რომ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომით
მუშაობისას პაციენტთან მათი მიმართება უნდა იყოს ემპათიური: ”ვეუბნები მე მესმის
რომ აქტიური მწეველი ხარ, ემპათიას გამოვხატავ“, საუბრისას უნდა იმოქმედონ
პაციენტის განწყობაზე და შეეცადონ ინდივიდუალურად მიუდგნენ ამ საკითხს
პაციენტის მენტალობიდან, ინტელექტიდან, მწეველობის სტაჟიდან თუ დღეში
მოწეული სიგარეტების რაოდენობიდან გამომდინარე: “ავადმყოფმა გონებით უნდა
შეიგნოს და არა გაიგოს ჩემი სიტყვები და გაატაროს“. უნდა მიხვდეს, რო არამხოლოდ
ტუბერკულოზი, არამედ შემდგომ სხვა დაავადებებიც განვითარდება, როგორიცაა
კიბო, ინსულტი და .შ.“.
4. ტერმინი „მოწევის შეწყვეტაში დახმარება
ამ საკითხზე პასუხის გაცემა რესპოდენტების დიდ უმრავლესობას უჭირს.
გამოიკვეთა, რომ უმრავლესობა პასუხობს, რომ პაციენტს იმდენ ინფორმაციას აძლევენ
თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ, რომ მეტი რაღა უნდა დაეხმარონ, მაგრამ
პრაქტიკაზე გამოკითხვის შედეგა აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა მათგანმა იცის:
) დანიშნოს მოწევის შეწყვეტის თარიღი: რომ პაციენტთან პირველი შეხვედრისას
უნდა შეთანხმდეს მასთან შემდეგი შეხვედრისთვის შეწყვიტოს მოწევა, ან შეამციროს
მოწეული ღერების რაოდენობა, ან არ მოწიოს გაღვიძებისთანავე ან უზმოზე: „შემდეგი
ვზიტისას პაციენტს უნდა ვკითხო რა მოხდა განვლილ პერიოდში, შეწყვიტა თუ არა
მოწევა და როგორი იყო მცდელობა, თუ ასეთს საერთოდ ჰქონდა ადგილი“.
6
) გაუწიოს რჩევები და რეკომენდაციებ რა გააკეთოს იმ შემთხვევაში თუ მოწევა მაინ
მოუნდებ. თუ საჭირო ჩართოს ამბაქოს საწინააღმდეგო ედიკამენტური თერაპია,
ურჩიოს მოწევის სურვილისას სიგარეტი სხვა რამით, მაგალითად, მიწის თხილით ან
მზესუმირით, ან საღეჭი რეზინით ჩაანაცვლოს. რესპოდენტებმა რა თქმა უნდა, იციან
მედიკამენტოზური მკურნალობის შესახებ (ძირითადად საუბარია „ტაბექსზე“):
„ზოგჯერ „ტაბექსი“ მიმითითებია, როგორც ჩამნაცვლებელი“. უნდა ღინიშნოს, რომ
ფაქტობრივად არ იციან რესპოდენტებმა ამ მედიკამენტების უკუჩვენებების შესახებ,
ასევე არ იციან, რომ როგორც წესი მედიკამენტების გამოყენება ხდება 8 კვირის
განმავლობაში მას შემდეგ, რაც პაციენტმა თავი დაანება მოწევას.
) ოახდინო პაციენტის რეფერალი შესაბამის დაწესებულებაში. რესპოდენტებმა არ
იციან რომელ დაწესებულებაში მოახდინონ პაციენტების რეფერალი თამბაქოს
მოწევის შეწყვეტაში დახმარების მიზნით.
1. რესპოდენტთა პირადი დამოკიდებულება თამბაქოს მოხმარები შეწყვეტის ABC
მიდგომი მიმარ ზოგადად. ეფექტურობა და რესპოდენტთა აზრი რა შეიძლება იყოს
უფრო ფექტურ იმისათვის, რომ აეხმაროს პაციენტს მოწევის შეწყვეტაში.
რესპოდენტრების დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ზოგადად თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით
ტუბერკულოზის მკურნალობის პერიოდში და ისინი ABC მიდგომის შემოღებამდეც
ეკითხებოდნენ პაციენტს მოწევის შესახებ და აძალევდნენ ინფორმაციას თამბაქოს
მავნებლობის შესახებ და აძლევდნენ რჩევებს, მაგრამ ამას არ ჰქონდა ისეთი
სისტემატიური და ფორმირებული ხასიათი, როგორც ABC მიდგომის შემოღების
შემდგომ. ასევე, მათი ნაწილი (დაახლოებით1/3) აღნიშნავს, რომ შესაბამისი ფორმების
შევსების შეწყვეტის შემდეგაც იმდენად ჩვევად ექცათ ამ სახით მუშაობა, რომ ისევ ამ
სახით აგრძელებენ მუშაობას. რესპოდენტთა დაახლოებით 2/3 ფიქრობს, რომ ამ სახით
მუშაობა პაციენტთან არის ეფექტური (მიუხედავად იმისა, როგორია მათ პაციენტებში
შედეგი) და არ საჭიროებს შეცვლას: მე ვთვლი, რომ ეს მიდგომა საჭიროა, ათიდან
ორმაც რომ მიატოვოს ეს მნიშვნელოვანია”. ზოგიერთი რესპოდენტის ოსაზრებით,
კარგი იქნებოდა თუ პაციენტისთვის რჩევების მიცემი დროს გამოიყენებდნენ
თვალსაჩინოებას ბუკლეტის ან ფლაერის სახით, სადაც ხაზგასმული იქნებოდა
ტუბერკულოზის შესახე და წარმოდგენილი ქნებოდა, როგორც მწეველის სე
არამწეველის ფილტვის ფოტო. ზოგიერთი რესპოდენტის აზრით ეს მიდგომა არ არის
ეფექტური: ეს მიდგომა უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, მაინც ვმუშაობ თამბაქოს
მოწევის შეწყვეტაზე ამის გარეშე“. ასევე იყო რამდენიმე რეპოდენტის (4 რეპოდენტი)
მოსაზრებაც, რომ ამ სახით მუშაობა მათ პირად ინტერესს არ შეესაბამება: „თუ ჩემს
ინტერესში იქნება ამ კვლევის მიზანი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას უფრო
ადექვატურად გავაკეთებ, მაგრამ როცა ეს გაივლის რამდენიმე ექიმის ხელში და ამ
კვლევის სტატისტიკური შეფასება კიდევ ვიღაცის ინტერესშია რა ვიცი რა გითხრათ.“
7
2. რესპოდენტთ მოსაზრება ყოვე ვიზიტზე შესაბამისი ქტივობების
განხორციელებაზ:
) პაციენტის მწეველობი სტატუს, ასევე ოჯახში მასზე მეორადი კვამლის
ზეგავლენის შეფასება: რესპოდენტების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, (მათი
ჩათვლითაც კი, ვინც თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის დანერგვის და
ამ სახით მუშაობის წინააღმდეგია ან ეჭვი ეპარება მის ეფექტურობაში), პაციენტის
მწეველობის სტატუსის შეფასება პირველ შეხვედრაზე აუცილებელია, ასევე ოჯახში
მასზე მეორადი კვამლის ზეგავლენის შეფასებაც: „ყოველ ვიზიტზე პაციენტთან
მუშაობა კარგია. მეორე ან მესამე ვიზიტზე თუ პაციენტის ოჯახში მასზე მეორადი
კვამლის მოქმედება არ შეიცვალა, შემდეგ ამის კითხვას ვფიქრობ აზრი არ აქვს. ფორმა
რომლითაც ვმუშაობთ საკმაოდ ადექვატურია.“
) მოწევის შეწყვეტის სპეციალური ფორმი შევსება: რესპოდენტების უმრავლესობის
აზრით ფორმის შევსება ყოველ ვიზიტზე საჭიროა. დიდ უმრავლესობა თანხმდება,
რომ თუ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომით უნდა იმუშაონ
პაციენტებთან ფორმის შევსება აუცილებელია“, „მართალია სხვა ბევრ ფორმებსაც
ვავსებთ და დიდად სასიამოვნო არ არის, მაგრამ რატომაც არა, თუ მუშაობ, ფორმაც
უნდა შეავსო“ და ”თავად ფორმაშიც არაფრის შესწორება არ არის საჭირო, ფორმებში
ძალიან კარგადაა ჩადებული განიცდის თუ არა პაციენტი მეორადი კვამლის
ზეგავლენას, ასევე კარგად ჩანს ამ ფორმებში, რომელ თვეში მოხდა კულტურის
კონვერსია, არამწეველებსა და მწეველებს შორის განსხვავება, რამდენად ხშირია
პროცესის რეაქტივაცია, და ეს რჩევების დროს ძალიან მოქმედებს, როდესაც გარკვეულ
მეცნიერულ შედეგებსაც დაუდებ, ძალიან კარგად მოქმედებს“. ზოგიერთი
რესპოდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით: “ეროვნული ცენტრიდან მოვიდა
ფორმა მე ვნახე და იმ TB 01ში ეწერა და ძალიან მომეწონა. ადრე ცალკე ფორმები
გვქონდა და ასე ძალიან მომეწონა. ვიზიტზე პაციენტი არ ემოდის ამ 01 ფორმის გარეშე.
დინამიკაშიც ხედავ თანა სულ ახსოვს, სუ შენს ვალწინ ტრიალებს.“
მოწევის შეწყვეტის სპეციალური ფორმების შევსების შესახებ რესპოდენტთა შორის
რამდენიმეს მოსაზრებით (მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა რეგიონების
რესპოდენტთა მნიშვნელოვანი რაოდენობა) ფორმების შევსება დიდ საჭიროებას არ
წარმოადგენს, ეს მათთვის ზედმეტი დატვირთვაა: რა ვიცი ახლა ამ ფორმას ვინმე თუ
აჯამებს და სტატისტიკისთვის თუა საჭირო, თორემ ... ამ ფორმის არსებობა მე მგონი
ჩემთვის არაფერ ცვლის, არამგონია რომ საჭირო იყოს“. აქ უნდა აღინიშნოს, რომ
მიუხედავად იმისა, რომ ჩაკითხვის შემდგომ: „რას ნიშნავს ჩემთვის არაფერს ცვლის
ასეთი რესპოდენტების უმრავლესობა აღმოჩნდა, რომ ნებსით თუ უნებლიედ საკუთარ
თავს გულისხმობდა და რა პაციენტს. რესპოდენტთა მცირე რაოდენობა ფიქრობს,
რომ თუ პირველი შეხვედრისას პაციენტი იტყვის, რომ არ არის მწეველი, მასთან
ფორმის შევსება არ არის საჭირო, ასევე ზოგიერთი პედიატრი თვლის, რომ ორმის
შევსება მათ არ ეხებათ. ჩაკითხვის შემდგომ აღმოჩნდა, რომ მოზარდებში საჭიროა
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომით მუშაობა. მინდა განსაკუთრებით
აღვნიშნო რამდენიმე გაღიზიანებული ექიმის უარყოფითი და გაღიზიანებული
დამოკიდებულება ამ მიდგომით მუშაობასთან დაკავშირებით: „იცით რამდენ
ანალიზს ვაკეთებთ, იცით რამდენ უმადურ პაციენტს ვემსახუებით დღე და ღამე, 620
8
ლარი მაქვს ხელფასი მე და პლუს ახლა ვიღაცა კვლევას აკეთებს და ეხლა მე კიდევ
იმის „პოდსობნი მუშა კარგით რაა. მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ პატივს ვცემ
განყოფილების გამგეს, დირექტორს“. განსაკუთრებით ეს განწყობა გამოიკვეთა
რეგიონების წარმომადგენლებთან (9 რესპოდენტიდან 5).
) პაციენტისთვის თამბაქოს ოწევის ეწყვეტის „ხანმოკლ რჩევის“ გაწევის
საჭიროებისა და ეფექტურობის შესახებ, მის ოჯახში მწეველ გარემო
გათვალისწინები. პაციენტისთვის „ხანმოკლე რჩევის“ გაწევის აუცილებლობის
შესახებ რესპოდენტთა უმრავლესობა თანხმდება და მათი დიდი უმრავლესობა
ამბობს, რომ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომამდეც პაციენტებს
პირველი შეხვედრისას და სიტუაციიდან გამომდინარე აძლევდნენ რჩევებს.
მაგალითად, თუ პაციენტი ათანხმდებოდა შეეწყვიტ მოწევა ან შეემცირებინა
მოწეული ღერების რაოდენობა, ისედაც ესაუბრებოდნენ მოწევის მავნებლობის
შესახებ და აძლევდნენ რჩევებს. გამოკითხვიდან ირკვევა, რომ რესპოდენტთა
უმრავლესობა არ არის კმაყოფილი მათ მიერ მიღწეული შედეგებით (მიუხედავად
იმისა, რომ ასახელებენ პაციენტების რაოდენობას, რომლებმაც შეწყვიტეს მოწევა ან
შეამცირეს მოწეული სიგარეტის ღერების რაოდენობა), ამიტომ პასუხობენ, რომ
„ხანმოკლე რჩევა მეტ-ნაკლებად ეფექტურია. მაგრამ, მნიშვნელოვნად და
აუცილებლად მიაჩნიათ ოჯახში პაციენტზე მეორადი კვამლის ზეგავლენის
განსაზღვრა (განსაკუთრებით არამწეველ პაციენტთა ოჯახებში) და პაციენტთან ამ
საკითხზე საუბარი. თუმცა, აზრი იმის შესახებ, თვეში ერთხელ ნებისმიერ პაციენტს
ყოველი შეხვედრის დროს უნდა გაეწიოს თუ არა “ხანმოკლე რჩევა“, რესპოდენტთა
მოსაზრებები გაიყო. რესპოდენტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არამწეველ პაციენტს
ყოველი შეხვედრისას უნდა დაესვას შეკითხვა მწეველობის სტატუსის შესახებ, სევე
ოჯახში მასზე მეორადი კვამლის ზეგავლენის შესახებ და თუ ის იმ ეტაპისთვის არ
არის მწეველი „ხანმოკლე რჩევისმიცემა საჭირო არ არის. რესპოდენტთა გარკვეული
ნაწილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ არამწეველი პაციენტის შემთხვევაში, თუ ოჯახში
მასზე არის მეორადი კვამლის ზეგავლენა, საჭიროა პაციენტის ოჯახის წევრებს
დაუკავშირდეს და „ხანმოკლე რჩევამათთანაც გამოიყენოს.
კითხვაზე: ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა გარკვეულ წინასწარ ფორმირებული
საკითხების და შესაბამისი მაგალითები მომზადება ხანმოკლე რჩევის მიცემის დროს,
რესპოდენტთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ მართალია ამაზე არ უფიქრიათ, მაგრამ
ასეთი მიდგომა კარგი იქნებოდა, გარკვეული ნაწილის აზრით: “ამის საჭიროებასაც
ვერ ვხედავ, რადგან ამას სპეციალური მომზადება და დიდი დროის ხარჯვა
ესაჭიროება. რესპოდეტთა დიდი უმრავლესობის აზრით, არ არის საჭირო
პაციენტებთან ან მათი ოჯახის წევრებთან უკუკავშირი მკურნალობის შემდეგ ისევ
აღადგინეს თუ არა მოწევა: “პირველ რიგში ეს საკითხი პაციენტის თვითშეგნებაზეა
დამოკიდებული, თვითონ უნდა გაითავისოს ამისი მნიშვნელობა“.
) მწეველ პაციენტისთვი „თამბაქოს მოხმარების ეწყვეტაშ დახმარების გაწევის
საჭიროების და ეფექტურობი შესახებ. რესპოდენტების უმრავლესობის აზრით
საჭიროა პაციენტს დაეხმარო თამბაქოს მოწევის შეწყვეტაში, მაგრამ მათ დიდ ნაწილს
არ აქვს გაცნობიერებულ რა იგულისხმება ამ საკითხის ქვეშ და მიიჩნევენ რომ
ამისთვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ და
„ხანმოკლე რჩევები სრულიად საკმარისია. ნაწილს კი მიაჩნია, რომ საჭიროა
ინტერვენციის მოხდენა და პაციენტთან პირველივე შეხვედრაზე შეთანხმება
9
შეწყვიტოს მოწევა ან შეამციროს სიგარეტის ღერების რაოდენობა ან თუნდაც
შეცვალოს მოწევის რეჟიმი, შემდეგ შხვედრაზე ისაუბრონ მიღწევებზე, გაამხნევონ და
შეაქონ პაციენტი გარკვეული შედეგის შემთხვევაში. ასევე, ურჩიონ მოწევის სურვილი
ჩაანაცვლონ ვთქვათ მზესუმზირით, მიწის თხილით და სხვა მსგავსი „სასუსნავით“.
ვინაიდან მათ პაციენტებს მკურნალობის პერიოდში ისედაც უწევთ ძალიან ბევრი
მძიმე გვერდითი მოვლენების მქონე მედიკამენტის მიღება, რესპოდენტთა დიდი
უმრავლესობის აზრით, თავს შეიკავებდა მედიკამენტოზური ჩამნაცვლბლების
გამოყენებისაგან. მათივე მოსაზრებით, კარგი იქნებოდა თუ ისეთი სამსახური
იარსებებდა ფსიქოლოგებისა თუ სხვა შესაბამისი სპეციალისტების სახი და
მოახდენდა პაციენტის რეფერირება, მაგრამ მათი პაციენტების დიდი უმრავლესობა
არის დაბალი ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობების, ასევე დაბალი
ინტელექტის მქონე და ისინი ამ მომსახურებაზე უარს იტყვიან. მათი მოსაზრებით:
“პაციენტს დაეხმარო თამბაქოს მოწევის შეწყვეტაში აუცილებელი, მაგრამ ძალია
რთული. „საკუთარი ოჯახი წევრაც ვერ დავეხმარე სანამ აპარატზე არ ჩართეს, მაგისი
ბერკეტი მე არა მაქვს. ფსიქოლოგი დახმარება არ იქნებოდა ცუდი, რადგან რაღაც
უნდობლობის და აუჯერებლობის სინდრომი აქვთ. გონიათ რო ექიმი ხარ და
ვალდებულების გამო ელაპარაკები ამის ესახებ. თუკი პროფესიონალის დახმარება
ექნებათ კარგი ქნება“.
1. რეპოდენტთა იერ პრაქტიკაში თამბაქოს ოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის
გამოყენება.
რესპოდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა პასუხობს, რომ პრაქტიკაში იყენებს
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომას, რაც მდგომარეობს შემდეგში, პირველ
შეხვედრაზე ჯერ ადგენს პაციენტის მწეველობის სტატუსს, ეკითხება მას არის თუ არა
მწეველი, რა ასაკიდან ეწვა სიგარეტს, რა რაოდენობით, რა ინტერვალებით,
გაღვიძებისთანავე, უზმოზე, დახურულ სივრცეში თუ გარეთ, როგორია მასზე ოჯახში
მეორადი კვამლის გავლენა. ამის შემდგომ იმის გათვალისწინებით, არის თუ არა
პაციენტი მწეველი და როგორია ოჯახში გარემო, პაციენტს აწოდებს ინფორმაციას,
როგორც თამბაქოს ისე სიგარეტის მავნე ზეგავლენის შესახებ ზოგადად
ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით პაციენტის დაავადების (ტუბერკულოზის)
თავისებურების გათვალისწინებით, უხსნიან მასზე და მისი ოჯახის წევრებზე
(განსაკუთრებით მცირეწლოვანებზე და მოზარდებზე) მეორადი კვამლის მავნე
ზემოქმედებას დახურულ საივრცეში და განსაკუთრებით იმ გარემოში სადაც ყველაზე
მეტ დროს ატარებენ, აგალითად მათ საცხოვრებელში. შემდგომ ურჩევს თამბაქოს
მოწევაზე თავის დანებებას, უარის შემთხვევაში სთავაზობენ დღეში მოწეული
სიგარეტის ღერების შემცირებას.
2. საშუალოდ, მწეველი პაციენტები რაოდენობა, რომლებმაც შეძლეს რესპოდენტთა
რჩევით ოწევის ეწყვეტა, უკუკავშირი მწევე პაციენტთან ან მის ოჯახის ევრებთა.
უნდა აღინიშნოს, რომ რესპდენტების უმრავლესობას თავიდან უჭირს დაკონკრეტება
მათი პაციენტების რა რაოდენობიდან რამდენმა შეწყვიტა თამბაქოს მოწევა მათი
რჩევით, მაგრამ შემდეგ ცდილობენ დააკონკრეტონ და რესპოდენტთა დიდი ნაწილი
10
ასახელებს, რომ მათი პაციენტების დაახლოებით 10%მა შეწყვიტა მკურნალობის
პერიოდში მოწევა (ზოგიერთს უჭირს გაიხსენოს ამ პერიოდში პაციენტების რა
რაოდენობამ იმკურნალა მათთან), ასახელებენ 1520%–საც, იყო პასუხები, რომ: „10
პაციენტიდან დაახლოებით 2 პაციენტი ანებებს თავს.“ ასახელებენ 12%–საც. იგივე
რესპოდენტები ამბობენ, რომ ბევრად მეტმა შეამცირა მოწეული სიგარეტების
რაოდენობა დღეში, რადგან სიგარეტების რაოდენობის შემცირება შედარებით არ
უჭირთ. ამასთან, ზოგიერთ რესპოდენტს აქვს ეჭვი, რომ შეიძლება პაციენტები
ყოველთვის მართალს არ ეუბნებოდნენ. რესპოდენტების გარკვეული ნაწილის
(განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა იმ რესპოდენტებში, რომლებსაც ეზარებათ და არ არიან
კმაყოფილები ამ მიდგომით მუშაობის, განსაკუთრებით რეგიონების
წარმომადგენლები) აღნიშნავენ, რომ მათმა პაციენტებმა ვერ შეძლეს თამბაქოს
მოწევისთვის თავის დანებება: „მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მოსვლაზე
ვეკითხებოდით, ვავსებდით და ვესაუბრებოდით, მაინც იმდენად დიდი იყო
თამბაქოზე დამოკიდებულება, რომ მაინც ბევრმა არ დაანება მოწევას თავი“. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ რესპოდენტთან აბსოლუტურ უმრავლესობაში ჰყავდათ პაციენტები,
რომლებმაც შეამცირეს დღეში მოწეული სიგარეტების რაოდენობა. ასევე უნდა
აღინიშნოს, რომ თავად არცერთი რესპოდენტი არ არის კმაყოფილი მიღწეული
შედეგის: „როცა ამდენ მუშაობას ეწევი ეს ზღვაში წვეთია ... დიდი არაფერი შედეგი არ
გვაქვს“. სტაციონარის ექიმების აზრით, მათთვის უფრო ადვილია მოწევაზე
პაციენტების კონტროლი, რადგან თითქმის ყოველდღიური შეხვედრები აქვთ მათთან,
მაგრამ როდესაც პაციენტი გადადი დისპანსერულ მკურნალობაზე, შემდეგ რა ხდება
მათ ინფორმაცია ღარ აქვ ამის შესახებ, დისპანსერის ექიმი ხელახლა იწყებს
პაციენტთან მუშაობას: „უმრავლესობა სტაიონარში ამცირებენ, რადგან აქ
შეზღუდულია, არ შეიძლება მოწევა, შემდეგ დისპანსერებში აგრძელებენ მათთან ამ
მიდგომით მუშაობას“. რესპოდენტების დიდ უმრავლესობას მკურნალობის
დასრულების შემდეგ პაციენტებთან უკუკავშირი აღარ აქვთ და თუ კი, იშვიათად
უწევთ პაციენტთან კონტაქტი და თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით არ
ეკითხებიან. მხოლოდ 30 რეპოდენტიდან 3 რესპოდენტმა რეგიონებიდან დააფიქსირა,
რომ ჰქონდათ მკურნალობის დასრულების შემდეგ უკუკავშირი რესპოდენტთან ან
მათი ოჯახის წევრთან.
3. ყოველ ვიზიტზე აციენტი მწეველობის სტატუსის დადგენა (ასევე მასზე მეორადი
კვამლის ემოქმედების შესახებ ოჯახში). რესპოდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ
თვეში ერთხელ პაციენტის მათთან ვიზიტის დროს, ადგენს მწეველობის სტატუსს და
მასზე მეორადი კვმლის გავლენის შესახებ ოჯახში ასევე პაციენტისგან იგებს. ასევე
აღნიშნავენ, რომ მათი პაციენტების უმრავლესობა ვიზიტზე მოდის რომელიმე ოჯახის
წევრთან ერთად (ძირითადად დედასთან ან მეუღლესთან) და ისინიც ერთვებიან ამ
გამოკითხვაში, ზოგჯერ ეუბნებიან ექიმს, რომ პაციენტი იტყუება, როცა ექიმს ეუბნება,
რომ აღარ ეწევა და სთხოვენ მეტი ზემოქმედება მოახდინონ პაციენტზე ამ საკითხთან
დაკავშირებით.
4. შესაბამის კითხვარის შევსება. როგორც გამოკითხვისას აღმოჩნდა, რესპოდენტების
უმრავლესობა რუტინულად ავსებს სპეციალურ კითხვარს. ყოველი მათგანი ამბობს,
რომ საკუთარი ხელით ავსებს კითხვარს, მაგალითად სტაციონარის ექიმები ამბობენ,
რომ პაციენტის გამოკითხვა ხდება პალატაში და შემდგომ კაბინეტში ავსებენ
კითხვარს (აღმოჩნდა, რომ კითხვარს სტაციონარში ავსებს ექთანი ექიმთან ერთად,
11
გამოკითხული იყო სტაციონარის ექთანი, რომელსაც კარგად ახსოვდა კითხვარის
შეკითხვები), ხოლო დისპანსერის და რეგიონის ნებისმიერი ექიმი საკუთარი ხელით
ავსებს კითხვარს. რესპოდენტების უმრავლესობას ახსოვს, რომ გაზაფხულზე,
დაახლოებით მარტში თუ აპრილში, დაასრულეს კითხვარის შევსება, მხოლოდ
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აგვისტოს
თვეშიც შეავსეს კითხვარი. მათივე ინფორმაციით, პაციენტის გამოკითხვას აწარმოებენ
თვეში ერთხელ ვიზიტისას, ხოლო ფორმას ავსებენ თვის ბოლოს, როდესაც ბაზის
მენეჯერს უნდა გადაუგზავნონ. ყველა რესპოდენტი აღნიშნავს, რომ იმის ცოდნა, რომ
შევსებული კითხვარი უნდა მიაწოდოს ბაზის მენეჯერს ეხმარება მათ, რომ არ
დაავიწყდეთ კითხვარის შევსება. დისპანსერის ექიმების დიდ უმრავლესობა
კითხვარის შევსების დროს აწარმოებს თამბაქოს ოწევის ესახებ პაციენტთან საუბარს,
ამას ესაჭიროება 1015 წუთი, ხოლო რეპოდენტები, რომლებიც კითხვარს ავსებენ
ცალკე ამაზე ხარჯავენ მაქსიმუმ 23 წუთს. პირველი ვიზიტისას კითხვარის
შევსებისას მეტი დრო ეხარჯებათ 2030 წუთი. გამოკითხვისას აღმოჩნდ, რომ ერთ
ერთი დისპანსერი ედიატრები ABC კითხვარს (ფორმას) არ ავსებენ. მაგრამ, ერთ
მათგანთან მაინც ჩატარდა გამოკითხვა, რადგან რესპოდენტმა განაცხადა, რომ
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაზე პაციენტებთან ის ამ მიდგომით მუშაობს, რაც
ინტერვიუს პროცესში ნაწილობრივ დადასტურდ კიდეც. სხვა დისპანსერის
პედიატრები ავსებენ ფორმებს და ABC მიდგომითაც მუშაობენ არასრულწლოვანებთან:
მე იმ კატეგორიის პაციენტები მყავს, რომლებთანაც ეს პრობლემა ნაკლებად არის.
სანამ ეს პროგრამა შემოვიდოდა, ჩემი პირველი კითხვა ბავშვთან მაინც იყო, ხომ არ
ეწევა სიგარეტს. სტატუსს რა თქმა უნდა ვადგენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოზარდი არ
ამხელს, მაგრამ მისი მშობელი მანიშნებს, რომ იგი ეწევა სიგარეტს, მე მონდომებით
ვცდილობ, რომ ვესაუბრო მას თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ“. მხოლოდ
ერთმა რესპოდენტმა გაიხსენა: “როდესაც კვლევები ეკუთვნით, მაშინ ვავსებთ კიდევ 2
თვის თავზე, მე5 თვეს, მე6 თვეზე. კოვიდ პანდემიამდე შევავსე მე თავად ბოლო
ფორმა ... ყოველ მოსვლაზე ვავსებდი ფორმას, ფორმის შევსებას და ამ საკითხზე
პაციენტთან საუბარს დაახლოებით 15 წუთს ვანდომებდი“.
5. რჩევები, რომლებსაც რესპოდენტები ძლევენ აციენტებს თამბაქოს მოხმარების
შეწყვეტი ABC მიდგომისას მოწევის შესაწყვეტაში დასახმარებლად (პაციენტზე
მეორადი კვამლის ზემოქმედების შესახებ ოჯახში):
რესპოდენტთა უმრავლესობის აზრით, თუ პაციენტი მწეველია მას რჩევა ყოველ
მოსვლაზე უნდა გაეწიოს: ) ნიკოტინს, რომელსაც შეიცავს სიგარეტი აქვს მავნე
ზეგავლენა ბრონქებზე, დაწვრილებით ესაუბრებიან ნიკოტინის ჯანმრთელობისთვის
მავნებლობაზე, განსაკუთრებით ტუბერკულოზთან დაკავშირებით: „ვეუბნები,
ნიკოტინი ერთ-ერთი მავნე ზემოქმედების მატარებელია ტუბერკულოზის დროს“,
ასვე ნიკოტინი აფერხებს ტუბერკულოზის სამკურნალო წამლის ზეგავლენას და მეტი
დრო ესაჭიროება გამოჯანმრთელებას; ) აწვდიან ინფორმაციას სიგარეტზე თავის
დანებების შემთხვევაში, როგორი იქნება შედეგი, მაგალითად, მედიკამენტის
ზეგავლენა გაიზრდება და გამოჯანმრთელების პროცესი დაჩქარდება; ) მაგალითის
სახით მოჰყავთ საკუთარი გამოცდილება (არ არიან მწეველები ან როგორ დაანებეს
მოწევას თავი): „საკუთარ მაგალითზე შემიძლია ავუხსნა, რომ მთავარია გადაწყვიტოს.
ზოგჯერ ჩემი კოლეგა მეტყვის, რომ რამდენს ელაპარაკებიო, მაგრამ ეს მომენტი
ნამდვილად მაქვს, რომ მინდა შთავაგონო მავნებლობის შესახებ და ისიც, რო თავის
12
დანებება ნამდვილად შესაძლებელია ჩემს მაგალითზე..“. დ) დახურულ სივრცეში
მეორადი კვამლის მავნე ზეგავლენის შესახებ; მაგალითად, თუ ბავშვი 5 წლისაა
ვეუბნები, თქვენ ქალბატონო ხომ იცით, რომ დახურულ სივრცეში სიგარეტის კვამლი
მავნებელია ბავშვის ფილტვებისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის. უმეტესობა
ამბობს, რომ სახლში არ ვეწევით, გარეთ (აივანზე) ვეწევითო“; ). მე თავიდანვე ისეთ
აქცენტს ვაკეთებ მოწევაზე, რომ მერე უკვე კომპლექსი უჩნდებათ იმის გამო ხომ არ
ვარ ცუდად, რომ ვეწევიო და ესეც გარკვეულ ზეგავლენას ახდენას“; ) ეუბნებიან
პაციენტს გაქვს ფილტვის სერიოზული დაავადება, რომლის ერთ–ერთი გამომწვევი
არის თამბაქოს მოწევა; ) შენი დაავადების რისკ-ფაქტორი არის თამბაქოს მოწევის
მავნე გავლენა, უნდა გადააგდო, აღარ უნდა მოწიო თუ გინდა, რომ
ტუბერკულოზისგან განკურნებაში გქონდეს შედეგი; ) მწეველებში სასუნთქ
სისტემას არ გააჩნია წინააღმდეგობის გაწევის უნარი ტუბერკულოზის ბაქტერიის
ორგანიზმში გავრცელებისას და ..
6. პრაქტიკული ახმარება, რომელსაც რესპოდენტები უწევენ პაციენტს თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტაში.
რესპოდენტთა გარკვეული ნაწილი პრაქტიკულ დახმარებად მიიჩნევს პაციენტისთვის
„ხანმოკლე რჩევის მიცემას“, მათი უმრავლესობა პირველი ვიზიტის და ფორმის
შევსების დაწყების დროს უთანხმდება პაციენტს სიგარეტის შეწყვეტის ან დღიურად
მოწეული ღერების რაოდენობის შემცირების შესახებ, ხოლო შემდეგ ვიზიტზე
ეკითხება რა მდგომარეობაა ამ საკითხთან მიმართებაში. რესპოდენტთა მცირე ნაწილი,
ასევე პაციენტთან ათანხმებს მოწევის შეწყვეტასთან ან შემცირებასთან გაწერილ გეგმას
და ამ გეგმას თვეში ერთხელ პაციენტის ვიზიტისას განიხილავს და შეაქვს
ცვლილებები. ზოგიერთი ურჩევს მოწევის სურვილი ჩაანაცვლოს სხვა სასიამოვნო
პროცესით მაგალითად მზესუმზირით, მიწის თხილით, კანფეტით: „ჩვენი
პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით, რომ მოწევა არის ჩვევა. ვეუბნებით, რომ როცა
მოწევა მოგინდება რაიმე წასახემსებელი, რაც გიყვარს და განიჭებს სიამოვნებას აი ის
მიიღე, მზესუმზირა, მოხალულ თხილი, ესეც რიტმული მოძრაობაა თითო–თითოს
ჩადება, ასევე სიამოვნებაც ენდორფინებიც გამომუშავდება და ეხმარება ან რაღაცა
ხილი, სასუსნავი ნამდვილად ეხმარებათ.“ რესპოდენტთა ძლიან მცირე (3-4) ნაწილი
ურჩევს პაციენტს მედიკამენტოზურ ჩანაცვლებას და ერთადერთი ამ ეტაპზე რაც
ბაზარზეა არის „ტაბექსი“. რესპოდენტთა უმრავლესობა არ არის მომხრე პაციენტს
თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება ურჩიოს მედიკამენტოზური მკურნალობით
(განსაკუთრებით კატეგორიულები არიან პედიატრები), რის მიზეზადაც პირველ
რიგში ასახელებენ მკურნალობის პროცესში პაციენტის მიერ მოხმარებული
მედიკამენტების დიდ რაოდენობას. მათი სიტყვით: „მედიკამენტოზურ
ჩამნაცვლებელს თუ ელეტრო სიგარეტს მე არ ვურჩევ. იცით რა, ფილტვის
ტუბერკულოზის დროს ისედაც პაციენტი ძალიან ბევრ მედიკამენტს იღებს, რომელსაც
ისედაც საკმაოდ არასასაიმოვნო გვერდითი მოვლენები აქვს და კიდევ დამატებითი
მედიკამენტისაგან თავს შევიკავებდი. პირიქით ვეუბნები, რომ არანაირი მედიკამენტი
არ მიიღოს. ისეთი მედიკამენტის მიღებისაც კი გვეშინია, როგორიცაა „ომეპრაზოლი“.
რესპოდენტები ასევე ამბობენ, რომ ზოგადად ცუდად იცნობენ თამბაქოს მოწევის
ჩამნაცვლებელი მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას. გამოკითხულებს შორის ერთ-
ერთი რესპოდენტის თქმით: „ერთადერთი პაციენტი მყავდა, რომელმაც თავი დაანება
მოწევას და გადავიდა ნიკოტინის შემცველ პლასტირზე. მაგრამ, ჩვენგან წასვლის
13
შემდგომ ვეღარ მივაწვდინე ხმა და არ ვიცი შემდეგ ისევ დაიწყო მოწევა თუ არა.
რამდენიმეს ვურჩიე ჩანაცვლება მედიკამენტით, მაგრამ დიდ უმრავლესობას არ
უნდათ გაგონება, რომ თამბაქოს მოწევა უნდა შეწყვიტოს“.
14
კვლევის ანალიზის შედეგად თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომისა
გამოვლენილი რობლემები
პრობლემები, რომელიც ცოდნასთან დაკავშირებით რესპოდენტთა გამოკითხვისას
გამოიკვეთა:
1. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ ფლობს მყარ ცოდნას თამბაქოს მოხმარების
შეწყვეტის ABC მიდგომის და მისი შემადგენელი კომპონენტების შესახებ, რის გამოც
უჭირთ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა. კომპონენტების შეხსენებისასაც კი
ვერ იხსენებენ რომელი კომპონენტის ქვეშ რა ქმედება უნდა განხორციელდეს მათ
მიერ. რესპოდენტები ამის მიზეზად ასახელებენ, რომ დიდი ხნის წინს გაიარეს
ტრეინინგი, ასევე გარკვეული დრო გავიდა ბოლო ფორმების ბაზის მენეჯერთან
გადაგზავნის შემდგომ. მხოლოდ პრაქტიკაში მათ მიერ განხორციელებული
ქმედებების გახსენებისას ახსენდებათ მათ მიერ ჩტარებული მოქმედება რომელ
კომპონენტს შეესაბამება;
2. ასევე, სამედიცინო პერსონალთან საუბრისას გამოვლინდა, რომ თამბაქოს მოწევის
მავნე ზეგავლენაზე საუბრისას, როგორ ზოგადად ჯანმრთელობაზე თამბაქოს
მავნებლობის, ისე ტუბერკულოზთან თუ სხვა თანმდევ დაავადებებთან მიმართებაში
ინფორმაციის მიწოდებისას, განსაკუთრებით მოწევაზე თავის დანებების შემდგომ
სარგებლობის შესახებ საუბრისას რესპოდენტებს ესაჭიროებათ უფრო მეტი,
დაკონკრეტებული, სისტემური და ჩამოყალიბებული ცოდნა;
3. ცოდნასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემა გამოვლინდა
რესპოდენტებთან ისეთ საკითხში, როგორიცაა „პრაქტიკულ დახმარებას, რომელსაც
რესპოდენტები უწევთ პაციენტს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში“., როგორიცაა:
1) რესპოდენტებმა არ იციან, რომ თამბაქოს შეწყვეტასთან დაკავშირებული
მედიკამენტოზური მკურნალობა საშუალოდ 8 კვირაზე მეტხანს გრძელდება; 2)
რესპოდენტებს ფაქტიურად არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ თავად მედიკამენტების და
მათი უკუჩვენებების შესახებ; 3) ესპოდენტებს არ აქვთ ცოდნა სად უნდა მოხდეს
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პაციენტების რეფერირება.
პრობლემები, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის მიმართ
რესპოდენტთა დამოკიდებულებაში გამოვლინდა მდგომარეობს იმაში, რომ:
15
1. რესპოდენტთა გარკვეული ნაწილი, მიუხედავად მიღწეული შედეგისა,
არაეფექტურად მიიჩნევს თამბაქოს მოწევის თავის დანებების საქმეში ამ მიდგომას.
მათი აზრით, ეს მიდგომა ფორმალურ ხასიათს ატარებს და ადრეც მუშაობდნენ ამ
საკითხზე პაციენტებთან, ანუ ეს რესპოდენტები ვერ აცნობიერებენ, რომ ABC
მიდგომის შემოღების შემდგომ ამ საკითხმა მიიღო სისტემური და ფორმირებული
ხასიათი;
2. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ ექიმების დამოკიდებულება ამ
მიდგომის მიმართ (მათ მიერ დახარჯული 10 -15 წუთი თვეშ ერთხე ვიზიტისას)
აღქმულია, როგორც დიდი დრო და ძალისხმევა და ამ სახით მუშაობა მათ პირად
ინტერესს არ შეესაბამება: თუ ჩემს ინტერესში იქნება ამ კვლევის მიზანი, მე
დარწმუნებული ვარ, რომ ამას უფრო ადექვატურად გავაკეთებ, მაგრამ როცა ეს
გაივლის რამდენიმე ექიმის ხელში და ამ კვლევის სტატისტიკური შეფასება კიდევ
ვიღაცის ინტერესშია, რა ვიცი რა გითხრათ.“ ანუ, აქ იკვეთება, რომ თავად
რესპოდენტი არ აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიდგომა პაციენტისთვის;
3. ოჯახში პაციენტზე მეორადი კვამლი ზეგავლენის შეფასება ხდება პირველი
ვიზიტისას, უკეთეს შემთხვევაში მეორე ვიზიტზე შეიძლება ექიმი ჩაეკითხოს ამის
შესახებ და შემდგომ შეხვედრებზე უკვე ნაკლებად. ასევე, ამ საკითხის შესახებ
გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა პაციენტის ოჯახის წევრებს არ აყენებს საქმის
კურსში და არ საუბრობს მათთან (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვიზიტზე პაციენტს
მოყვება ოჯახის წევრი), ზოგადად არ მიაჩნიათ ოჯახის წევრებთან ამ საკითხზე
საუბარი საკუთარ მოვალეობად;
4. უკუკავშირი მკურნალობის შემდეგ ისევ აღადგინეს თუ არა მოწევა. რესპოდენტთა
მოსაზრებით: “პირველ რიგში ეს საკითხი პაციენტის თვითშეგნებაზეა
დამოკიდებული, თვითონ უნდა გაითავისოს ამისი მნიშვნელობა;
5. ზოგადად, ფორმებში რესპოდენტების აზრით არანაირი ცვლილების შეტანა არ არის
საჭირო, ზოგიერთი რესპოდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კარგია თუ ეს
ფორმა ცალკე არ იქნება და ისე, როგორც ეროვნული ცენტრიდან მოსულ ფორმაში TB
01–ში ეწერებ. რადგან, „ვიზიტზე პაციენტი არ შემოდის ამ 01 ფორმის გარეშე.
დინამიკაშიც ხედავ თანაც სულ გახსოვს, სულ შენს თვალწინ ტრიალებს.“ ასევე,
რესპოდენტთა მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ პედიატრების ვალდებულება არ არის
ფორმის შევსება და პაციენტებთან ამ მიდგომით მუშაობა. ზოგიერთის მოსაზრებით,
თუ პაციენტი არ არის მწეველი პირველი ვიზიტის შემდგომ ფორმის შევსება და ამ
მიდგომით მუშაობა არ არის საჭირო (ავიწყდებათ მეორადი კვამლის ზემოქმედება,
ასევე მკურნალობის პერიოდში პაციენტმა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს
თამბაქოს მოწევა);
6. რესპოდენტთა მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ურჩიოს პაციენტს თამბაქოს
მოწევის მედიკამენტოზური მკურნალობის შესახებ.
16
პრობლემები, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის მიმართ
რესპოდენტთა პრაქტკულ მუშაობაში გამოვლინდა, არის შემდეგი:
1. ზოგადად, რესპოდენტთა მუშობისას მათი განწყობა და დამოკიდებულება
(ოპტიმიზმი, მონდომება) ამ მიდგომით პციენტებთან მუშაობისას აისახება მათ მიერ
მიღწეულ შედეგებზე;
2. დისპანსერიზაციიდან სტაციონარში პაციენტის გადასვლის შემდგომ, სტაციონარის
ექიმი არ ითვალისწინებს დისპანსერიზაციის დროს მიღწეულ შედეგს და არც
დისპანსერის ექიმს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით უკუკავშირი პაციენტთან, აც
ცუდად აისახება პაციენტთან მიღწეულ შედეგზე;
3. ზოგიერთი რესპოდენტი ფორმას ავსებს პაციენტთან უშაობის შემდგომ, ოლო
რესპოდენტთა ნაწილი (მაგალითად რეგიონებში) ფორმას ავსებს თვის ბოლოს,
როდესაც ბაზის მენეჯერს უნდა გადაუგზავნოს ფორმის ასლი. ფაქტობრივად, ფორმის
შევსების დროს პაციენტთან შეხვედრის შემდგომ გასულია გარკვეული დრო
(რესპოდენტს შეიძლება დავიწყებული ჰქონდეს კითხვარის დეტალები), ასევე
როდესაც საუბრისას მედპერსონალს თან არ აქვს ფორმა დეტალურად და ნათლად არ
ექნება წინ შეხვედრისას რა მდგომარეობა იყ პაციენტთან, რაზ შეთანხმდნენ და
ვერც სწორი ანალიზის გაკეთებას ეძლებს.
4. გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ პროვაიდერ ორგანიზაციაში პედიატრები
არ მუშაობენ ამ მიდგომით, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მათი პაციენტები არიან
ბავშვები, ვიზტისას მათ აუცილებლად თან ახლავს მშობელი და მშობელთან ერთად
ესაუბრებიან თამბაქოს მოწევის მავნებლობაზე. ამ შემთხვევაში არ არის
გათვალისწინებული მოზარდის “თინეიჯერული ასაკი, ის რომ მათთან მშობლის
გარეშე ამ საკითხზე საუბარმა (კონფიდენციალურობა) შეიძლება უკეთესი შედეგი
მოგვცეს. ასევე, ბავშვებში მეორადი კვამლის ზეგავლენის არსებობის შემთხვევაში
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომით მშობლებთან არ ხდება მუშაობა.
5. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომისას მართალია თითქმის ყველა
რესპოდენტი ამბობს, რომ მკურნალობის დაწყებისას პაციენტებს ესაუბრებიან,
ვინაიდან თავს ძალიან ცუდად გრძნობენ და უჭირთ თამბაქოს მოწევა და ისედაც
ამცირებენ მოწეული ღერების რაოდენობას. შეიძლება წყვეტენ კიდეც მოწევა, მაგრამ
თავს კარგად იგრძნობენ თუ არა მალევე იწყებენ მოწევას ძველი ჩვეულებისამებრ.
პრობლემაა ის რომ, რესპოდენტებს ამ დროს არ აქვთ გარკვეული მიდგომა
ჩამოყალიბებული როგორ იმუშაონ პაციენტებთან.
17
დახმარება, რომელსაც ესპოდენტები უწევენ პაციენტებ ამბაქოს მოხმარების
შეწყვეტაშ
პრობლემები, რომლებიც რესპოდენტების პრაქტიკული დახმარებისას, პაციენტებთან
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში გამოვლინდა არის შემდეგი:
1. რესპოდენტების ნაწილი საერთოდ არ მუშაობს პაციენტებთან ამ საკითხზე.
2. რესპოდენტების გარკვეული ნაწილის მიერ შეიძლება ხდება პაციენტთან
გარკვეული შეთანხმება თამბაქოს მოწევის შეწყვეტის ან შემცირების შესახებ, მაგრამ
არ ხდება გარკვეული დროით გაწერილი გეგმით მუშაობა.
3. რესპოდენტების დიდი უმრავლესობა არ ურჩევს პაციენტს მედიკამენტოზურ
მკურნალობას.
4. რესპოდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან არ ხდება თამბაქოს მოწევის
შეწყვეტასთან დაკავშირებით პაციენტის რეფერირება.
18
კვლევისას გამოვლენილი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის დანერგვის
დროს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრი გზები და რეკომენდაციები
1. საჭიროა თამბაქოს ოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის პროვაიდერი
ორგანიზაციების სამედიცინო პერსონალ პერიოდულად ჩაუტარდეს სემინარები
(სამუშა შეხვედრები), სადაც გათვალისწინებული ქნება ქვემოთ ჩამოთვლილ
საკითხები თემატიკის მიხედვით.
2. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის შემადგენელი კომპონენტების
შესახებ საკითხების მოწოდებისას ხაზგასმული უნდა იყოს თითოეული კომპონენტის
პრაქტიკაში მათ მიერ შესრულებულ ქმედებასთან კავშირი და მნიშვნელობა.
3. სამედიცინო პერსონალს უნდა მიეწოდოს (ან მათთან ერთად ჩამოყალიბდეს)
ინფორმაცია თამბაქოს მოწევის მავნე ზეგავლენის, ჯანმრთელობაზე თამბაქოს
მავნებლობის, განსაკუთრებით ტუბერკულოზთან თუ სხვა თანმდევ დაავადებებთან
მიმართებაში, მოწევაზე თავის დანებების შემდგომ სარგებლობის შესახებ
ინფორმაცია, სისტემური და ჩამოყალიბებული ცოდნა (მიეწოდოს წერილობითი
სახით).
4. თამბაქოს შეწყვეტასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის
მეთოდებზე საჭიროა კვლავ ყურადღების გამახვილება, შესაბამისი გაიდლაინის
დამტკიცება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რათა პრაქტიკულად და სისტემურ
დონეზე დაინერგოს შესაბამისი სერვისი. აუცილებელია, ასეთი სერვისი და
მედიკამენტები უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს ტუბერკულოზით დაავადებული
პაციენტებისათვის.
5. სამუშაო შეხვედრებისას ძალიან ხშირად ხაზის გასმა უნდა მოხდეს, რომ ABC
მიდგომით მუშაობის დანერგვა საჭიროა თავად მათი პაციენტების მკურნალობისას
შედეგის მიღებაში და არა იმისთვის, რომ ვიღაცას სჭირდება რაღაც სტატისტიკა;
6. თავად სამედიცინო პერსონალის მიერ იმის გათავისებას რა დიდი მნიშვნელობა აქვს
თამბაქოს მოწევის თავის დანებების საქმეში პაციენტებისთვის ABC მიდგომას და მის
თითოეულ კომპონენტს, რომ ეს მიდგომა არ არის ფორმალური ხასიათის.
7. სამუშაო შეხვედრებზე ხაზი უნდა გაესვას, იმ დროის მცირე მონაკვეთს (1015 წთ),
რომელიც საჭიროა პაციენტთან ABC მიდგომით მუშაობისთვის და გაწეული სამუშაოს
შედეგების შესაბამის რეესტრში ასახვისთვის, რათა მომავალში ექიმებისათვის
შესაძლებელი გახდეს შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების ფორმის შემოღება.
19
8. ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახში პაციენტზე მეორადი კვამლის ზეგავლენის
შეფასებას და ამ საკითხზე პაციენტთან ყოველ თვეში ერთხელ შეკითხვის და
ინფორმაციის მიწოდების და პაციენტების ოჯახის წევრებთან კავშირის
მნიშვნელობას, განსაკუთრებით ედიატრების მიე.
9. მნიშვნელოვანია უკუკავშირი იმის დასადგენად, მკურნალობის შემდეგ ისევ
აღადგინეს თუ არა მოწევა ან მოწევის ინტენსივობა.
10. ფორმებზ საუბრისას მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ყოველ თვეში ერთხელ ფორმის
შევსების აუცილებლობას, სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა მოხდეს
ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ფორმის განხილვა და მისი ინტეგრირების
შესაძლებლობა ტუბ დაავადებულის შესაბამის სააღრიცხვო ფორმასთან.
11. დისპანსერიზაციიდან სტაციონარში პაციენტის გადასვლის შემდგომ სტაციონარის
ექიმის მიერ პაციენტთან უკუკავშირს და ასევე დისპანსერის ექიმთან კონტაქტს
მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს.
12. აუცილებელია ქიმებს ჩამოუყალიბდეთ პაციენტთან ერთად მოწევის შეწყვეტის
გეგმის გაწერის პრაქტიკა, მოწევის შეწყვეტაში ყველა შესაძლო დახმარების გაწევის
შესაძლებლობის განვითარება და უკუკავშირის პრაქტიკის დანერგვა.
20
დანართ 1: ინტერვიუერის სახელმძღვანელ
ამოცანა: თამბაქოს ოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის შესახებ ტუბერკულოზის
მკურნალობაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ცოდნის, დამოკიდებულებისა და
პრაქტიკის შესწავლა, კერძოდ:
ცოდნა
1. თუ შეიძლება გაიხსენეთ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომა და
დაახასიათეთ მათი შემადგენელი კომპონენტები (A-ჰკითხეთ პაციენტს თუ ეწევა; B-
მიეცით მოკლე რჩევა თამბაქოზე უარის თქმის მნიშვნელობასა და სარგებელზე, ასევე
შექმნანა მოწევისაგან თავისუფალი გარემო სახლში); C-გაუწიეთ პაციენტს დახმარება
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში);
2. რას მოიცავს ტერმინი „ჰკითხეთ“ (ყოველ ჯერზე ექიმთან პაციენტის ვიზიტისას,
ექიმმა უნდა დაადგინოს პაციენტის მწეველობის სტატუსი,ასევე აქვს თუ არა პაციენტს
მოწევისაგან თავისუფალი გარემო);
3. თუ შეიძლება გაიხსენეთ „მოკლე რჩევისშემადგენელი ნაწილები (აუხსნას რატომაა
მნიშვნელოვანი კონკრეტულად მისთვის შეწყვიტოს მოწევა და რა ზიანს მოუტანს
მოწევა პაციენტს, ასევე ჩამოთვალოს ის სარგებელი ჯანმრთელობაზე, რასაც მოწევის
შეწყვეტის შემთხვევაში მიიღებს პაციენტი. გამოხატოს ემპათია/თანაგრძნობა,
პატივისცემა, მოუსმინოს პაციენტს და ეცადოს ასაუბროს პაციენტი იმ პრობლემებზე,
რომელიც დაკავშირებულია მოწევასთან და .. ასევე ურჩიოს პაციენტს რა
მნიშვნელიბა აქვს მისთვის მეორადი კვამლის ზემოქმედებას სახლში);
4. თუ შეიძლება განმიმარტეთ რას მოიცავს ტერმინი „გაუწიეთ პაციენტს დახმარება
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში“ (დანიშნოს მოწევის შეწყვეტის თარიღი; გაუწიოს
რჩევები და რეკომენდაციები რა გააკეთოს იმ შემთხვევაში თუ მოწევა მაინც
მოუნდება. თუ საჭიროა ჩართოს თამბაქოს საწინააღმდეგო მედიკამენტური თერაპია,
როგორც წესი მედიკამენტების გამოყენება ხდება 8 კვირის განმავლობაში მას შემდეგ
რაც პაციენტმა თავის დაანება მოწევას ან მოახდინოს პაციენტის რეფერალი შესაბამის
დაწესებულებაში).
დამოკიდებულება
1. როგორია თქვენი პირადი დამოკიდებულება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC
მიდგომის მიმართ ზოგადად; თქვენი აზრით რამდენად ეფექტურია იგი და თუ არაა
ეფექტური, რა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს
პაციენტს შეწყვიტოს მოწევა?
2. არის თუარა საჭირო და უცილებელი ყოველ ვიზიტზე შეაფასოთ პაციენტის
მწეველობის სტატუსი, სევე ოჯახში მასზე მეორადი კვამლის ზეგავლენა და შეავსოთ
21
მოწევის შეწყვეტის სპეციალური ფორმა? თუ არა რატომ, მოიყვანეთ მაგალითები და
არგუმენტები;
3. ქვენი აზრით, რამდენად საჭიროა თქვენს მწეველ პაციენტს გაუწიოთ თამბაქოს
მოწევის შეწყვეტის „მოკლე რჩევა“, მისი ოჯახში მწეველი გარემოს გათვალისწინებით.
თუ თვლით რომ არაა საჭირო ან არაეფექტურია, თქვენი აზრით რა იქნებოდა უფრო
გამართლებული ამ შემთხვევაში?
4. თქვენი აზრით, საჭიროა თუარა თქვენს მწეველ პაციენტს „გაუწიოთ დახმარება
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში“? თუ საჭიროა, რატომ და თუ არაა საჭირო ან
არაეფექტურია რატომ თვლით ასე და რა მიგაჩნიათ უფრო ეფექტურ ინტერვენციად
იმისათვის რომ მეწველმა შეწყვიტოს მოწევა? გთხოვთ, მოიყვანოთ მაგალითები.
პრაქტიკა
1. თუ შეიძლება გულახდილად გვიპასუხეთ, პრაქტიკაში როგორ იყენებთ თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომას. გთხოვთ მოიყვანეთ მაგალითები, როგორც
აქტიურ ასევე პასიურ მწეველებთან მიმართებაში. საშუალოდ მწეველი პაციენტების
რა რაოდენობიდან რამდენმა შეძლო თქვენი რჩევით მოწევის შეწყვეტა ან შიცვალა
თუ არა თქვენს პრაქტიკაში პაციენტის ოჯახში მწეველი გარემო? რა პერიოდით
წყვეტენ ხომლე მოწევას? გაქვთ თუარა უკუკავშირი მწეველ პაციენტთან ან მისი
ოჯახის წევრებთან? გთხოვთ გაგვიზიარეთ პრაქტიკული გამოცდილება
2. ყოველ ვიზიტზე ეკითხებით თუ არა პაციენტს მწეველობის სტატუსს. არის თუ არა
შემთხვევები, როდესაც მომდევნო ვიზიტებზე გავიწყდებათ მწეველობის შესახებ
კითხვის დასმა პაციენტისთვის, როგორც პაციენტის ისე მასზე მეორადი კვამლის
ზემოქმედების შესახებ ოჯახში ან გეზარებათ შესაბამისი ფორმის შევსება?
პრაქტიკაში რუტინულად აწარმოებთ სპეციალური კითხვარის შევსებას? თქვენ თავად
ახდენთ მონაცების შეტანას თუ გეხმარებათ ვინმე? თუ სხვა პირი გეხმარებათ,
გთხოვთ გვითხრათ ვინ ავსებს ფორმულარს. ბოლოს რომელ თვეში შეავსეთ თქვენ ან
სხვა პირმა მოწევის შეწყვეტის ფორმა და რამდენ პაციენტზე? რა დრო გეხარჯებათ
ფორმის შევსებაში?
3. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რას სახის რჩევებს აძლევთ პაციენტებს მოწევის
შესაწყვეტაში დასახმარებლად, ასევე პაციენტზე მეორადი კვამლის ზემოქმედების
შესახებ ოჯახში? თუ შეიძლება მოიყვანეთ მაგალითები
4. თუ შეიძლება აღწერეთ რა სახის პრაქტიკულ დახმარებას უწევთ პაციენტს თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტაში? გთხოვთ მოიყვანეთ მაგალითები.
22
დანართი 2: ინფორმირებული თანხმობის ფორმა
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და მონიტორინგის ცენტრი დაავდებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით
აწარმოებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ABC მიდგომის შესახებ ტუბერკულოზთან
დაკავშირებული სევისის პროვაიდერთა სამედიცინო პერსონალის ცოდნის,
დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესწავლას.
კვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაცია და მასალები არის კონფიდენციალური
და ამასთან მონაცემების დამუშავების დროს არ მოხდება მისი განპიროვნება და
შესაბამისად, შეუძლებელი იქნება პიროვნების იდენტიფიცირება. კვლევის პერიოდში
გადაღებული ფოტო/ვიდეო, აუდიო ჩანაწერები და მომზადებული ტრანსკრიპტები
შენახვის მიზნით გადაეცემა დამკვეთს - დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომელიც მისთვის მონაცემთა
გადაცემის მომენტიდან ღებულობს პასუხისმგებლობას მონაცემთა
კონფინედციალობის დაცვასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე
___________________________________________________________________________
(სახელი, გვარი და პირადი ნომერი)
თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო ზემოაღნიშნულ კვლევაში, რასაც
ვადასტურებ ხელმოწერით -
ინტერვიუერი: რუსუდან ქსოვრელი -
ადგილი, თარიღი:
ResearchGate has not been able to resolve any citations for this publication.
ResearchGate has not been able to resolve any references for this publication.