Content uploaded by Natia Sordia
Author content
All content in this area was uploaded by Natia Sordia on Jun 26, 2019
Content may be subject to copyright.
26
ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი
2019,
#
1, გვ. 26-37
ზღურბლის ეფექტი: ემოციური ინტელექტის,
როგორც პიროვნული ნიშნის მიმართება
ემოციურ შემოქმედებითობასთან
ნათია სორდია, ხათუნა მარწყვიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აბსტრაქტი
ემოციური ინტელექტისა და ემოციური შემოქმედებითობის შესახებ არსებული კვლ ე -
ვე ბიდან ცნობილია, რომ საქმე ურთიერთდამოუკიდებელ, თუმცა გარკვეულწილად, ურ თი-
ერ თდაკავშირებულ კონსტრუქტებთან გვაქვს (Ivcevic et al., 2007). ემოციურ ინტელექტსა და
ემო ციურ შემოქმედებითობას შორის კავშირი შესაძლოა ინტელექტსა და შემოქმე დე ბი თო -
ბას შორის კავშირის მსგავსი იყოს (Averill, 1999). კერძოდ, შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც არ-
სე ბობდეს ზღურბლის ეფექტი, რაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მიმდინარე
კვლევა მიზნად ისახავს სწორედ ამ ცვლადებს შორის არსებული კავშირის სპეციფიკის დად-
გენას ზღურბლის თეორიის შემოწმების საფუძველზე. კვლევაში მონა წი ლე ობ და 17-დან 49
წლამდე ასაკის (M=21.87, SD=5.84), 342 ინდივიდი. მონაცემთა ანალიზმა და ადას ტურა, რომ
ემო ციური ინტელექტი და ემოციური შემოქმედებითობა ურთიერთ დამო უ კი დე ბელი, თუმცა
ურთიერთდაკავშირებული კონსტრუქტებია. ამ კავშირის თავისებურებათა შეფასე ბი სას ჩანს,
რომ ემოციური ინტელექტი როგორც ერთიანი კონსტრუქტი, ასევე, მისი კომ პო ნენტები,
ემოციური შემოქმედებითობის პრედიქტორიები არიან. სეგმენტური რეგ რე სი ული ანალიზი
აჩვენებს, რომ ზღურბლის ჰიპოთეზის საფუძვლად მდებარე პრინციპი ემო ციურ ინტელექტსა
და ემოციურ შემოქმედებითობას შორის კავშირის სპეციფიკას განსა ზ ღ ვრავს. კერძოდ,
ემოციური ინტელექტის ორ ფაქტორს – სოციალურობა და ფსიქო ლო გიური კარგად ყოფნა
– პრედიქტორული ღირებულება აქვს ემოციური შემოქმედები თო ბის თვის მაშინ, როდესაც
ემო ციური ინტელექტის ქულა ზღურბლის მაჩვე ნე ბელ ზე მაღალია; ხოლო ემოციურობისა
და თვითკონტროლის ფაქტორებს კი – როდესაც ემოციური ინტე ლექ ტის ქულა ზღუბლის
მაჩვენებლებზე დაბალია. მოცემული კვლევა გვა წ ვდის ინფორ მა ციას ემოციურ ინტელექტს,
როგორც პიროვნულ ნიშანსა და ემოციურ შე მოქ მედებითობას შორის კავშირის სპეციფიკის
შესახებ, რითიც ამ ორი კონსტრუქტის ბუნებისა და თავი სე ბუ რებების შესახებ არსებულ
ცოდნას აფართოებს.
ძირითადი ცნებები: ემოციური ინტელექტი, ემოციური შემოქმედებითობა, ზღურბლის
თე ო რია
ფართოდ გავრცელებული განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის
ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვის და რეგულირების უნარი (Mayer &
Salovey,1997). ემოციური ინტელექტის შესახებ არსებული განსხვავებული თეორიული
მოდელები, კონსტრუქტის ურთიერთგანსხვავებულ კონცეპტუალიზაციას გვთა ვა-
27
ზღურბლის ეფექტი: ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მიმართება ემოციურ...
ზო ბენ. ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მოდელის მიხედვით,
ემო ცი ური ინტელექტი ემოციებთან დაკავშირებული თვითაღქმების ერთობლიობას
წარ მო ადგენს და ოთხ ფაქტორს მოიცავს; ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა, თვით-კონ-
ტრო ლი, ემოციურობა და სოციალურობა. პირველი, ცხოვრებით კმაყოფილების და
ბედ ნიერების გენერალიზებულ განცდას უკავშირდება. თვითკონტროლი – გარემოს
ზეწო ლასთან, სტრესთან გამკლავების, საკუთარი სურვილების კონტროლის უნარს
გუ ლი
ს ხმობს. ემოციურობაში საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების აღქმის,
გამოხა ტ ვისა და ახალი ურთიერთობების დამყარების უნარი მოიაზრება. სოციალური
ურთი ერ თო ბების დამყარებისა და გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის უნარს კი
მეოთხე, სო ციალურობის ფაქტორი ასახავს (Petrides & Furnham, 2000).
გარშემომყოფების და საკუთარი ემოციების აღქმის, გამოხატვის და მართვის
უნა რის გან (Mayer & Salovey, 1997) განსხვავებით, ემოციური შემოქმედებითობა განი-
მარ ტე ბა, როგორც ორიგინალურ და ეფექტურ ემოციათა განცდის უნარი (Averill &
Thomas-Knowles, 1991). ემოციური შემოქმედებითობა აერთიანებს ისეთ კომპო ნენ ტებს,
როგორიცაა: (1) სიახლე/ორიგინალურობა – ბაზისური ემოციების გარკვეული ვარი აც-
ი ებისა და ინდივიდისთვის სპეციფიკური, ახალი ემოციების განცდის უნარი; (2) ეფექ-
ტურობა – ინდივიდის ან ჯგუფისთვის სარგებლის მოტანის უნარის ქონაში ვლინდება
და (3) ავთენტურობა – ინდივიდის გამოცდილებისა და ღირებულებების უშუალოდ
ასა ხვის შესაძლებლობა. ემოციურ შემოქმედებითობაზე საუბრისას, დამატებით,
მზაობის კომპონენტი გამოიყოფა, რაც ემოციათა გაანალიზებისა და მათი შემდგომი
გამოკვ ლე ვის, გააზრების სურვილს გულისხმობს.
ხსენებული ორივე კონსტრუქტი ემოციებისა და ინტელექტუალური უნარების
გამოყენებით, ემოციებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის შესაძ ლებ ლო ბებს
ეხება, რაც ამ ორი კონსტრუქტისთვის საერთო მახასიათებელთა არსებობაზე მეტ ყვე-
ლებს, თუმცა ემოციური ინტელექტის შემთხვევაში, ნეგატიურ ემოციებთან გამკლა-
ვება და პოზიტიური ემოციების განცდის ხელშეწყობა კონვერგენტულ აზროვნებას
ეფუძ ნება (Mayer, Caruso, & Salovey, 1999), ემოციური შემოქმედებითობა კი პრობლემის
მოგვარების ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებული მეთოდების ძიებას გულის-
ხმობს და დივერგენტულ აზროვნებას უკავშირდება (Averill, 1999). საფუძვლად მდე-
ბარე პროცესების მიხედვით არსებული განსხვავების გარდა, ემოციური ინტელექტისა
და ემოციური შემოქმედებითობის კორელატების კვლევისას ჩანს, რომ ემოციური
შემოქმედებითობა კოგნიტურ ინტელექტს არ უკავშირდება (Averill & Thomas-Knowles,
1991), მაგრამ უკავშირდება შემოქმედებით აქტივობებს და ინტერესებს (Fuchs, Kumar,
& Porter, 2007), ისეთ უნარებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, აკადემიურ სფეროში წარ-
მა ტების მიღწევის განმსაზღვრელია (Ahmadi, Ahmadi, & Delshad, 2015).
ემოციური შემოქმედებითობის ცალკეული კომპონენტები განსხვავებულად, თუმ-
ცა მნიშვნელოვნად არიან დაკავშირებულნი დიდი ხუთეულის ისეთ ნიშნებთან, როგო-
რიცაა გამოცდილებისადმი ღიაობა, ექსტრავერსია და ნევროტიზმი (Averill, 1999). რაც
შეეხება ემოციური ინტელექტის პიროვნულ ნიშნებთან მიმართებას, ითვლება, რომ
ის თანხმობისადმი მზაობასთან არის დადებით კორელაციაში (Mayer, Salovey, & Caru-
28
ნათია სორდია, ხათუნა მარწყვიშვილი
so, 2004). გარდა ამისა, ემოციური ინტელექტი დადებითად უკავშირდება აკადემიურ
მიღ წევებს, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას (Goleman, 1995) და ჯანმრთელობას
(Martins, Ramalho & Morin, 2010), ხოლო კავშირი დევიანტურ ქცევას, აგრესიულობასა
და ალკოჰოლის მოხმარებასთან უარყოფითია (მაგ., Brackett & Mayer, 2003; Brackett,
Mayer, & Warner, 2004; Petrides, Frederickson & Furnham, 2004).
ინტელექტისა და შემოქმედებითობის ურთიერთმიმართების კვლევისას, ამ ცვლა-
დებს შორის შესაძლო კავშირის ხუთი ვარიანტი განიხილება: ერთ შემთხვევაში ისინი
ურთიერთგადამფარავ ცვლადებად მიიჩნევა; მეორე შემთხვევაში აქცენტი მათ ურთი-
ერთდამოუკიდებლობაზე კეთდება; ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ინტელექტი და შე-
მოქ მედებითობა ურთიერთდამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთდაკავშირებული ცვლა-
დებია. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ინტელექტი შემოქმედებითობის ფორმაა ან
შემოქმედებითობაა ინტელექტის ფორმა (Sternebrg & O’Hara, 1999). დღეისათვის, აქტუ-
ალურ და ემპირიულად დასაბუთებულ თეორიად ითვლება ინტელექტისა და კრეატი-
ულობის ზღურბლის თეორია (Threshold Theory of intelligence and creativity). ამ თე ორიის
თანახმად, ინტელექტი და შემოქმედებითობა ურთიერთ და მო უკიდებელი და ურ თი-
ერთდაკავშირებული ცვლადებია, თუმცა ეს კავშირი ზღურბლის ეფექტს ექვემ დე-
ბარება – ინტელექტის მინიმალური ზღურბლის არსებობა აუცილებელი, მაგრამ არა სა კ-
მარისი პირობაა შემოქმედებითობის არსებობისთვის. ინტელექტი შემოქმედებითობის
პრედიქტორია, თუმცა მას შემდეგ, რაც ინტელექტის კოეფიციენტი აღემატება 120
ქუ ლას, კავშირი არასტაბილური ხდება და ინტელექტი შემოქმედებითობის პროგნოზი-
რების უნარს კარგავს (Guilford, 1967; Torrance, 1962; Jauk, Benedek, Dunst, & Neubauer,
2013). ზღურბლის მაჩვენებელი კი იცვლება შემოქმედებითობის ფორმების და მათი
გაზომვის საშუალებების ცვლილებასთან ერთად (Jauk et al., 2013).
როგორც ვხედავთ, ემოციური ინტელექტი და ემოციური შემოქმედებითობა
განსხ ვა ვებულ ცვლადებთან კორელირებენ და საფუძვლად მდებარე პროცესების
განსხვა ვებულობითაც ხასიათდებიან. თუმცა, ორივე მათგანი ემოციური შინაარსის
ინფო რ მაციის გადამუშავებასა და ემოციური პრობლემების გადაჭრას უწყობს ხელს
(Averill, 1999; Mayer, Caruso, & Salovey, 1999), რაც მათ შორის კავშირის სპეციფიკას
საინტე რე სოს ხდის. ჯ. ავერილი (Averill, 1999) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ ორ,
ემო ცი ებთ ან დაკავშირებულ კონსტრუქტს შორის ურთიერთმიმართება შესაძლოა ისე-
თივე იყოს, როგორიც ზოგად ინტელექტსა და შემოქმედებითობას შორის კავშირია. ამ
დაშ ვე ბის გადასამოწმებლად ჩატარებული კვლევიდან (Ivcevic et al., 2007) ჩანს, რომ
ემო ციური ინტელექტი და ემოციური შემოქმედებითობა ურთიერთდა მო უ კი დებელი
კონს ტ რუქტებია და მათ შორის კავშირი მცირე, თუმცა მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ ამ კვლევებში არაა შემოწმებული ექვემდებარება თუ არა ემო-
ციურ ინტელექტსა და ემოციურ კრეატიულობას შორის კავშირის სპეციფიკა ზღურ-
ბ ლის თეორიის პრინციპებს. კერძოდ, გარკვეული მაჩვენებლის შემდეგ იცვლება თუ
არა ცვლადებს შორის მიმართების სპეციფიკა. მიმდინარე კვლევა მიზნად ისახავს
სწო რედ ემოციურ ინტელექტსა და ემოციურ შემოქმედებითობას შორის არსებული
კავ შირის თავისებურებათა დადგენას ზღურბლის თეორიის შემოწმების საფუძველზე.
29
ზღურბლის ეფექტი: ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მიმართება ემოციურ...
კვლევის მეთოდი
კვლევის მონაწილეები
კვლევაში მონაწილეობდა 342 ინდივიდი (253 ქალი; Mასაკი=21.87, SD=5.84). მონაწი-
ლე თა უმრავლესობა (80%) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნი ვერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, რომლებიც კვლევაში მონაწილეობის სანაც ვ-
ლოდ, სასწავლო კურსის ფარგლებში, დამატებით ქულებს იღებდნენ. კვლევის მონაწი-
ლეები კითხვარებს ავსებდნენ ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში.
კვლევის ინსტრუმენტები
ემოციური ინტელექტი. ემოციური ინტელექტის გასაზომად გამოვიყენეთ ემო ცი უ რი
ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის შესაფასებელი კითხვარის (TEQue; Petrides,
2009) ქართული ვერსია (Martskvishvili, Arutinov, & Mestvirishvili, 2013). კითხვარი მო-
იცავს 153 დებულებას და ემოციური ინტელექტის გლობალურ ქულასთან ერთად, 15
ცა ლკეულ ასპექტსა და ოთხ ძირითად ფაქტორს (ემოციურობა, სოციალურობა, კარ-
გად ყოფნა და თვითკონტროლი) ზომავს. დებულებები ფასდება 1-დან 7-მდე ლიკერ-
ტის ტიპის სკალაზე.
ემოციური შემოქმედებითობა. ემოციური შემოქმედებითობის შეფასება მოხდა ემ-
ო ციური შემოქმედებითობის შესაფასებელი კითხვარის (ECI; Averill, 1999) ქართული ვე-
რ სიის (Martskvishvili, Abuladze, Sordia, & Neubauer, 2017) გამოყენებით. კითხვარი ემო ცი-
ური შემოქმედებითობის ისეთ ასპექტებს ზომავს, როგორიც მზაობა, სიახლე, ეფექ-
ტუ რო ბა და ავთენტურობაა.
მონაცემთა ანალიზი
ემოციური ინტელექტისა და ემოციური შემოქმედებითობის ურთიერთდამოუ კი-
დებ ლობის შესაფასებლად, ძირითადი კომპონენტების ფაქტორული ანალიზი გამოვი-
ყე ნეთ. ამ ორი კონსტრუქტის ურთიერთმიმართების სპეციფიკის შეფასება, პირველ
ეტა პზე, წრფივი რეგრესიული ანალიზის გამოყენებით მოხდა, ზღურბლის ეფექტის
შე სა მოწმებლად კი სეგმენტური რეგრესიული ანალიზი გამოვიყენეთ.
შედეგები
ემოციური ინტელექტის ოთხი ძირითადი ფაქტორი და ემოციური შემოქმე დე ბი-
თობის ოთხი ასპექტი დამუშავდა ძირითადი კომპონენტების ფაქტორული ანალიზის
(PCA) მეთოდის გამოყენებით. ძირითადი კომპონენტების ფაქტორული ანალიზის გა მო -
ყენებამდე, Kaiser-Meyer-Olkin-ის (Kaiser, 1970, 1974) მაჩვენებლისა (.74) და Bartlett-ის
ტესტის (p=.000) (Bartlett, 1954) შედეგების საფუძველზე, დადასტურდა, რომ მონაცე-
მები ფაქტორული ანალიზისთვის გამოსადეგია. ძირითადი კომპონენ ტე ბის ფაქტო რუ-
ლი ანალიზისას, ვარიმაქსის ბრუნვით გამოიკვეთა ორი ძირითადი ფაქ ტო რი, რომელ-
თა კუთრი წონაც (eigenvalues) აღემატება ერთს. ეს ორი ფაქტორი მონაცემთა ვარიაცი-
ულობის 62%-ს ხსნის. ფაქტორული ანალიზის შედეგები მოცემულია ცხრილში #1.
30
ნათია სორდია, ხათუნა მარწყვიშვილი
ცხრილი #1. ემოციურ მახასიათებელთა ფაქტორული სტრუქტურა
ემოციური შემოქმედებითობა ემოციური ინტელექტი
ავთენტურობა .853
სიახლე .801
მზაობა .720
ეფექტურობა .617
კარგად ყოფნა .828
ემოციურობა .776
სოციალურობა .699
თვითკონტროლი .682
ფაქტორების გამოყოფის მეთოდი: ძირითადი კომპონენტების ფაქტორული ანალიზი
ბრუნვის მეთოდი: ვარიმაქსი, კაიზერის კრიტერიუმით
ბრუნვების რაოდენობა – 3
ემოციური შემოქმედებითობის კავშირი ემოციური ინტელექტის ცალკეულ ფაქ-
ტო რებსა და ასპექტებთან მოცემულია ცხრილში #2. ემოციური ინტელექტი დაკავ-
ში რე ბულია ემოციურ შემოქმედებითობასთან და ეს კავშირი მნიშვნელოვანია ორივე
კონ ს ტრუქტის ცალკეული ასპექტებისთვის.
ცხრილი #2. ემოციურ ინტელექტსა და ემოციურ შემოქმედებითობას შორის კორელაცია
სია ხლე მზა ობა ეფექ ტურობა ავთენ ტუ რობა საერთო მაჩვენებელი
ასპექტები
ადაპტაცია .137* .157** .230** .126* .199**
ასერტულობა .161** -.016 .241** .085 .166**
ემოციების გამოხატვა .109 .272** .572** .185** .321**
ემოციების მართვა .291** .198** .271** .281** .341**
ემოციების აღქმა -.076 .176** .250** .047 .083
ემოციების
რეგულირება
-.128* .026 -.037 -.150** -.113*
იმპულსურობა -.74** .051 -.057 -.203** -.199**
ურთიერთობები -.053 .136* .302** .075 .107
თვითშეფასება .087 .181** .321** .149** .216**
მოტივაცია -.012 .207** .128* -.068 .053
სოციალური
ცნობიერება
.204** .235** .404** .197** .317**
სტრესის მართვა -.129* .004 .010 -.124* -.095
ემპათია .252** .347** .312** .332** .378**
ბედნიერება .053 .131* .224** .147** .166**
ოპტიმიზმი .033 .147** .211** .034 .122*
ფაქტორები
ემოციურობა .091 .326** .511** .225** .318**
სოციალურობა .263** .155** .362** .220** .325**
კარგად ყოფნა .065 .177** .290** .125* .193**
ემოციური ინტელექტი
გლობალური ქულა .067 .249** .375** .118* .225**
P<.01** p<.05*
31
ზღურბლის ეფექტი: ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მიმართება ემოციურ...
ემოციური ინტელექტის და ემოციური შემოქმედებითობის ურთიერთმიმართების
სპე ციფიკის დასადგენად ჩავატარეთ რეგრესიული ანალიზი. ანალიზიდან ჩანს, რომ ემო -
ციური ინტელექტი ემოციური შემოქმედებითობის პრედიქტორია (F (4.300) = 21.207,
p< .000, R2 = .22.). ემოციური ინტელექტის ოთხფაქტორიანი მოდელი, ემოციური შე მო -
ქ მედებითობის ქულათა ვარიაციულობის 22 პროცენტს ხსნის. ემოციური ინტე ლე ქ-
ტის ფაქტორებიდან თვითკონტროლი ყველაზე ძლიერი უარყოფითი პრედიქტორია.
წრფივი რეგრესიული ანალიზის შედეგები მოცემულია ცხრილში #3.
ცხრილი #3. წრფივი რეგრესიული ანალიზი
არასტანდარტიზებული
კოეფიციენტი სტანდარტიზებული
კოეფიციენტი
B Std. Error Beta tSig.
Constant 2.388 .233 10.228 .000
ემოციურობა .193 .050 .251 3.891 .000
სოციალურობა .168 .045 .231 3.711 .000
კარგად ყოფნა .048 .040 .081 1.191 .235
თვითკონტროლი -.224 .039 -.332 -5.804 .000
შენიშვნა: დამოკიდებული ცვლადი – ემოციური შემოქმედებითობა
ზღურბლის ეფექტის შესამოწმებლად ჩატარდა სეგმენტური რეგრესიული ანა-
ლი ზი, რომლის ფარგლებშიც, ემოციური ინტელექტის ერთიანი ქულის და ცალ-
კეული ფაქ ტო რების ქულათა მედიანები ავიღეთ, როგორც ზღურბლის რიცხვითი
მნიშვნელობები. ზღურბლი თვითკონტროლის ფაქტორისთვის 4.36 იყო, ემოციურობის
ფაქტორისთვის – 4.88, სოციალურობისთვის – 4.90, ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის
ფაქტორისთვის – 5.17, ხოლო ემოციური შემოქმედებითობის ერთიანი ქულისთვის –
4.72. ზღურბლის ჰი პოთეზის შესამოწმებლად ჩატარებული სეგმენტური რეგრესიული
ანალიზის შედე გე ბი და ემოციურ შემოქმედებითობასთან არსებული კორელაციური
კავშირები ასახუ ლია ცხრილში N4.
ზღურბლის თეორიის კლასიკური ვარიანტი1 მხოლოდ თვითკონტროლის ფაქტორ-
თა ნ მიმართებაში დასტურდება. თვითკონტროლის ფაქტორზე დაბალი ქულის ქონა ემ-
ო ციური შემოქმედებითობის (F (1.154) = 23.770, p<.001 R2 = .14), სიახლის (F (1.155) =
20.700, p<.001 R2 = .12), ეფექტურობის (F (1.154) = 12.994, p<.001, R2 = .08) და ავთენ-
ტუ რობის (F (1.155) = 15.994, p<.001, R2 = .09) დაბალი მაჩვენებლის წინასწარმეტ ყვე-
ლების საშუალებას იძლევა, მზაობის ფაქტორთან კი მნიშვნელოვანი კავშირი არ ვლინ-
დება. თვითკონტროლის სკალაზე მაღალი ქულის ქონა მხოლოდ მზაობის ფაქტორთან
კორელაციის არსებობას განაპირობებს (r=.210, p<.00), თუმცა მაღალი თვითკონ ტ რო-
ლი მზაობის ქულათა ვარიაციულობის წინასწარმეტყველების საშუალებას არ იძლევა.
1 გარკვეულ ზღურბლამდე არსებული ქულები დამოუკიდებელ ცვლადს დამოკიდებული ცვლა დის
წინასწარმეტყველების უნარს სძენს. ხოლო მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ცვლადის მნი-
შვნელობები ზღურბლს სცდება, ის დამოკიდებული ცვლადის პროგნოზირების უნარს კარგავს.
32
ნათია სორდია, ხათუნა მარწყვიშვილი
ემოციური ინტელექტის ემოციურობასთან დაკავშირებულ ფაქტორზე (F (1.152)
= 8.356, p<.01 R2 = .05) ზღურბლამდე არსებული ქულები ემოციური შემოქ მე დე ბი თო-
ბის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. ხოლო მას შემდეგ, რაც ემოციურობის
ქულები ზღურბლს სცდება, ის ემოციური შემოქმედებითობის წინასწარმეტყველების
უნარს კარგავს.
ემოციური ინტელექტის ცალკეული ფაქტორების ემოციურ შემოქმედე ბი თო ბას-
თან კავშირის შეფასებისას ზღურბლის ეფექტი დასტურდება, თუმცა, ამ შემთხვევაში,
ცვლა დებს შორის კავშირი მნიშვნელოვანი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც პრე დიქ-
ტო რის ქულები ზღურბლს აღემატება. კერძოდ, ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის (F
(1.156) = 7.013, p < .01 R2 = .04) და სოციალურობის (F (1.155) = 7.398, p < .01 R2 = .05) მაჩ-
ვე ნებლების მატებასთან ერთად, ისინი ემოციური შემოქმედებითობის წინას წარ მე ტ -
ყველების უნარს იძენენ.
ემოციური შემოქმედებითობის ცალკეულ ასპექტებთან მიმართებაში ჩატარებული
სეგმენტური რეგრესიული ანალიზიდან ჩანს, რომ სიახლის წინასწარმეტყველების
უნარს სოციალურობა (F (1.155) = 7.439 p<.01 R2=.05) მხოლოდ მას შემდეგ იძენს, რაც
სოციალურობის ფაქტორზე მიღებული ქულები ზღურბლზე მაღალია. ეფექტურობის
წინასწარმეტყველების უნარს კი, ზღურბლზე მაღალი ქულების არსებობის შემთხვე-
ვაში, ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან (F(1.157)=25.847, p<.000, R2=.14) დაკავში რე-
ბუ ლი ფაქტორი იძენს. ამ ფაქტორზე (F(1.158)=4.954, p<.05, R2=.03) უკიდურესად მა ღ ა ლი
ქულების ქონა მზაობასთან და კავ შირებული ასპექტის წინასწარმეტყველების სა შ უ-
ალებას იძლევა. მზაობის ქულათა წი ნას წარმეტყველების საშუალებას იძლევა ემო ცი-
ური შემოქმედებითობის (F(1.153)=10.510, p<.001, R2=.07) ერთიანი და მაღალი ქუ ლა ც.
ცხრილი #4. სეგმენტური რეგრესიული ანალიზის შედეგები
არასტანდარტიზებული
კოეფიციენტი სტანდარტიზებული
კოეფიციენტი არასტანდარტიზებული
კოეფიციენტი სტანდარტიზებული
კოეფიციენტი
B Std.
Error
Beta tSig. rზღურბლი B Std.
Error
Beta tSig. r
ემოციური შემოქმედებითობა
Constant 4.735 .266 17.778 .000
> 4.36 <
3.389 .495 6.851 .000
თვითკონ-
ტროლი -.343 .070 -.366 -4.875 .000 -.366** .002 .100 .001 .018 .986 .001
Constant 2.684 .420 6.391 .000
> 4.90 <
2.348 .456 5.145 .000
სოცია-
ლურობა .136 .096 .114 1.428 .155 .114 .225 .083 .213 2.720 .007 .213**
Constant 1.963 .461 4.255 .000
> 4.88 <
2.649 .508 5.213 .000
ემოცი-
ურობა .306 .106 .228 2.891 .004 .228** .169 .093 .144 1.809 .072 .144
Constant 3.256 .325 10.021 .000
> 5.17 <
2.211 .497 4.448 .000
ფსიქოლო-
გიური კარ-
გად ყოფნა .020 .074 .021 .265 .792 .021 .228 .086 .207 2.648 .009 .202*
სიახლე
33
ზღურბლის ეფექტი: ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მიმართება ემოციურ...
Constant 4.883 .342 14.291 .000
> 4.36 <
4.071 .674 6.039 .000
თვითკონ-
ტროლი -.410 .090 -.343 -4.550 .000 -.343** -.173 .136 -.101 -1.271 .206 -.101
Constant 2.285 .548 4.169 .000
> 4.90 <
1.660 .653 2.542 .012
სოცია-
ლურობა .198 .125 .126 1.587 .115 .126 .323 .118 .214 2.727 .007 .214**
ეფექტურობა
Constant 4.841 .403 12.010 .000
> 4.36 <
2.886 .659 4.376 .000
თვითკონ-
ტროლი -.383 .106 -.279 -3.605 .000 -.279** .122 .133 .073 .916 .361 .073
Constant 2.899 .450 6.446 .000
> 5.17 <
.326 .650 .501 .617
ფსიქოლო-
გიური კარ-
გად ყოფნა
.089 .102 .070 .872 .385 .070 .572 .113 .376 5.084 .000 .377**
ავთენტურობა
Constant 5.506 .378 14.574 .000
> 4.36 <
4.048 .644 6.286 .000
თვით-
კონტროლი -.398 .100 -.305 -3.993 .000 -.305** -.035 .130 -.022 -.271 .786 -.022
მზაობა
Constant 2.533 .684 3.702 .000
> 4.72 <
1.496 .694 2.157 .033
ემოციური
შემოქმე-
დება .231 .158 .118 1.460 .146 .040 .429 .132 .254 3.242 .001 .254**
Constant 3.233 .363 8.916 .000
> 5.17 <
2.351 .618 3.805 .000
ფსიქოლ ო-
გი ური კა რ-
გად ყოფნა .073 .083 .071 .890 .375 .071 .238 .107 .174 2.226 .027 .169*
P<.01** p<.05*
შედეგების განხილვა
ფაქტორული ანალიზის შედეგებიდან ჩანს, რომ ემოციურ მახასიათებელთა ცალ-
კე ული ასპექტები ორი ძირითადი ფაქტორის გარშემო ერთიანდებიან. არცერთ ას პექტს
არ აქვს ორმაგი ფაქტორული დატვირთვა და მხოლოდ იმ ფაქტორზე მუშაობს, რომ ლის
შესაფასებლადაც არის შექმნილი. ფაქტორული ანალიზის შედეგად, ორი, მკა ფიოდ
განსაზღვრული ფაქტორის გამოყოფა, ემოციური ინტელექტისა და ემოციური შე-
მოქმედებითობის ურთიერთდამოუკიდებლობის მხარდამჭერ არგუმენტად შეიძლება
განვიხილოთ. ემოციური ინტელექტი და ემოციური შემოქმედებითობა მართალია ურ-
თი ერთდამოუკიდებელი, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული კონსტრუქტებია, რაც შე-
სა ბამისობაშია ამ ორი კონსტრუქტის შესადარებლად, 2007 წელს ჩატარებული კვლე-
ვის შედეგებთან (Ivcevic et al., 2007). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი კვლევის შემთხ-
ვე ვა ში ცვლადებს შორის კავშირი შედარებით ძლიერია. როცა ამ კავშირის სპეციფიკას
ვაფასებთ, ჩანს, რომ ემოციური ინტელექტი ემოციური შემოქმედებითობის პრე დი ქ-
ტორია – განსაკუთრებით ძლიერი პრედიქტორული ღირებულება აქვს თვითკონ ტ რო-
ლის ფაქტორს, რომელიც უარყოფითად არის დაკავშირებული ემოციურ შემოქმედე-
34
ნათია სორდია, ხათუნა მარწყვიშვილი
ბი თო ბასთან როგორც ერთიან კონსტრუქტთან, ისე მის სამ – ეფექტურობა, ავთენ ტუ-
რობა, სიახლე – ასპექტთან. ზომიერად მაღალი თვითკონტროლით გამორჩეული ადა-
მი ანები ახალი, ეფექტური და ორიგინალური ემოციების განცდისგან თავშეკა ვე ბუ-
ლობით ხასიათდებიან. მათი ემოციები დაბალი ავთენტურობით გამოირჩევა. თუმცა,
მას შემდეგ, რაც თვითკონტროლის მაჩვენებელი საშუალოზე მაღალი ხდება, ის ემო-
ცი ური შემოქმედებითობის პროგნოზირების უნარს კარგავს. ასეთი მაღალი ქულებით
გა მორჩეული ადამიანების შესახებ მხოლოდ იმის თქმა ხდება შესაძლებელი, რომ ისინი
ემო ციების გაანალიზებისთვის და ახალი და განსხვავებული ემოციების გამოკვ ლე ვის-
თ ვის მზაობას ავლენენ. თუ გავითვალისწინებთ თვითკონტროლის ფაქტორის თავი სე-
ბუ რე ბას, რაც გარემოში არსებულ სტრესორთან გამკლავებას, საკუთარი სურვილების
მარ თვას ისახავს მიზნად (Petrides & Furnham, 2000), შესაძლოა სტაბილურობისა და
კონტ
რო ლის განცდისთვის საფრთხის წყაროს – განსხვავებული და ახალი ემოციების
– შესწავლისა და გამოკვლევისთვის მზაობა, თვითკონტროლის ინსტრუმენტად განვი-
ხი ლოთ, რაც სტრესულ მოვლენასთან (გარემოში იქნება სტრესის წყარო თუ საკუთარ
ორი გინალურ სურვილებში) გასამკლავებლად, პრობლემაზე ფოკუსირებული დაძ ლე-
ვის სტრატეგიის (Brannon & Feist, 2009) გამოყენებაში ვლინდება.
ზღურბლის ეფექტი, კლასიკური გაგებით, დასტურდება ემოციური ინტელექტის
ემოციურობასთან დაკავშირებული ფაქტორის შემთხვევაშიც. ჩანს, რომ ემოციური
ინტელექტის ფაქტორი – ემოციურობა, ემოციური შემოქმედებითობის წინასწარ მეტყ-
ვე ლე ბის საშუალებას იძლევა, თუმცა მას შემდეგ, რაც ემოციურობის მაჩვენებელი
უკიდურესად მაღალი ხდება, ის ემოციური შემოქმედებითობის წინასწარმეტყველების
უნარს კარგავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ფაქტორი ემოციების აღქ-
მას, ცნობას, გაგებას, ემპათიკურობას, კომუნიკაციის მიზნით ემოციების გამოყენებას
გუ ლისხმხობს (Petrides & Furnham, 2000), ლოგიკურია, რომ ის პრობლემის მოგვა რე
ბი-
სას, ემოციებთან დაკავშირებით უკვე არსებული ინფორმაციის გამოყენებას უკავ შირ-
დე ბა – სწორ და გამოცდილ გამოსავალზე ორიენტაციით ხასიათდება და ნაკლებად
ეხე ბა ახალი, ორიგინალური ემოციების განცდისა და მათი გამოკვლევის ტენდენციას.
ემოციურობისგან განსხვავებით, სოციალურობის ფაქტორის ფარგლებში, ემპათი-
კუ რობაზე მეტი ყურადღება გულწრფელობას, ასერტულობას, საკუთარი ემოციების
გათ ვალისწინებით, სოციალური ურთიერთობების რეგულირების, გარშე მომ ყო ფებზე
გავლენის მოხდენის უნარს ეთმობა (Petrides & Furnham, 2000). ამ ფაქტორზე მაღალი
მაჩ ვენებლების მქონე ადამიანები, როგორც ჩანს, ბაზისური ემოციების მრა ვალ ფე-
როვანი კომბინაციების განცდის და გაცნობიერების უნარით ხასიათდებიან.
ასევე, როცა ადამიანი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია, საკუთარი თავის და
შე საძ ლობლობების რწმენა აქვს, მომავლის მიმართ იმედით არის განწყობილი – როცა
ემოციური ინტელექტის ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან დაკავშირებულ ფაქ ტორ-
ზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა (Petrides & Furnham, 2000), ჩანს, რომ ასეთი
ადამიანი ახალი და ორიგინალური ემოციების განცდისთვის მზად არის და, ამასთან,
მის მიერ პროდუცირებული ორიგინალური ემოციები ეფექტურობითაც ხასიათდება.
ამდენად, ინტელექტსა და შემოქმედებითობას შორის არსებული კავშირი არას-
წორ ხაზოვანია – ინტელექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შემოქმედებითობის წი-
35
ზღურბლის ეფექტი: ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მიმართება ემოციურ...
ნას წარმეტყველებაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ინტელექტის კოეფიციენტი ზღურბლზე
მაღალია, ის შემოქმედებითობისთვის მნიშვნელოვანი პრედიქტორი აღარაა (Jauk et al.,
2013). ჩვენი კვლევიდან ჩანს, ემოციური ინტელექტის როლი ემოციური შემოქმე დე ბი-
თო ბის წინასწარმეტყველებაში მნიშვნელოვანია, ამ ორ კონსტრუქტს შორის არსე ბუ ლი
კავ ში რი ზღურბლის ეფექტს ექვემდებარება, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება ზო -
გად ინტელექტსა და შემოქმედებითობას შორის არსებული კავშირის სპეცი ფი კის გან.
დასკვნა
მოცემული კვლევიდან ჩანს, თუ როგორია ემოციურ ინტელექტსა და ემოციურ
შე მო ქმედებითობას, როგორც ურთიერთდამოუკიდებელ და ურთიერთდაკავშირებულ
ცვლა დებს შორის კავშირის სპეციფიკა. ჩანს, რომ ემოციური ინტელექტი და ემო ცი-
ური შე მოქმედებითობა ინტელექტსა და შემოქმედებითობას შორის კავშირის მსგავსია
– ემოციური ინტელექტი ემოციური შემოქმედებითობის პრედიქტორია. მაღალი თვით-
კონტროლის მქონე ადამიანები ემოციური შემოქმედებითობის დაბალი მაჩვენებლით
ხასიათდებიან. ემოციური შემოქმედებითობის ცალკეულ ფაქტორებთან მიმართებაში
დასტურდება ზღურბლის თეორია და ჩანს, რომ თვითკონტროლის და ემოციურობის
სკა ლაზე უკიდურესად მაღალი ქულების არსებობა, ემოციური შემოქმედებითობის წი-
ნასწარმეტყველებას შეუძლებელს ხდის. ხოლო სოციალურობისა და ფსიქოლოგიური
კარგად ყოფნის სკალებზე კი მხოლოდ უკიდურესად მაღალი ქულების ქონის შემ-
თხვევაში ხდება შესაძლებელი ემოციური შემოქმედებითობის წინასწარმეტყველება.
კვლევის შეზღუდვად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ემოციური ინტელექტისა და
ემოციური შემოქმედებითობის შეფასება თვითანგარიშის ტიპის კითხვარებით მოხდა.
საინტერესოა ემოციურ მახასიათებელთა შეფასების საშუალებები ახდენს თუ არა გავ-
ლენას ამ მახასიათებლებს შორის კავშირზე და იცვლება თუ არა ზღურბლი, გამო ყე ნე-
ბული ინსტრუმენტების შესაბამისად. ასევე, საინტერესოა, ემოციურ ინტელექტსა და
ემოციურ შემოქმედებითობას შორის კავშირი ასაკის და სქესის შესაბამისად თუ იცვ-
ლება. ემოციურ მახასიათებელთა საფუძვლად მდებარე პროცესების განსხვავებუ ლო-
ბის საჩვენებლად, კარგი იქნება პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებთან, დივერგენ-
ტულ და კონვერგენტულ აზროვნებასთან ამ კონსტრუქტების კავშირის კვლევა.
გამოყენებული ლიტერატურა:
Ahmadi, F., Ahmadi, J., & Delshad, R. (2015). The relationship between emotional and cognitive
crea tivity and metacognitive skill. GMP Review, Vol.18(1), 456-461.
Averill, J. R. (1999). Individual differences in emotional creativity: Structure and correlates. Journal
of Personality, 67, 331-371.
Averill, J.R., & Thomas-Knowles, C. (1991). Emotional creativity. International Review of Studies
on Emotion, Vol.1, 269-299. London; Wiley.
Brannon, L., & Feist, J. (2009). Personal Coping Strategies. Health Psychology: An Introduction to
Beha vior and Health (7th ed.). Wadsworth Cengage Learning. pp. 121–131. ISBN 978-0-495-
60132-6.
36
ნათია სორდია, ხათუნა მარწყვიშვილი
Brackett, M. A., & Mayer, J. D. (2003). Convergent, discriminant, and incremental validity of com-
peting measures of emotional intelligence. Personality and Social Psychology Bulletin, 29, 1147–
1158.
Brackett, M. A., Mayer, J. D., & Warner, R. M. (2004). Emotional intelligence and its relation in
every day behavior. Personality and Individual Differences, 36, 1387–1402.
Fuchs, G. L., Kumar, V. K., Porter, J. (2007). Emotional creativity, Alexithymia, and styles of crea-
tivity. Crea tivity Research Journal, 19, 233-145.
Goleman, D. (1995). Emotional Intelligence. Bantam Books, New York, NY.
Guilford J. P. (1967). The nature of human Inteligence. New-York: McGrow-Hill.
Ivcevic, Z., Brackett, M.A., Mayer, J.D. (2007). Emotional intelligence and emotional creativity.
Jour nal of personality, Vol. 75(2), 199-235.
Jauk E., Benedek M., Dunst B., Neubauer A.C (2013). The relationship between intelligence and crea ti-
vi ty: New support for the threshold hypothesis by means of empirical breakpoint detection. Intellige-
n ce 41, 212-221.
Kaiser, H. (1970). A second generation Little Jiffy. Psychometrika, 35, 401-15. (1974). An index of
fac to ri al simplicity. Psychometrika, 39, 31-6.
Mayer, J. D., Caruso, D., & Salovey, P. (1999). Emotional intelligence meets traditional standards for
an inte lli gence. Intelligence, 27, 267–298.
Mayer, J. D. & Salovey, P. (1997). What is emotional intelligence? In P. Salovey & D. Sluyter (Eds).
Emo tional Development and Emotional Intelligence: Implications for Educators (pp. 3-31). New
York: Basic Books.
Mayer, J. D., Salovey, P., & Caruso, D. R. (2004). Emotional intelligence: Theory, findings, and im-
plications. Psychological Inquiry, 15, 197-215.
Marthins, A., Ramalho, N., & Morin, E. (2010). A comprehensive meta-analysis of the relationship
bet ween Emotional Intelligence and health. Personality and Individual Differences, 49(6), 554-564.
Martskvishvili, Kh., Arutinov, L., & Mestvirishvili, M. (2013). A Psychometric Investigation of the
Geo r gian Version of the Trait Emotional Intelligence Questionnaire. Europian Journal of Psycho-
logical Asses ment, 29, 84-84. DOI: 10.1027/1015-5759/a000135.
Martskvishvili, Kh., Abuladze, N., Sordia, N., & Neubauer, A. (2017). Emotional creativity inventory:
Factor Structure, Reliability and Validity in a Georgian Speaking Population. Problems of Psychol-
ogy in the 21st Century.11(1), 31-41
Petrides, K.V. (2009). Technical manual for the Trait Emotional Intelligence Questionnaires
(TEIQue). Lon don: London Psychometric Laboratory.
Petrides, K. V., & Furnham, A. (2000). On the dimensional structure of emotional intelligence. Perso-
nality and Individual differences, 29, 313-320.
Petrides, K. V., Frederickson, N., & Furnham, A. (2004). The role of trait emotional intelligence in
aca de mic performance and deviant behavior at school. Personality and Individual Differences, 36,
277–293.
Sternberg, R. J., & O’Hara, L. A. (1999). Creativity and intelligence. In R. J. Sternberg (Ed.), Hand-
book of creativity (pp. 251 – 272). Cambridge, UK: Cambridge University Press.
Torrance, E.P. (1962). Guiding creative talent. Englewood Cliffs, NJ: Prentice Hall.
37
ზღურბლის ეფექტი: ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მიმართება ემოციურ...
THRESHOLD HYPOTHESIS: THE RELATIONSHIP BETWEEN EMOTIONAL IN-
TELLIGENCE AND EMOTIONAL CREATIVITY
Natia Sordia
Khatuna Martskvishvili
Ivane Javakhishvili Tbilisi state university
Summary
The previous study (Ivcevic et al., 2007) related to the relationship between emotional intelli-
gence (EI) and emotional creativity (EC) showed that these two constructs represent interrelated but
independent sets of abilities. It was proposed that the connection between those emotional traits could
be the same as the association between general intelligence and creativity is (Averill, 1999). Howev-
er, it is still not clear whether this relationship is determined by the threshold hypothesis. The present
work aims to explore the specificity of the relationship between emotional intelligence and emotional
creativity – namely, to examine the threshold hypothesis. 342 individuals participated in the study,
aged from 17 to 49 (M=21.87, SD=5.84). Results indicate that emotional intelligence and emotional
creativity are independent but related constructs. Emotional intelligence as a unitary construct as well
as its factors predicts emotional creativity. And this relationship is explained by the threshold hypoth-
esis. Namely, segmented regression showed that sociability and well-being predict emotional creativ-
ity when scores on those factors are higher than the threshold is. Emotionality and self-control predict
emotional creativity only when scores on mentioned emotional intelligence factors are less than the
threshold is. The relationship between emotional creativity and emotional intelligence is explained by
the threshold hypothesis. The obtained data sheds light on the specificity of the relationship between
trait emotional intelligence and the creativity in emotional domain.
Key words: Emotional intelligence, emotional creativity, threshold theory