დღის წესრიგის თეორიის თანახმად, მედიას შეუძლია წინ წამოსწიოს კონკრეტული საკითხები და ამ გზით "უკარნახოს" საზოგადოებას, თუ რაზე იფიქროს. მედიის მიერ გაშუქებულ საკითხთა წყება სხვადასხვა აქტორის ინტერესებისგანაც შედგება. მაგალითად, პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების მიერ სუბსიდირებული კომპონენტებით. ამავდროულად, ამა თუ იმ პოლიტიკური მხარისადმი მიკერძოებული მედია უფრო დიდი დოზით ხდება კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარი. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მედიის როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ნაშრომის ძირითადი კითხვაა, თუ როგორ გააშუქა ყველაზე რეიტინგულმა პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალებამ კორონავირუსი საარჩევნო პერიოდში და რამდენად დაემთხვა მისი დღის წესრიგი ხელისუფლების პრიორიტეტებს (სტაბილურად მძიმე ეპიდემიოლოგიურ პირობებში). დაკვირვების ობიექტად ტელეკომპანია "იმედი" შეირჩა, კონკრეტულად, მისი მთავარი საინფორმაციო გამოშვება - "ქრონიკა". დაკვირვება განხორციელდა 2020 და 2021 წლების არჩევნების წინა და შემდგომ თვეებში. მედიასაშუალების დღის წესრიგის გამოვლენა მოხდა "ქრონიკაში" კორონავირუსისთვის დათმობილი დროისა და პრიორიტეტულობის მიხედვით. კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღემდე, როცა მძიმე ეპიდ-ვითარებაზე საუბარი ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი იყო, კორონავირუსის გაშუქებას ტელეკომპანია "იმედმა" გაცილებით ნაკლები პრიორიტეტი და დრო დაუთმო, ვიდრე არჩევნების შემდგომ. არჩევნების წინა კვირაში, პანდემიის შესახებ სიუჟეტები ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაწყებიდან ერთი საათის შემდგომ გადიოდა. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, "იმედზე" კოვიდ-19 -ის გაშუქება შესამჩნევად გააქტიურდა, ხოლო არჩევნების მეორე ტურის (21 ნოემბერი) შემდგომ, კორონავირუსი "იმედის" ნომერ პირველი საკითხი გახდა. მედიის დღის წესრიგის ასეთ რადიკალურ ცვლილებას ხელისუფლების მიერ კოვიდ-რეგულაციების გამკაცრება მოჰყვა. რაც შეეხება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს, აქაც გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნოდ კოვიდ-19 "იმედის" პრიორიტეტებში ვერ ხვდებოდა. მეტიც, მონიტორინგის 27 დღიდან, 10 შემთხვევაში ამ თემაზე სიუჟეტი საერთოდ არ გასულა. არჩევნების შემდეგ პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალებაში კოვიდ-19 -ის თემის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად და სწრაფად (როგორც ეს 2020 წელს მოხდა) არ შეცვლილა, თუმცა, მისდამი მედიის ყურადღება მაინც შესამჩნევად გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენი წინასწარი დაშვებები პრო-სახელისუფლებო მედიაში კოვიდ-19 -ის გაშუქებასთან დაკავშირებით ცალსახად დადასტურდა, რამდენადაც, "იმედი" მიჰყვებოდა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ დღის წესრიგს.
According to agenda-setting theory, the media can raise specific issues and thus suggest to the public what to think about. However, the range of issues covered by the media is also composed of the interests of various actors, for instance, with components subsidized by political leaders and public relations specialists. At the same time, biased media is becoming a facilitator for a particular political agenda. Given the importance of the role of the media in public life, the central question of this paper is how the most viewed pro-government media outlet covered the coronavirus during the election period and how well its agenda matched the government's priorities (in stably challenging epidemiological conditions). Imedi TV was selected as the object of observation, specifically its main news program - "Chronicle." Observations were made in the months before and after the 2020 and 2021 elections. The agenda of Imedi TV was revealed by the time and priority devoted to the coronavirus in the "Chronicle." The research showed that until the day of the 2020 parliamentary elections, when it was unfavorable for the government to talk about a challenging epidemic situation, Imedi TV gave much less priority and time to covering the coronavirus than after the elections. In the week prior to the election, news regarding the coronavirus was airing an hour after the start of the main newscast. After the first round of elections, in which the ruling party won, the coverage of Covid-19 on Imedi TV became noticeably more active. After the second round of elections (November 21), coronavirus became the most important issue for Imedi TV. Such a radical change in the media agenda was followed by the tightening of coronavirus regulations by the authorities. As for the period before the 2021 self-government elections, it was revealed that Covid-19 was not in the priorities of Imedi TV. Moreover, out of 27 days of monitoring, in 10 cases, this topic was not covered at all. Attitudes towards the Covid-19 in the pro-government media outlet did not change radically and rapidly (as it did in 2020) after the election; however, media attention towards it still increased significantly. Consequently, our assumptions about the coverage of Covid-19 in the pro-government media were confirmed, as Imedi TV followed a favorable agenda for the government.